Popular Post Power_VANO Posted November 1, 2010 Popular Post Posted November 1, 2010 ავტორი - მიშა დღესდღეობით Networking ერთ-ერთი ყველაზე მძინარა განყოფილებაა. ვეცდები ცოტა გამოვასწორო ეს სიტუაცია და ამისთვის გთავაზობთ ინტერნეტის ისტორიას, მოდერატორს კი ვთხოვ თემას გადახედოს და შეცდომები გაასწოროს... 1. რა იყო ინტერნეტამდე? ინტერნეტის "დაბადებამდე", 1950-იან წლებში საკომუნიკაციო ქსელების უმეტესობა მხოლოდ ერთი სადგურის რამდენიმე კომპიუტერის დამაკავშირებელი იყო, ანუ ახლებური ენით რომ ვთქვათ, Local Network. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ დიიიიიიდ კომპ. სადგურს ჰქონდა მთავარი კომპიუტერი, სახელწოდებით "mainframe" და პატარ-პატარა, მასზე დაქვემდებარებული კომპიუტერები. 2. სამი ტერმინალი კომპიუტერების რეალური სიმბიოზის პირველი მომხრე და სულისჩამდგმელი J.C.R. Licklider-ი აღმოჩნდა, რომელიც 1962 წელს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მოწინავე კვლევების საპროექტო სააგენტოს (Department of Defense's Advanced Research Projects Agency, შემოკლებით DARPA) თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ სააგენტოში ლიკლიდერმა კომპიუტერული კვლევების განყოფილება დააარსა სამი მუშა ტერმინალით, რომელთაგან ერთი სანტა მონიკაში, მეორე კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო მესამე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში განთავსდა (MIT). სამი ტერმინალი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ფაქტობრივად ეს გახლდათ პირველი რეალურად ფართომასშტაბიანი ქსელი. ცხადია, როგორც თავდაცვის დეპარტამენტის პროექტს, "სამ ტერმინალს" სამხედრო დანიშნულება ჰქონდა - თუკი დაიწყებოდა ატომური ომი და რომელიმე ქალაქი აფეთქდებოდა, ინფორმაცია სწრაფად უნდა გადაცემულიყო დანარჩენ ტერმინალებში... 3. ARPA შემდგომში ინტერნეტის სახელი უკვე რობერტ ტეილორს დაუკავშირდა - DARPA-ს ინფორმაციის გადამუშავების განყოფილების უფროსს. მან და MIT-ს სპეციალუსტმა ლარი რობერტსმა შექმნეს "Packet Switching" ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ქსელი - ARPANET, რომელიც 1969 წლის 29 ოქტომბერს აამოქმედეს. თავდაპირველად იგი მხოლოდ 2 კავშირის ობიექტს შეიცავდა, თუმცა შემდეგ კიდევ 2 დაემატა, 1981 წლისთვის კი ARPANET-ში უკვე 213 ობიექტი იყო გაერთიანებული. ARPANET-ის მთავარი ნაწილი IMP (Interface Message Processor) გახლდათ, რომელიც პასუხისმგებელი იყო Packet switching-ზე. სურათზე თქვენ ერთ-ერთ IMP-ს ხედავთ. 4. X.25 ARPA-ს კვლევებზე დაფუძნებით ინტერნაციონალური ტელეკომუნიკაციების გაერთიანებამ (ITU) შექმნა ქსელი "X.25". მისი სისტემური წრედები ჩვეულებრივი სატელეფონო ქსელის იდენტური იყო. 1974 წელს X.25-ის ბაზაზე შეიქმნა ბრიტანული "JANET". 1978 წლისთვის იგი გაიზარდა და კანადა, ჰონგ-კონგი და ავსტრალია მოიცვა. ARPANET-ისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სამხედრო ქსელი იყო, X.25-ი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. თავდაპირველად მისი ერთადერთი ფუნქცია "Telemail" გახლდათ. 5. უნიფიკაცია ცხადია არ შეიძლებოდა ამდენი ქსელის ერთად არსებობა საერთო სტანდარტის გარეშე, ამიტომ ცხადია მცოდნე ხალხი ( ) ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე და 1974 წელს შექმნეს კიდეც Specification of Internet Transmission Control Program - ქსელთაშორისი გადაცემის პროგრამის სპეციფიკაცია, ანუ TCP, აბრევიატურაში გამოყენებული სიტყვა "Internet" კი შემდგომში საზოგადო სახელი გახდა. ოდნავ მოგვიანებით TCP დაიხვეწა, მიემატა IP და 1982 წელს შეიქმნა TCP/IP პროტოკოლის ქვეშ გაერთიანებული ქსელი. ახალმა ქსელმა მოიცვა ARPANET-იც, ხოლო სამხედროებმა მიიღეს თავიანთი დამოუკიდებელი ქსელი - "MILNET". ქვედა სურათზე თქვენ ხედავთ 1982 წლისთვის არსებული ქსელის მიახლოებით სქემას: 1986 წლისთვის ქსელი კიდევ უფრო გაიზარდა, MILNET-ი და კიდევ რამდენიმე მცირე ქსელიც მოიცვა: 1990-იანების დასაწყისში როუტინგის EGP პროტოკოლი BGP პროტოკოლმა შეცვალა, 1992 წელს აშშ-ს კონგრესმა მოქალაქეებს ინტერნეტის კომერციული მიზნებით გამოყენების ნება დართო. 6. WWW ინტერნეტი გაიზარდა, გაზიბზიბდა და საჭირო გახდა მასში შემავალი ინფორმაციის მოწესრიგება. საამისოდ შექმნეს პროტოკოლები Gopher, WAIS და FTP Archive, მაგრამ მათ არ გაამართლეს, რადგან არ ჰქონდათ ყველა არსებული მონაცემთა ტიპების მხარდაჭერა. მათზე იღბლიანი აღმოჩნდა პროგრამა-ბროუზერი "MosaicWWW", რომელმაც შეძლო ყველანაირი ინფორმაციის გაერთიანება და მოიპოვა პოპულარობა (1993წ.). სურათზე ბროუზერის სქრინშოტს ხედავთ. სამწუხაროდ არც ის აღმოჩნდა დღეგრძელი, 1994-ში იგი Netscape Navigator-მა შეცვალა, მაგრამ ტერმინი "www" სამუდამოდ დარჩა გამოყენებაში. 7. საძიებო სისტემები რათქმაუნდა ფაილების სისტემების მოწესრიგების გარდა საჭიროების შემთხვევაში მათი მოძებნის აუცილებლობაც არსებობდა. საამისოდ საძიებო სისტემები შეიქმნა. პირველი მათგანი WebCrawler იყო (1994). მსურველებს შეგიძლიათ კვლავ ისარგებლოთ მისი მომსახურებით - webcrawler.com . ვებქრაულერს 1995 წელს მოყვა Altavista (altavista.com) და Yahoo. Google - გუგული დეიდა (© Blaster) კი შედარებით ახალია - 1998. აი ასე, თანდათანობით 1960-იანებიდან მოვედით დღემდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი მიხეილ რ. :rolleyes: 14 1 Quote
Heartbreaker Posted June 11, 2011 Posted June 11, 2011 ჩემმა ინტერნეტის ისტორიამ Downgrade განიცადა Quote
ბერო Posted June 16, 2011 Posted June 16, 2011 ამერიკულმა პროვაიდერმა, Sonic.net-მა 1 გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი გაუშვა 69.95 $-ად. http://www.3dnews.ru/news/612634 Quote
ბექა Posted June 16, 2011 Posted June 16, 2011 ამერიკულმა პროვაიდერმა, Sonic.net-მა 1 გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი გაუშვა 69.95 $-ად. http://www.3dnews.ru/news/612634 :wow: Quote
George Posted June 16, 2011 Posted June 16, 2011 ხო მაგარი სისწრაფეა ჩერესჩურ, ზოგიერთები კი იძახოდნენ რომ ევროპაში და ამერიკაში უბანძესი ტარიფები არისო, სულაც არაა ეგრე, გააჩნია ადგილმდებარეობას და რომელი პროვაიდერია, მე ინტერნეტის სისწრაფის თემაში დავაგდე ეგ ნიუსი, ისე ბილაინს აქვს მოსკოვში 50$-ათ 50მბ.სეკ ანლიმი, აი ბილაინის ტარიფებიც ოპტიკაზე: http://internet.beeline.ru/provod/msk/tarif/index.wbp ანუ 6.5მბ/სეკ გექნება სისწრაფე 1300 მანეთიან ტარიფზე, იფ ეს რა კანფეტი ტარიფია ისე არა http://internet.beeline.ru/provod/msk/tarif/tarif.wbp?id=ae1c0bfd-00b5-44ac-b83c-fe84ef04339f 1.5მბ.სეკ სისწრაფე გამოდის 450 მანეთად და აპლოუდი ორჯერ ნაკლები გექნება სადღაც მაგაზე, ზატო 200 მანეთს ზოგავს, ჩემი აზრით კარგი რაღაცაა უფრო ვიდრე 650 მანეთად ერთნაირი აპი და დაუნი როცა გექნება, მანეთის ზუსტი კურსი აღარ მინახია მაგრამ ჩვენ ჯელინკზე 3-ჯერ ოთხჯერ იაფი გამოდის ლუბოი ტარიფი Quote
anarqia16 Posted July 13, 2011 Posted July 13, 2011 მაგარი საინტერესოა ნამდვილად, ერთი თხოვნა მექნება თუ შეგიდზლიათ კიდევ რომ გამოაქვეყნოთ მე-20 საუკუნიდან დაწყებული ინტერნეტის და მათან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება... მაგარი საინტერესოა :thumbsup: :thumbsup: Quote
მათე Posted July 31, 2014 Posted July 31, 2014 მსოფლიოს უსწრაფესი ქსელური კავშირი საშუალებას გაძლევთ 0.2 ms-ში გადმოწეროთ 1 GB-იანი ფილმი, რაც ნიშნავს თვალის დახამხამებაში რაც 100-400 ms-მდე მერყეობს 1000-ობით ფილმს ამ ქსელის სიჩქარეა 43 Tbit/s http://gizmodo.com/the-worlds-fastest-network-lets-you-download-a-movie-in-1614039292?utm_campaign=socialflow_gizmodo_twitter&utm_source=gizmodo_twitter&utm_medium=socialflow google-ს პროექტი მომავლის ინტერნეტ სიჩქარესთან დაკავშირებით http://gizmodo.com/the-promising-but-problematic-future-of-ultra-fast-in-1530940364 ამ ტექნოლოგისთან dial-up-ს მოგაგონებთ. Quote
Kanibala Posted November 13, 2014 Posted November 13, 2014 ისე ეს ისტორია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს უკვე Power_VANO შენ ჰაკინგ გე ზეც იყავი მგონი, ავატარი მეცნობა Quote
kakha77777 Posted November 14, 2014 Posted November 14, 2014 მსოფლიოს უსწრაფესი ქსელური კავშირი საშუალებას გაძლევთ 0.2 ms-ში გადმოწეროთ 1 GB-იანი ფილმი, რაც ნიშნავს თვალის დახამხამებაში რაც 100-400 ms-მდე მერყეობს 1000-ობით ფილმს ამ ქსელის სიჩქარეა 43 Tbit/s http://gizmodo.com/the-worlds-fastest-network-lets-you-download-a-movie-in-1614039292?utm_campaign=socialflow_gizmodo_twitter&utm_source=gizmodo_twitter&utm_medium=socialflow google-ს პროექტი მომავლის ინტერნეტ სიჩქარესთან დაკავშირებით http://gizmodo.com/the-promising-but-problematic-future-of-ultra-fast-in-1530940364 ამ ტექნოლოგისთან dial-up-ს მოგაგონებთ. მაგ სიჩქარეს რა აზრი აქვს ? ნეტიდან რომ იწერ რაღაცაზე წერ ხო ? და ყველაზე სწრაფ სსდ -ს 1 ტბ/წმ-იც კი არ აქვს ჩაწერის სიჩქარე. ( უფრო სწორად, ძალიან ბევრი უკლია კიდე 1ტბ/წმ სიჩქარემდე ) 1 Quote
GAO555 Posted July 4, 2015 Posted July 4, 2015 ხალხო დახმარება მჭირდება ვერ ვხსნი ზოგიერთ ვებსაიტს ვერცერთი ბრაუზერიდან მაგალითად ubisoft da microsoft საიტებს ბოლომდე არ ტვირთავს და რაშია საქმე ან როგორ გავაკეთო? Quote
L'one Posted March 4, 2017 Posted March 4, 2017 მოკლედ საშინელი ინტერნეტი მაქვს, თუმცა ლოკალზე უკეთესი სიჩქარე აქ ვიდრე გლობალზე, ხოდა მაინტერესებს ვერ მოვატყუებ პროვაიდერს ? გლობალიდან რო ვიწერდე და პროვაიდერს ლოკალი ეგონოს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.