Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ინფორმაციული წყარო იუწყება, კომპანია ASUS-მა გამოსაშვებად მოამზადა რამდენიმე ახალი მონობლოკური კომპიუტერი - ET2700XVTS, ET2410INTS და ET2210INTS, რომელთა მახასიათებლების გაგება მხოლოდ ამ დროისთვის გახდა ცნობილი. მათგან პირველი ეს გახლავთ ფლაგმანი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია პლატფორმა Intel Huron River-ზე და როგორც ჩანს, მიჩნეულია Apple iMac-ის ალტერნატივად. მის კონფიგურაციაში შედის Full HD გაფართოვების მქონე, 27-დუიმიანი სენსორული დისპლეი, 178/178O-იანი ხედვის კუთხით. გარდა ამისა, პროცესორი Intel Core i7-2600S (3,4 გჰზ-ით), 8 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR3, 1,5 გბ-იანი გრაფიკული ბარათი NVIDIA GeForce GTX 560M, 1 ტბ ტევადობის მყარი დისკი, შპინდელის სისწრაფით 7200 ბრ/წთ-ში და ოპტიკური წამყვანი, Blu-ray ფორმატის ჩვენების მხარდაჭერით. რასაკვირველია, ადგილზეა USB 3.0 და HDMI პორტებიც.

0d0243c255cfd4f7b8623d4825b4ccb3.jpg

2bfeaea23656bc888c9c74f84553b4a8.jpg

f32013ee5b2b63e8143d5b364edccd45.jpg

დანარჩენი ორი მოდელის არსენალი შედარებით მოკრძალებულია. ASUS ET2410INTS-ის აღჭურვილობაში თქვენ მიიღებთ 23,6-დუიმიან სენსორულ ეკრანს, პროცესორ Intel Core i5-2400S-ს (2,5 გჰზ-ით), 4 გბ DDR3 ოპერატიულ მეხსიერებას (მაქსიმუმ 8 გბ), NVIDIA GeForce GT 540M-ს, წამყვანს Blu-ray დისკების ჩვენების შესაძლებლობით და 1 ტბ-იან მყარ დისკს, 7200 ბრ/წთ-ით. ASUS ET2210INTS მისგან განსხვავდება მხოლოდ მცირე ზომის დისპლეით (21,5 დუიმი) და უფრო ნაკლებ წარმადობიანი ვიდეობარათ NVIDIA GeForce GT 520M-ით.

ინფორმაცია პროდუქტების ღირებულებების შესახებ, სულ მცირე დროში გახდება ცნობილი.

  • Upvote 1
Posted

GTX 560M კარგია :thumbsup:

ბოლოში არასწორდაა GTX 540 და 520 ,უნდა იყოს GT 520M და GT 540M ,არაა გამოსული ეგეთი GTX ები როგორც ვიცი :D

Posted

ამ "ვეშის" წარმატებულობა დამოკიდებული იქნება მის ფასზე! :yes:

Posted (edited)

ამ "ვეშის" წარმატებულობა დამოკიდებული იქნება მის ფასზე! :yes:

ჰო და სავარაუდოდ ძვირი იქნება ...chojinfc.gif

და მონიტორის სადგამი რა მაგრად ჰგავს Mac - ისას ? D.gif

Edited by f-22raptor

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.