LEON Posted June 20, 2011 Posted June 20, 2011 მოგესალმებით, კოლეგებო. მოკლედ საქმე რაშია: მსურს (უფრო სწორედ ორგანიზაციას რომელსაც წარმოვადგენ) გარკვეული დაფინანსების ფარგლებში შევიძინო პროფესიონალური ვიდეოკამერა. აუცილებელი პირობაა, რომ იგი იმყოფებოდეს საქართველოში და მას ყიდდეს იურიდიული პირი (სახლში მაქვს და მოგყიდი ტიპის შემოთავაზებები არ განიხილება.). თქვენგან მინდა მხოლოდ ერთი რამ, ქვემოთ მოყვანილ ლინკებზე გადახედეთ პროდუქციის ასორტიმენტს და მათგან საუკეთესო შემირჩიეთ. ფასის ჭერი არის დაახლოებით 4-5 ათასი ამერიკული დოლარი. თუ ალტერნატიული სელერები გეგულებათ, ნუ დაიზარებთ და მაცნობეთ. http://geosony.ge/product.html http://videoscope.ge/desktopdefault.aspx პატივისცემით თქვენი ერთგული მოდერი, მისი უსასტიკესობა გიორგი ბერიძე პ.ს. გასაგებია, რომ ამგვარ თემებს ყიდვა-გაყიდვაში ხსნიან, მაგრამ საქმე მეტისმეტად სპეციფიკურ თემას ეხება და მიშას ვთხოვ ამ ერთხელ დამინდოს.
ოთო Posted June 20, 2011 Posted June 20, 2011 რჩევებში და კონსულტაციებში გაგეხსნა... გადვხედავ ეხლა და რამეს თუ მივაგენი გეტყვიფასიდან გამომდინარე სონის ყველაზე კაი ესაა http://geosony.ge/Style/video1/A1a19.htm
LEON Posted June 20, 2011 Author Posted June 20, 2011 რჩევებში და კონსულტაციებში გაგეხსნა... გადვხედავ ეხლა და რამეს თუ მივაგენი გეტყვი ფასიდან გამომდინარე სონის ყველაზე კაი ესაა http://geosony.ge/Style/video1/A1a19.htm ოთო, მაგ მოდელს დავადგი თვალი მეც, მაგრამ პრაქტიკაში როგორი იქნება ხზ.. იდეაში დასაწყისისთვის ნორმალური ვარიანტია IMHO
მიშა Posted June 20, 2011 Posted June 20, 2011 პ.ს. გასაგებია, რომ ამგვარ თემებს ყიდვა-გაყიდვაში ხსნიან, მაგრამ საქმე მეტისმეტად სპეციფიკურ თემას ეხება და მიშას ვთხოვ ამ ერთხელ დამინდოს. პირიქით, მე მომხრე ვარ, რომ ციფრულ ტექნიკასთან დაკავშირებული "ყიდვა-გაყიდვის" თემებიც აქ გაიხსნას ხოლმე. გადავავლებ თვალს და გეტყვი ჩემ აზრს გიორგი მეც AX-2000-ს გირჩევ.
ოთო Posted June 20, 2011 Posted June 20, 2011 სონის საიტზე გადავხედე და HDR-AX2000 არის საუკეთესო მაგეებიდან, HDR-FX1000-ც კაია პროსტა როგორც საიტზე უწერიათ კასეტებზე იწერება ინფო, HDR-AX2000ს შემთხვევაში Memory Stick -ზე
LEON Posted June 20, 2011 Author Posted June 20, 2011 მადლობა, ბიჭებო. სავარაუდოდ HDR-AX2000-ზე ვიფიქრებთ, თუ მანამდე უკეთესი ვარიანტი არ გამოჩნდა
ANuB1S Posted June 20, 2011 Posted June 20, 2011 ჩვენთან ვიდეო კამერები ყველაზე კარგად F22raptor -ს ესმის, ამიტომ დაველოდოთ მის პასუხს. :P
LEON Posted June 20, 2011 Author Posted June 20, 2011 ჩვენთან ვიდეო კამერები ყველაზე კარგად F22raptor -ს ესმის, ამიტომ დაველოდოთ მის პასუხს. დაველოდოთ მართლა დამაინტერესებს მისი რჩევა. ისე ამ AX2000-ში უკვე მოვძებნე პლიუს მინუსები. იდეაში მინუსები გამოსწორებადია
ANuB1S Posted June 20, 2011 Posted June 20, 2011 ჰო მთავარი მინუსი ინტეგრირებული მიკროფონის უხარისხობააო როგორც წავიკითხე :-P
LEON Posted June 20, 2011 Author Posted June 20, 2011 ჰო მთავარი მინუსი ინტეგრირებული მიკროფონის უხარისხობააო როგორც წავიკითხე :-P არამარტო. საქმე იმაშია რომ 2.2 -2.3 გიგაბაიტის იქით აღარ იღებს და ახალი ვიდეოს კეთებას იწყებს. ცალკე თუ გადაიტან კომპში მაგ ფაილებს, უამრავი წვრილი ფაილები გიგროვდება თურმე. მაგრამ თანდართულ სოფტს თუ მიახმარ, ერთი დიდი და მუშა ფაილი გადავა კომპში
მიშა Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 გიო რაპტორს პირადად მიწერო ჯობია, შეიძლება არც შემოვიდეს აქ :ugly_wink:
საბა Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 გიო რაპტორს პირადად მიწერო ჯობია, შეიძლება არც შემოვიდეს აქ +1 ჯობია PM ში მიწერო :yes:
f-22raptor Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 იქნებ მითხრათ აქ უნდათ ყიდვა თუ არა ? და უკვე ჯობია რაიმე Full HD კამერა... ადრე თუ გვიან ეგ ფორმატი აქტუალური იქნება ჩვენთანაც... სავარაუდოდ 2-3 წელიწადში... ვნახავ კამერებს და დავწერ... ახლა სამსახურში ძაან გადარბენა მაქვს !
მიშა Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 იქნებ მითხრათ აქ უნდათ ყიდვა თუ არა ? და უკვე ჯობია რაიმე Full HD კამერა... აქ უნდა ყიდვა, თანაც "იურიდიული პირისგან", ანუ მაღაზიაში რომ იყოს თავის დოკუმენტაციით, ალბათ ანგარიშფაქტურებით და ყველაფრით... ანუ სახლში რომ უდევთ და ყიდიან, ისეთი არ აწყობს :chojinfc:
f-22raptor Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 (edited) იქნებ მითხრათ რის გადასაღებად უნდა გამოიყენონ კამერა და ამ ფასში კიდევ რა უნდათ აქსესუარებიდან ( შტატივი, მიკროფონი, ელემენტი და ა.შ ) ... ისე ჯობია აი ამ საიტიდან გამოწერა და ჩამოტანა My link Edited June 21, 2011 by f-22raptor
მიშა Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 ისე ჯობია აი ამ საიტიდან გამოწერა და ჩამოტანა My link კი ჯობია, მაგრამ: აუცილებელი პირობაა, რომ იგი იმყოფებოდეს საქართველოში და მას ყიდდეს იურიდიული პირი :(
f-22raptor Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 ო.კ. მაგრამ რისთვის უნდათ ?... ფილმებისთვის, კლიპებისთვის, ნიუსებისთვის თუ ქორწილებისთვის ?
მიშა Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 ო.კ. მაგრამ რისთვის უნდათ ?... ფილმებისთვის, კლიპებისთვის, ნიუსებისთვის თუ ქორწილებისთვის ? მემგონი ჟურნალისტად მუშაობს გიორგი ახლა და სიუჟეტებისთვის უნდათ... ისე თავად რომ თქვას აჯობებს, ალბათ არ არის ახლა საიტზე
ოთო Posted June 21, 2011 Posted June 21, 2011 იქნებ მითხრათ აქ უნდათ ყიდვა თუ არა ? და უკვე ჯობია რაიმე Full HD კამერა... ადრე თუ გვიან ეგ ფორმატი აქტუალური იქნება ჩვენთანაც... სავარაუდოდ 2-3 წელიწადში... ვნახავ კამერებს და დავწერ... ახლა სამსახურში ძაან გადარბენა მაქვს ! პირველი პოსტი არ წაიკითხე?? რაც ვურჩიეთ ისიეც Full HD-ა, ცნობისთვის
LEON Posted June 21, 2011 Author Posted June 21, 2011 იდეაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის გვინდა, მიშამ სწორად შენიშნა AX2000-ის ვარიანტი მომეწონა მე პირადად. ფაილების დაჭრა-შეერთებას პროგრამულად ეშველება და აი მიკროფონს კი რამე სხვას გამოვიყენებთ ბოლოსდაბოლოს ყველას მადლიბა რჩევებისთვის, თემა კი closed
Recommended Posts