Jump to content

Recommended Posts

Posted

ალბათ უკვე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ Sandy Bridge-E პროცესორების აჩქარების თავისებურებებზე. ამ მომენტისთვის, დამაჯერებლად შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ მათი სადებიუტო ასორტიმენტი შეიზღუდება ორ 6-ბირთვიანი მოდელით, ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია 4 Core-ით, წარმოდგენილი იქნება მხოლოდ მომდევნო წლის პირველ კვარტალში.

თუმცა, თქვენს ყურადღებას დღეს სხვა თემას დავუთმობ. როგორც დარწმუნდით, ეს CPU-ები გაგრილებით, რომელიც დიდი ალბათობით არ განსხვავდება ქარხნულისგან (აქ საუბარია თხევადი გაგრილების საშუალებებზე), აღწევენ 4,5 გჰზ-ს - ყველა აქტიურ ბირთვის დროს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამგვარი რეჟიმით ისინი შეძლებენ დატვირთულზე მუშაობასაც?

როგორც ეს ინფორმაციულმა წყარომ გაარკვია, ამ პროდუქტების სითბოს გამოყოფის მაღალმა დონემ, Intel-ს აიძულა გამოეყენებინა დაცვის საკმაოდ აგრესიული მექანიზმები, რომლებიც ცნობილნი არიან ინგლისურენოვან ტერმინ 'throttling'-ით. თუ LGA 1155 სოკეტის Sandy Bridge პროცესორების მაქსიმალური ტემპერატურა, რომელზედაც ირთვებოდა ეს throttling, შეადგენდა 100O ცელსიუსით, Sandy Bridge-E მოდელებისთვის ეს ზღვარი დაწეულ იქნა 86O-მდე. როდესაც CPU ამ ნიშნულამდე გახურდება, იწყება სიხშირის თანაბარზომიერი დაწევა, რაც შესაძლოა ძალზედ მცირე ხანს გაგრძელდეს, იმისთვის, რომ ამის შემჩნევა 'შეუიარაღებელი თვალით' მოხდეს. ხოლო, ამ მაჩვენებლის ცვლილების დინამიკის თვალ-ყურის დევნისთვის, გამოყოფილია სპეციალური უტილიტები, მაგრამ ოვერქლოქინგის 'შუალედური' შედეგები უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე სინამდვილეშია.

დავუშვათ, პროცესორი საშუალებას იძლევა, რომ გადავიღოთ CPU-Z-სკრინშოტის 4,5 გჰზ სიხშირეზე, მაგრამ გარკვეული ტესტის დატვირთვის ქვეშ, ეს ნიშნული არც ასეთ მაღალ დონეზეა. CPU მოახდენს მის შემცირებას იქამდე, სანამ მიმდინარე ტემპერატურა არ გახდება 86O ან უფრო ნაკლები. ამ პირობებში, 'ეფექტური აჩქარება' დაკავშირებულ იქნება ისეთ გაგრილების საშუალებით უზრუნველყოფასთაც, რომლის შემთხვევაშიც, ასეთი მოვლენები კონკრეტულ მაჩვენებლის დროს, შეუმჩნეველი დარჩება. შესაძლებელია, რომ Sandy Bridge-E-ების ახალი სტეპინგი, რომელსაც რამდენიმე რესურსი გვპირდება, შეცვლის სიტუაციას ოვერქლოქინგის კუთხით, მაგრამ ჯერჯერობით LGA 2011 პლატფორმისთვის, რეკომენდირებულია მაქსიმალურად წარმადოვანი ქულერების შერჩევა.

  • Upvote 2
  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

უკვე ბევრ საიტზე განიხილება ინტელის მომავალი პროცესორები და ჩვენს საიტზეც განვიხილოთ ის ინფორმაცია რაც დღეისათვის არსებობს ამ "იდუმალებით" მოცულ პროცესორებზე. კოდური სახელი Sandy Bridge-E (SNB-E) იქნე

X-treme user

იქიდან გამომდინარე, რომ AMD უკვე არ მალავს FX პროცესორების აჩქარების შესანიშნავ პოტენციალს, Intel-ის თანდათან იწყებს 'ნიადაგის მზადებას' - Sandy Bridge-E CPU-ებისთვისაც, რომელთა გამოსვლაც მომდევნო კვა

X-treme user

სულ უფრო მცირე დრო რჩება ენთუზიასტებსა და თამაშების მოყვარულ, Sandy Bridge-E პროცესორების გამოჩენამდე, მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას მათი წარმადობის დონის შესახებ. თუ

Posted

ხოო მგონი

Posted

სულ უფრო მცირე დრო რჩება ენთუზიასტებსა და თამაშების მოყვარულ, Sandy Bridge-E პროცესორების გამოჩენამდე, მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას მათი წარმადობის დონის შესახებ. თუმცა, გარკვეული ცნობები ქსელში უკვე გამოჩნდა. ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებში შედარებულია 4-ბირთვიანი i7-2600K და ჯერ არგამოსული, 6-იანი i7-3960X. მხოლოდ ის უნდა აღინიშნოს, რომ ენერგომოხმარების ცხრილში (Power Consumption), ფრაზა 'More Is Better' - ნამდვილად შეცდომით არის ჩამატებული.

2fa5f4a35575fbffdd6775280c4da5d5.jpg

f202fe873f37b091f80d1df75fdbccf4.jpg

6ad34fc9caabf8a210e1e63eba461d7d.jpg

1a446459838c948499019cc99b4df523.jpg

b3ccf5ee4832813fc5785a209a83d96f.jpg

bfb57954454f79ac13f2cc4f69418346.jpg

მომდევნო სლაიდი იძლევა წარმოდგენას Sandy Bridge-E-ის ადგილმდებარეობაზე - Intel-ის 'საგზაო რუქაში'.

3c15efe0dedeba4587e23931b5d9dbdd.jpg

დასკვნითი სურათის საშუალებით, უფრო ახლოდან ვეცნობით მოდელ i7-3960X-ს.

0cb2afb24c5ce2f69ce876664c464da2.jpg

უნდა შეგახსენოთ, რომ რელიზამდე გამოჩენილ, ნებისმიერ ტესტირების შედეგებს დიდად არ უნდა ვენდოთ. თანაც, ამის გაკეთება განსაკუთრებით ადვილი იქნება, რადგან პროდუქტების გამოსვლამდე არც ისე დიდი დრო დარჩა.

  • Upvote 3
Posted

6ad34fc9caabf8a210e1e63eba461d7d.jpg

1a446459838c948499019cc99b4df523.jpg

More is better ?!

ეს ალბათ მე ვერ გავიგე რამე

მხოლოდ ის უნდა აღინიშნოს, რომ ენერგომოხმარების ცხრილში (Power Consumption), ფრაზა 'More Is Better' - ნამდვილად შეცდომით არის ჩამატებული.

აჰ, ნამდვილად :)

Posted

რას ვერ მიხვიდთ მეტს რომ მოიხმარს კარგია რადგან მეტს გადაიხდი დენისას ის ფული წავა მერე ბიუჯეტშI და პენსიები დარიგდება მეტი :bliss:

Posted

რას ვერ მიხვიდთ მეტს რომ მოიხმარს კარგია რადგან მეტს გადაიხდი დენისას ის ფული წავა მერე ბიუჯეტშI და პენსიები დარიგდება მეტი :bliss:

პრინციპში მართალი ხარ მაგრამ ერთი პატარა პრობლემა ისაა რომ აქ პენსიონერები ჯერ არ ვართ მემგონი არა? თუ გვყავს ვინმე 67 წლის ბაბუ ოვერხლოცკერი ბავშობაში კალკულატორებს რომ არაზგონებდა? :905:

Posted

პრინციპში მართალი ხარ მაგრამ ერთი პატარა პრობლემა ისაა რომ აქ პენსიონერები ჯერ არ ვართ მემგონი არა? თუ გვყავს ვინმე 67 წლის ბაბუ ოვერხლოცკერი ბავშობაში კალკულატორებს რომ არაზგონებდა? :905:

67 წლის ოვერლოკერი თავის დროზე ხის "ჩოტკებს" ქვებს უმატებდა

Posted

დაიდო მიმოხილვები:

http://www.anandtech.com/show/5091/intel-core-i7-3960x-sandy-bridge-e-review-keeping-the-high-end-alive/1

http://guru3d.com/article/core-i7-3960x-processor--msi-x79agd65-review/

http://www.xbitlabs.com/articles/cpu/display/core-i7-3960x-3930k.html

http://www.tomshardware.com/reviews/core-i7-3960x-x79-sandy-bridge-e,3071.html

რუსულ ენოვანი მიმოხილვა

http://www.overclockers.ru/lab/44528/Novoe_pokolenie_Intel._Sravnitelnoe_testirovanie_i7-3930K_i_i7-3960X_v_2D_i_3D.html

990X საერთო ჯამში დაახლოვებით 12% ჯობია.

ფასი 1K ზე ცოტა მეტია.

Posted

და უკვე იყიდება კიდეც ორივე პროცესორი :)

Posted

არამგონია სენდის E პროცებმა 1155 სოკეტიან სენდის ფასი დაწიოს :( ,

Posted

მართლა მოშნი სარაზგონო პროციკაა http://www.guru3d.com/article/core-i7-3960x-processor--msi-x79agd65-review/22 თუმცა გეიმინგისთვის 2600K ან ი7-870-იც სრულებით საკმარისი იქნება რაზგონზე მაინც სტოკზე თუ სადმე გაუჭირდა დაუშვათ თეაორიულათ

Posted

მართლა მოშნი სარაზგონო პროციკაა http://www.guru3d.com/article/core-i7-3960x-processor--msi-x79agd65-review/22 თუმცა გეიმინგისთვის 2600K ან ი7-870-იც სრულებით საკმარისი იქნება რაზგონზე მაინც სტოკზე თუ სადმე გაუჭირდა დაუშვათ თეაორიულათ

გავუძლებ

მე გავუძლებ ივიმდე ცდუნებას :xelitavi:

Posted

გავუძლებ

მე გავუძლებ ივიმდე ცდუნებას :xelitavi:

არააა.... აი ნახე შემოგეყიდება :D

რაც მეტ რევიუს წაიკითხავ მიტ უფრო შემოგეძალება :D

Posted

EVGA Intros LGA2011 Mounting Kit for SuperClock CPU Cooler http://guru3d.com/news/evga-intros-lga2011-mounting-kit-for-superclock-cpu-cooler-/

Posted

არააა.... აი ნახე შემოგეყიდება :D

რაც მეტ რევიუს წაიკითხავ მიტ უფრო შემოგეძალება :D

მადლობა ღმერთს ფული არა მაქვს ეხლა :xelitavi:

ისე ხალხი რომ ვალებს დამიბრუნებდეს 800 ლარი კი მომიგროვდება ერთ დღეში

ნუ ყველამ თუ დამიბრუნა მეტი :D

Posted

თამაშებზე 2400 კი კარგახანს მეფე პროცი იქნება, არამგონია დეველოპერებმა კარგახანს ისეთი ტამაშები გამოუშვან რო ამაზე მეტი პროცი დაჩირდეს, მსოფლიოში 10% არ ექნება საშუალოდ 2600K დონის პროცები და ვინ გამოუშვებს ეგრე უაზროდ თამაშებს, თამაშები ვითარდება საშუალოდ ისე რომ 50% მაინც იყოს მსოფლიოში რო უპრობლემოდ ითამაშოს, თუ ვცდები რავი აბა

Posted

თამაშებზე 2400 კი კარგახანს მეფე პროცი იქნება, არამგონია დეველოპერებმა კარგახანს ისეთი ტამაშები გამოუშვან რო ამაზე მეტი პროცი დაჩირდეს, მსოფლიოში 10% არ ექნება საშუალოდ 2600K დონის პროცები და ვინ გამოუშვებს ეგრე უაზროდ თამაშებს, თამაშები ვითარდება საშუალოდ ისე რომ 50% მაინც იყოს მსოფლიოში რო უპრობლემოდ ითამაშოს, თუ ვცდები რავი აბა

არა ცდები

მე გეთანხმები ყოველ შემთხვევაში :)

Posted

რაღაც უფრო მეტს მოველოდი 4 არხიან ოპერატიულისგან და ამ 6 ბირთვიანი პროცესორისგან

სოსო

შეიძლება კარგად არ ვნახე მაგრამ მემგონი ისეთი განსაკუთრებული არაფერია ამ ახალ თაობაში... ნუ იმას თუ არ ჩავთვლით რომ რაზგონზე ზოგ ბენჩში ძალიან დიდ შედეგს იღებს დანარჩენი რავიცი აბა 10%-იანი უპირატესობა რაღაც სასწაული არაა მემგონი... არადა წესით 20 უნდა ყოფილიყო

Posted

რაღაც უფრო მეტს მოველოდი 4 არხიან ოპერატიულისგან და ამ 6 ბირთვიანი პროცესორისგან

სოსო

შეიძლება კარგად არ ვნახე მაგრამ მემგონი ისეთი განსაკუთრებული არაფერია ამ ახალ თაობაში... ნუ იმას თუ არ ჩავთვლით რომ რაზგონზე ზოგ ბენჩში ძალიან დიდ შედეგს იღებს დანარჩენი რავიცი აბა 10%-იანი უპირატესობა რაღაც სასწაული არაა მემგონი... არადა წესით 20 უნდა ყოფილიყო

ხო ინტელს ჩვევია ხოლმე 20%-იანი მატებები და რა დაემართა ნეტა?

Posted

გააჩნია რას ადარებთ :)

თქვენ ადარებთ 2600K-ს და არა იმ თაობის პროცებს, რისი გამგრძელებელიცაა ეგ. + იმავე 2600K-ს ისეთ სამუშაოში სადაც ბევრი ბირთვი გამოიყენება, საკმაოდ კარგად უგებს.

რეალურად Sandy-E არის სასერვერო სეგმენტისთვის ძალიან მაგარი პროცების თაობა, სამომხმარებლოში აგერ გამოვა Ivy და საკმაოდ შეამცირებს იმ გეფს, რაც დარჩენილია ჩვეულებრივ სენდისა და სენდი-E-ს შორის.

  • Upvote 1
Posted

ნუ გეიმერებს არ სჭირდებათ ეს პროცი

Gaming_03.png

Gaming_04.png

Gaming_01.png

2600K ც საკმარისია

OC ის მერეც კი ჯობია 2600K

Overclocking_01.png

Posted

არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ისაა რასაც ველოდი

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.