Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Kingmax-მა გამოფენაზე უამრავი პროდუქტი გამოიტანა, მათ შორის SSD-დისკები, ფლეშ-ბრელოკები და მეხსიერების ბარათები. პირველი მათგანის კატეგორიაში, ორი სერიის წარმომადგენლები ერთად იყვნენ განთავსებულნი. კერძოდ კი, ესენია 1,8 და 2,5-დუიმ ფორმატის მქონე ნაწარმები SATA II ინტერფეისით.

f15b67ff7a065088219d8afefbe85862.jpg

1,8-დუიმიანი მოდელების გაბარიტები შეადგენს 78,5 х 54 х 5 მმ-ს, წონა კი 45 გ-ს. მათი ტევადობა შესაძლებელია იყოს 32-დან 256 გბ-მდე, ხოლო გამოყენებული სიმძლავრის დონე კი 145-160 მვტ. 2,5-იანი ვარიანტების ზომებია 100,5 х 69,85 х 7 მმ, მასა - 73 გ, მესამე მახასიათებელი კი - 512 გბ. ჩაწერა-წაკითხვის სიჩქარეები კი შემდეგნაირია:



  • 32 გბ-იანი - 150/40 მბ/წმ
  • 64 გბ - 150/70 მბ/წმ
  • 128 გბ - 260/150 მბ/წმ
  • 256 და 512 გბ-იანები - 260/210 მბ/წმ

ასევე დემონსტრირებული იყო 2,5-დუიმიანი მყარი დისკი KE-71, რომელიც წინა წლის ბოლოს გამოვიდა. ის მოიცავს SATA II და USB 3.0 ინტერფეისებს, ხოლო მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემებია Windows, Mac, Linux-ი.

2b597266e5499f79359371cda3ee2a41.jpg

თებერვლის თვეში წარმოდგენილი ფლეშ-მეხსიერების ბარათები PD-71 გამოირჩევიან მიმზიდველი გარეგნობით, დაცულნი არიან მტვრისა და ნესტისაგან, მოყვებათ პატარა ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მათი რაიმეზე დამაგრება. აქვე განთავსდნენ სხვა სერიის წარმომადგენლებიც - PD-33, UD-05, ED-01.

4d7a0075e7234ca6e6c8e91ea9434cd9.jpg

USB 3.0 ინტერფეისის მქონე ფლეშ-ბარათები თავს სხვა ადგილიდან გვაწონებენ. მათი ტევადობა შეადგენს 64 და 128 გბ-ს.

80e4ae38a6a801bc55d7de879cd1263b.jpg

მინიატურული პროდუქტების მოყვარულთათვის, გამოტანილი იყო ფლეშ-ბრელოკები PD-01 სერიიდან.

57bc56e36242815349d4c486c2d13e69.jpg

მეხსიერების ბარათებიდან, წარმოდგენილი იყო SpeedMaster სერიის CompactFlash-პროდუქტები, რომელთა ტევადობაც აღწევს 16 გბ-ს, ხოლო სიჩქარის რეიტინგი კი 600x-ს.

ee7dcc90b74b71ccf720bf7750f5ef38.jpg

  • Upvote 4
Posted

600X რა მუღამია?

მერე მოვიცლი დაგავიტან შენს ნიუსებს

ბევრი გაქვს დადებული მაგრამ ვეღარ ვიცლი :(

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.