X-treme user Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 კომპანია Arctic Cooling-მა Computex 2011-ზე წარმოადგინა ვიდეობარათების გაგრილების ახალი სისტემა Arctic Accelero Twin Turbo II, რომელიც წინამორბედს წარმადობის მხრივ, თითქმის სამჯერ აღემატება. 92 მმ-იანი ფენების რაოდენობა და ალუმინისგან დამზადებული რადიატორის ფარფლები არ შეცვლილა (ორი და 35 ცალი შესაბამისად), სამაგიეროდ, ამჯერად სითბური მილაკის რიცხვი, ოთხიდან ხუთამდე გაიზარდა, მთლიანობაში კი, პროდუქტი უზრუნველყოფს 160 ვ-მდე სითბური ენერგიის მოცილებას. გარდა ამისა, Accelero Twin Turbo II-თან ერთად, კომპლექტს მოყვება თერმოპასტა Arctic MX-4, ნაცვლად MX-2-სა და აგრეთვე ახალი თერმოწებო, რომლის საშუალებითაც ხდება რადიატორების დამაგრება ვიდეობარათის მეხსიერებასა და ძალურ ელემენტებზე. აღნიშნული თერმოწებო ხელმისაწვდომია ცალკეც, მისი თბოგამტარობის დონე შეადგენს 4,3 ვ/მკ-ს და არ არ ატარებს დენს, რამეთუ არ შეიცავს მეტალის ნაწილაკებს. მისი წასმა და მოცილება ადვილად ხდება, ერთი შეკვრა კი შეიცავს სამ პორციას. Overclockers.ru 4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.