X-treme user Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 კომპანია EVGA-მ ამ კვირას გამოუშვა ვიდეობარათი 1536 მბ-იანი GeForce GT 545, რომელიც თავდაპირველად NVIDIA-ს საიტზე აღინიშნებოდა როგორც OEM-გადაწყვეტილება. ის წარმოადგენს GeForce GTX 550 Ti-ს ახლო ნათესავს, მხოლოდ ნაკადური პროცესორების რიცხვი, 192-დან შემცირებულია 144-მდე, ხოლო სიხშირეები კი შეადგენს 720/1440/1800 მჰზ-ს. ინტერფეისი 192-ბიტიანია, GDDR5-ის ნაცვლად კი, გამოყენებულია DDR3 ტიპის მეხსიერება. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA აგრეთვე უშვებს 1 გბ GDDR5-ის მქონე GeForce GT 545-საც, 128-ბიტიანი სალტით, რომლის ზემოაღნიშნული მახასიათებლებია 870/1740/3996 მჰზ. ეს პროდუქტი განკუთვნილია OEM-ბაზრისათვის - ჯერჯერობით მაინც. უკანა პანელზე ასევე განთავსებულია DVI, D-Sub და HDMI პორტებიც. კომპანიის სტანდარტული სამწლიანი გარანტია, ვიდეობარათის მყიდველებს ამ თვეში შეეძლებათ გაზარდონ 10 წლამდე. ამერიკაში პროდუქტის ღირებულება შეადგენს 150$-ს. Overclockers.ru 2
მიშა Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 იაფია და დიდი მეხსიერება აქვს. გრაფიკული საქმისთვის გამოდგება, დიდ ტექსტურებთან მუშაობისას. მოკლედ ამ დანიშნულებით მომწონს.
Barca Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 ვაა დესკტოპებისთვისაც გამოუშვიათ GT 500 სერიააა ,კარგია
საბა Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 ვაა დესკტოპებისთვისაც გამოუშვიათ GT 500 სერიააა ,კარგია ოჰოო, კარგია ...
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now