Jump to content

Recommended Posts

Posted

გაუმარჯოს ))

3q-001.jpg

მაიტა ერთი ნორმალური სურათის გადაღება მასწავლეთ რა...

პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ სურათს რო ვიღებ თუ ცოოოოოტატი მაინც გამიტოკდა აპარატი ან თუ ობიექტი რომელსაც ვუღებ მოძრაობს სურათი გამოდის გათხაპნილი. და მეორე მინდა რო ბლურის ეფექტით როგორ გადავიღო სურათი, ანუ პოკუსი რაღაც ობიექტზე და მის გარშემო რო ბლური გაკეთდეს. მგონი გარკვევით დავწერე :ugly_confused2:

Posted

გიო ან ხელი გიკანკალებს, ან დიდ ექსპოზიციას აძლევ და იმიტომ გამოდის გადღაბნილი ფოტო. Blur-იან ფოტოს "ჩვეულებრივ" პირობებში ვერ გადაიღებ, მე გირჩევ ჩვეულებრივი გადაიღო და ფოტოშოპით დაადო Blur ეფექტი.

VR ხომარ გაქვს ჩართული?

მეორე ვარიანტი: ფოტო, რომელზეც ობიექტია და იმ ობიექტის გარშემო ბლარია, კეთდება მაკრო ფოტოებზე. ანუ როდესაც ცენტრში მდებარე ობიექტსა და პერიფერიებზე არსებულ ობიექტებს შორის დიდი მანძილია. ლინზა ავტომატურად აკეთებს "ბლარს" და მაგას "ბოკე" (Bokeh) ჰქვია :)

sum8o.jpg

Posted

მიშა

1) ესქოზიცია რა არის ზუმია?

2) ჩვეულებრივ პირობებში რა იგულისხმება?

3) VR რა არის? როგორ გამოვურთა?

dry.gif

Posted

1) ესქოზიცია რა არის ზუმია?

ექსპოზიცია არის დრო, რომლის განმავლობაშიც ხდება ფოტოს გადაღება. რაც უფრო დიდია ექსპოზიცია, მით უფრო მეტი შანსია, რომ გადაღების დროს გადაღების ობიექტი გამოძრავდეს, ან თვითონ კამერა გაგიმოძრავდეს და ამის გამო ფოტო ბუნდოვანი გამოდის. აი მაგალითად ეს ჩვეულებრივი ფოტოა:

DeblurLinearSolution.jpg

ეს კი გადაღების დროს კამერის/გადაღების ობიექტის გამოძრავების შედეგია:

BlurredBayer2RGBNotWarped.jpg

2) ჩვეულებრივ პირობებში რა იგულისხმება?

ჩვეულებრივ პირობებში იგულისხმება ნორმალური განათება, რომლის პირობებშიც წესით კარგი, მკვეთრი ფოტო უნდა მიიღო.

3) VR რა არის? როგორ გამოვურთა?

ვიბრაციის შემცირებაა, კამერის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც თუკი ფოტოს გადაღების დროს კამერა შეგიქანდა, ავტომატურად ხდება ამ მოძრაობის კომპენსირება (გარკვეულწილად) და შედარებით მკვეთრი ფოტოს მიღება.

Posted (edited)

VR საერთოდ ვერ ვნახე ფუნქციებში :((

panasonic_dmc_fz30-inhand1-big.jpg

A mode ზე დავაყენო და ისე გადავიღო ხოლმე, ანუ ჩემთვის ყველაზე ადვილი ეგაა მგონი ხო?

მოდი სურათებს გადავუღებ მენუში რა რაზე აყენია და ადვილად მიხვდები თუ რამეს უნდა შეცვლა კაი?

მეორე აპარატი მაქვს პატარა და იმით უფრო ჯიგრულად სურათებს ვიღებ რა უბედურებაა :დ

51XlmQO2zSL.jpg

Edited by BeJo
Posted

მოდი სურათებს გადავუღებ მენუში რა რაზე აყენია და ადვილად მიხვდები თუ რამეს უნდა შეცვლა კაი?

კარგი აზრია :)

"A" რეჟიმი დიაფრაგმით საზღვრავს ყველაფერს. "S" რეჟიმი - ექსპოზიციით. ერთმანეთს ვერ ცვლის ეგ ორი. მე ძირითადად "A"-თი ვიღებ, მაგრამ როცა დიდი ექსპოზიცია მიწევს ხოლმე, იქ S-ზე ვრთავ...

Posted

A შავად რო აწერია ეგ ხო?

ცოტა ბევრი სურათია მარა:

kyg3p.jpgh1sku.jpgajwxk.jpglwgkh.jpgmek76.jpg1ptie.jpgfw29i.jpgtq9d1.jpgegi2d.jpgwd9jy.jpg

Posted

მაღლა ექნება კნოპკა და უნდა დააჭირო და გადაიღებს :miyvarxar:

პ.ს არც მე არ ვიცი :D

Posted

ISO (Sensitivity) კარგია 100-ზე, კარგი განათების პირობებში. ცუდ სინათლეზე 200-300-მდე გაზარდე. მაგრამ 400-ს არ ააშორო, ფოტო ხარისხს კარგავს მერე.

Tiff-ს იღებს? JPG არ აქვს?..

Metering-იც იყოს მასე... მთლიანი სურათის მიხედვით ზომავს სასურველ ექსპოზიციას.

AF Mode ფოკუსის ავტომატურად გასწორების არეალს არეგულირებს. ეგ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევისთვის რამდენიმენაირი იქნება. კონტრასტები და მისთანები შენ გემოზე გაასწორე. მე მაგალითად Sharpness და saturation მაქვს გაზრდილი რომ ფერადი და მკვეთრი ფოტო მივიღო

MF Assist ფოკუსის ხელით გასწორების დახმარებაა

Highlight ზედმეტად განათებულ არეებს აქრობს

ყველაფერი რიგზეა მოკლედ

თუ A-თი არ გამოდის იმ სონის დონის ფოტოები, შეიძლება "P"-თი გამოვიდეს, ეგაა მარტივი ავტომატური რეჟიმი.

Posted

მგონი გავიგე ცოტა რამ.

დიდი მადლობა მიშა

პ.ს მოდერობას გილოცავ შეგიძლია თემა დახურო :miyvarxar:

Posted

პ.ს მოდერობას გილოცავ შეგიძლია თემა დახურო :miyvarxar:

გმადლობ... იყოს ჯერ-ჯერობით ღია, ეგებ კიდევ გაგიჩნდეს კითხვები...

თან ახლა ნახევრად მძიანვს, ეგებ ხვალ უკეთ გიპასუხო :ugly_wink:

Posted

ოკ თენქიუ :ugly_wink:

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.