X-treme user Posted June 5, 2011 Posted June 5, 2011 კომპანია LG Electronics-მა და Intel-მა ოფიციალურად წარადგინეს როგორც იტყობინებიან, ინოვაციურ 3D-ტექნოლოგია Film-type Patterned Retarder (FPR)-თი აღჭურვილია პირველი მონობლოკური კომპიუტერი, რომელიც უკვე გამოყენებული იყო ტელევიზორ LG CINEMA 3D-ებში. მოდელ LG V300-ს გააჩნია Full HD-ისა და 1920 х 1080 გაფართოვების მქონე, 23-დუიმიანი მულტისენსორული დისპლეი შუქდიოდური განათებით (გამოყენებულია მატრიცა IPS ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს 178O-იან ხედვის კუთხეს ორივე სიბრტყეში). მწარმოებელთა თქმით, ნაწარმს შეუძლია 3D-გამოსახულების კაშკაშა და მკვეთრი გამოტანა, ნაკლები ჯვარედინი შეფერხებებითა და ეკრანის ციმციმით. სისტემასთან ერთად, კომპლექტში შესულია პოლარიზებული ტიპის მსუბუქი სათვალეების წყვილი, რომლებიც უზრუნველყოფენ 3-განზომილებიანი კონტენტის უფრო კომფორტულ ჩვენებას. გარდა ამისა, პროდუქტში რეალიზებულია DLNA (Digital Living Network Alliance) სტანდარტის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც ხდება მონაცემების გაცვლა სხვა თავსებად მოწყობილობებთან და ასევე Intel Wireless Display ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია კიდევ როგორც Wi-Di - ტელევიზორზე მასალის უკაბელო ნაკადური გადაცემისათვის. ნაწარმს, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7-ზე, სხვა ტექნიკურ მახასიათებლები შემდეგნაირი აქვს: Sandy Bridge თაობის Intel Core i7/i5/i3 პროცესორი;8 გბ-მდე DDR3-1333 ოპერატიული მეხსიერება;ინტეგრირებული გრაფიკა Intel HD Graphics 3000 ან 1 გბ-ს მქონე, დისკრეტული AMD Radeon HD 6650M;2,5-დუიმიანი SATA მყარი დისკი 750 გბ-მდე;DVD Super-Multi ან Blu-ray ოპტიკური წამყვანი;Gigabit Ethernet ქსელური ბარათი;Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი;Bluetooth 3.0+HS ან Bluetooth 2.1+EDR მოდული;აუდიოსისტემა SRS Sound ან SRS Wide 3D Sound-ის მხარდაჭერით;ტვ-ტუნერი (ოპციონალურად);ინტეგრირებული ქარდ-რიდერი 5-1-ში;ჩაშენებული ვებ-კამერა და მიკროფონი;ერთი RJ-45, ორი USB 3.0, ოთხი USB 2.0, HDMI და eSATA პორტი; ასევე გასასვლელები ყურსასმენებისა და შიდა მიკროფონისათვის. LG V300 სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მოგვიანებით კი, ის ხელმისაწვდომი გახდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზეც. 3DNews 2 Quote
fashisti Posted June 5, 2011 Posted June 5, 2011 LG V300 ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მოგვიანებით კი, ის ხელმისაწვდომი გახდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზეც. რაო? დარწმუნებული ხარ რომ ჩრდილოეთ კორეაში გამოვიდა? თუ სამხრეთში? ისე LG სადაური ფირმაა ნეტა ჩრდილო კორეასთან რა უნდა საერთოდ? Quote
X-treme user Posted June 6, 2011 Author Posted June 6, 2011 მაპატიეთ, სამხრეთ კორეაა რა თქმა უნდა Quote
BIRKOF Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 ფასს გააჩნია.. მაკის ფასი თუ დაადეს ვინ იყიდის ამას :) Quote
Barca Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 მაკის ფასს ნამდვილად არ დაადებენ ამას ვინ 7 მაინც აქვს ისე :chojinfc: Quote
საბა Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 ფასი მართლაც საინტერესოა რა ექნება ... ისე დიდად არც მე დამევასა. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.