X-treme user Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 კომპანია Corsair-მა დააანონსა შვიდი ცალი 2-არხიანი DDR3 კომპლექტი ახალ ხაზ Vengeance LP სერიიდან, მთლიანობაში რომელთა ტევადობაც შეადგენს 4, 8 და 16 გბ-ს. 240-კონტაქტიანი DIMM-მოდულები მუშაობენ 1600 მჰზ-იან სიხშირეზე, 9-9-9-24 ტაიმინგებით და აღჭურვილნი არიან 26,25 მმ-იანი სიმაღლის მქონე, კონსტრუქციულად ორიგინალური დაბალპროფილიანი რადიატორებით, რომლებიც თავის მხრივ, ხელმისაწვდომია სამ ფერში (Jet Black, Cerulean Blue ან Arctic White). ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, კვების ძაბვა შეადგენს 1,5 ვ-ს (გამონაკლისია მხოლოდ თეთრ ჰიტ-სპრედერებიანი ერთადერთი კომპლექტი, რომლის ეს მახასიათებელიც გახლავთ 1,35 ვ. ყველა აღნიშნული პროდუქტი თავსებადია Intel და AMD პლატფორმებთან, ხოლო გაყიდვები კი მიმდინარე თვის ბოლოსთვის დაიწყება. 3DNews 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.