X-treme user Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 კომპანია Zotac-მა Computex-ზე გამოიტანა თავისი რამდენიმე ახალი ნაწარმი. მისი სტენდი შესრულებული იყო კორპორატიულ დიზაინში, ტრადიციულ შავ-ყვითელ ფერებში. წარმოდგენილი ასორტიმენტის რაოდენობა ბევრი არ ყოფილა, თუმცა ეს მხოლოდ იმ ტენდენციას უსვამს ხაზს, რომ კომპიუტერული გამოფენები თანდათანობით უფრო შოუსა და პარტნიორების შეკრების ადგილის მნიშვნელობას ღებულობს, ვიდრე პროდუქციის ანონსებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტილება, NVIDIA GeForce GTX 560-ის ბაზაზე, რომელმაც მიიღო ერთდროულად სამ მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობა, რაც საკმაოდ იშვიათია NVIDIA-ს ვიდეობარათების GPU-ებს შორის. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, დისპლეებზე მოქმედებს გარკვეული დამატებითი მოთხოვნილებები და შეზღუდვები - გაფართოებასა და კადრების განახლების სიხშირეზე. ამავე GPU-ზე დაფუძნებული კიდევ ერთი ვიდეობარათი, მართალია შედარებით ნაკლებად ორიგინალურია, მაგრამ მაინც, უდავოდ საინტერესოა. თქვენთვის ის უკვე ცნობილია, ეს გახლავთ Zotac GeForce GTX 560 AMP! Edition-ი, რომელიც აღჭურვილია ორიგინალური გაგრილებითა და ქარხნულად გაზრდილი სიხშირეებით. Zotac-ი დიდი ხანია, რაც უშვებს 17x17 სმ ზომის, Mini-ITX ფორმატის სისტემურ დაფებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია HTPC, ნეტტოპებსა და სხვა მინი კომპიუტერებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ამ ხაზის დაფები - Z68 GT430 ITX-WiFi და Z68ITX-WiFi. პროდუქტებს შორის, ასევე ნაჩვენები იქნა მინი კომპიუტერი Zbox ID41. მიუხედავად კომპაქტური გაბარიტებისა და მცირე წონისა, ეს barebone-სისტემა აღჭურვილია ორბირთვიანი Intel Atom D525 პროცესორით, NVIDIA ION გრაფიკით, HDMI, DVI, D-Sub გასასვლელებით (ადაპტერის საშუალებით), ორი ცალი SO-DIMM-ბუდით DDR3 მეხსიერებისათვის. გარდა ამისა, სპეციფიკაციაში შესულია 2,5-დუიმიანი სექცია მყარი დისკის ან ფლეშ-ბარათისათვის, ქსელური კონტროლერები Gigabit Ethernet და Wi-Fi, USB 3.0, eSATA პორტები. IXBT 3DNews 3 Quote
Barca Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 GTX 560 ის აქ მარტო AMP წარმოადგინეს ? მანამდე კი სამივე ვერსია დაანონსეს :chojinfc: Quote
გათი Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 GTX 560 ის აქ მარტო AMP წარმოადგინეს ? მანამდე კი სამივე ვერსია დაანონსეს ეს სხვა AMP არის :) Quote
Barca Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 ეს სხვა AMP არის აბა ეს რაღაა ისე ძალინ კარგი სერიაა AMP Quote
George Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 ისეც კარგია მთლათ სტოკიც, მაგარი მუშა კარტები აქვს და კარგათაც რაზგონდებიან Quote
Barca Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 ისეც კარგია მთლათ სტოკიც, მაგარი მუშა კარტები აქვს და კარგათაც რაზგონდებიან შენიც 260 იც ზოტაკის არის ხომ ? Quote
George Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 კი ზოტაკია 65 ნანოიანი ვერსიაა თან მეტალის ბეკლპლეიტით, ანუ დაჟე ბევრ 55 ნანოიანზე კარგათ რაზგონდება ჩემი სტოკ ვერსია Quote
გათი Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 აბა ეს რაღაა ბიჯო ამას 3 ვიდეო გამომსვლელი აქვს და აი ეგ განსხვავებაა :dabolili: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.