Jump to content

Recommended Posts

Posted

985531091c465a0e6519d3ff9ce408ae.jpg

კომპანია Toshiba Corporation-ის ევროპულმა წარმომადგენლობამ განაცხადა Qosmio სერიის ორი პორტატული კომპიუტერის გამოშვების შესახებ, რომლებიც პირველ რიგში, ორიენტირებულნი არიან ვირტუალური ბატალეების ნამდვილი მოყვარულებისათვის.

მოდელები Toshiba Qosmio X770 და Toshiba Qosmio X770 3D ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ პირველი აღჭურვილია 17,3-დუიმიანი თხევადკრისტალური მონიტორით 1600x900 გაფართოვებით, ხოლო მეორე კი, მსგავსი ზომის, 1920 x 1080 პიქსელითა და 3D-კონტენტის ჩვენების შესაძლებლობით, რომლის საყურებლადაც, კომპლექტში შედის სპეციალური სათვალეებიც.

ორივე ნაწარმი აგებულია პროგრესულ მობილურ პლატფორმა Intel Huron River-ზე და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7 Home Premium-ის ქვეშ. გარდა ამისა, ორივე მათგანის არსენალი ასევე შეიცავს:



  • Sandy Bridge თაობის Intel Core i5/i7 პროცესორი;
  • 8 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერება;
  • ორი მყარი დისკი (ტევადობა არ ხმაურდება);
  • 1,5 გბ ვიდეომეხსიერების მქონე NVIDIA GeForce GTX 560M გრაფიკული ადაპტერი;
  • DVD ან Blu-ray ოპტიკური წამყვანი;
  • ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და საბვუფერი;
  • ქსელური ბარათი Gigabit Ethernet;
  • Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერები;
  • Bluetooth 3.0 მოდული;
  • ჩაშენებული მულტიფორმატული ქარდ-რიდერი;
  • USB 3.0 და HDMI ინტერფეისები.

მოსალოდნელია, რომ პროდუქტები გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა ღირებულების შესახებ ჯერჯერობით, ცნობილი არაფერია.

  • Upvote 4
Posted

მაგრად მიყვარს ეს მოდელები

Posted

მაგარი ნოუთია ძალიან ეს :thumbsup:

NVIDIA GeForce GTX 560M :spiteful:

ამით აღჭურვილი ნოუთი რომ სათამაშოდ არ გამოიყენო უბრალოდ არ შეიძლება :D

Posted

ძაან მაგარია, მაგრამ ყოველთვის ძედმეტად ძვირია ხოლმე...

ისე Toshiba Qosmio მგონი პირველი იყო რომელმაც ჩვენთან ხალხი დააჯერა რომ Sony vaio - ს გარდა არსებობენ სხვა რაღაცეებიც...lollol.gif

Posted

ამ მოდელთან ერთად წარადგინეს F750 მოდელი

3800 დოლარი ეღირება X770 :nifxav:

და F750 2300 დოლარი :xelitavi:

F750.JPG

X770.JPG

:diablo:

  • 1 month later...
Posted

auuufff Qosmio X505-Q885 erti celic araa rac viyida da ukve axal igamodis mdaassss :D

mindaaaaa

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.