Jump to content

Recommended Posts

Posted

გავრცელდა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არწარდგენილ ნოუთბუქ Packard Bell EasyNote TX86-ზე, რომელიც როგორც იუწყებიან, იქნება კომპანიის ყველაზე თხელი მოდელი - მაქსიმალური სისქე იქნება 21,9 მმ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წარმადობის დონე არასაკმარისი იქნება: ის დაკომპლექტებულია II თაობის Intel Core პროცესორებით, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია Arrandale-თან შედარებით, რომელიც გამოყენებული იყო წინამორბედის შემთხვევაში. Huron River პლატფორმაზე გადასვლით, გაიზარდა ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაც და შეადგენს 8 სთ-ს, 6-უჯრედიანი 4400 mAh ელემენტის პირობებში.

595bd21f4c57f211c5c1a2f72edba75a.jpg

არსენალში შესული იქნება GPU-ს ორი ვარიანტი: ინტეგრირებული და დისკრეტული. მეორის როლში წარმოდგენილი იქნება NVIDIA-ს 3D-ბარათი, რომელიც აღჭურვილი იქნება 1 გბ ვიდეომეხსიერებით. ტექნოლოგია Optimus-ის მხარდაჭერა კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მათ შორის გადართვას. ეკრანის დიაგონალის სიგრძე შეადგენს 15,6 დუიმს.

a78f4b4b9893361e85274a8b160b9010.jpg

c8f3ad8d67951707834fcd5bd16a2fb8.jpg

გარდა აღნიშნული თავისებურებებისა (ყოველ შემთხვევაში, JP-001IT მოდიფიკაციაში მაინც), აგრეთვე შესულია:



  • 6 გბ DDR3 ოპერატიული მეხსიერება,
  • 500 გბ ტევადობის მქონე მყარი დისკი,
  • Gigabit Ethernet და Wi-Fi ადაპტერი,
  • ვებ-კამერა 1,3 მპ-ით,
  • ვიდეოგასასვლელები D-Sub და HDMI,
  • USB 3.0 პორტი.

Packard Bell EasyNote TX86-ის გაყიდვების დაწყების თარიღი და ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 2
Posted

6GB DDR3 ჩემი აზრით მეტისმეტია, მაგრამ მეორე თაობის Intel Core-ის ჩადგმას მივესალმები :)

Posted

6GB DDR3 ჩემი აზრით მეტისმეტია, მაგრამ მეორე თაობის Intel Core-ის ჩადგმას მივესალმები :)

+1 მეც მაგის დაწერას ვაპირებდი ეხა.

ისე კი თავს შევიკავებ შეფასებისგან რადგანაც ღირებულება არ არის ცნობილი.

Posted

ამას ალბათ GTX 560M იც ექნება თუ სენდი და 6GB რამი აქვს

სულ მცირე GT 540M აუცილებლად ექნება

დიზაინიც მომეწონა ! :thumbsup:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.