X-treme user Posted June 5, 2011 Posted June 5, 2011 კომპანია Gigabyte-მა აგრეთვე წარმოადგინა პლანშეტი S1080, რომელიც მუშაობს Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე და აპრილის შუა რიცხვებში გამოტანილ იქნა ტაივანურ ბაზარზეც. სხვა ანალოგიურ პროდუქტებისაგან განსხვავებით, მას გააჩნია ოპტიკურ წამყვანის გამოყენების შესაძლებლობა, ინტეგრირებული დოკ-სადგური, სტერეოდინამიკები, VGA-გასასვლელი, სამი USB 2.0 და აუდიოპორტი. Gigabyte S1080-ის კორპუსის სისქე შეადგენს 14,94 მმ-ს. ის აღჭურვილია 1024х600 გაფართოვების მქონე, 10,1-დუიმიანი ტევადი, სენსორული თხევადკრისტალური დისპლეით, 1,66 გჰზ-იან ორბირთვიან პროცესორ Intel Atom N570-ით, 2 გბ ოპერატიული მეხსიერებით (DDR3) და 320 გბ-იანი მყარი დისკი (SATA, 5400 ბრ/წთ). გარდა ამისა, ნაწარმს გააჩნია USB 2.0 და USB 3.0 ინტერფეისების, Bluetooth 3.0, Wi-Fi 802.11 b/g/n-ის მხარდაჭერა, სლოტი SD ბარათებისათვის და მოდემი 3,5G ქსელებისათვის. წონა 895 გ-ია. თუ პლანშეტის ელემენტის ტევადობა 4000 mAh არასაკმარისი იქნება, ოპციონალურად შესაძლებელია 2700 mAh-ის მქონე, კიდევ ერთი ამ კომპონენტის დამატება. მოსალოდნელია, რომ პროდუქტის ღირებულება აშშ-ში დაახლოებით 700$-ს გაუტოლდება, ხოლო დოკ-სადგურების მიწოდებები ოდნავ მოგვიანებით დაიწყება. 3DNews 4 Quote
Barca Posted June 5, 2011 Posted June 5, 2011 როგორ ვერ ვიტან ამ პლანშეტებს უკვე რაა Ipad ერთ-ერთი საუკეთესოა ნამდვილად ვისაც არ მოსწონს IOS შეუძლია სხვა პლანშეტი იყიდოს ანდროიდით ან Win 7 ით მაგრამ დონით ყველა ჩამორჩება მაინც Ipad 2 ს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.