X-treme user Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 კომპანია Arctic Cooling-მა Computex 2011-ზე წარმოადგინა ვიდეობარათების გაგრილების ახალი სისტემა Arctic Accelero Twin Turbo II, რომელიც წინამორბედს წარმადობის მხრივ, თითქმის სამჯერ აღემატება. 92 მმ-იანი ფენების რაოდენობა და ალუმინისგან დამზადებული რადიატორის ფარფლები არ შეცვლილა (ორი და 35 ცალი შესაბამისად), სამაგიეროდ, ამჯერად სითბური მილაკის რიცხვი, ოთხიდან ხუთამდე გაიზარდა, მთლიანობაში კი, პროდუქტი უზრუნველყოფს 160 ვ-მდე სითბური ენერგიის მოცილებას. გარდა ამისა, Accelero Twin Turbo II-თან ერთად, კომპლექტს მოყვება თერმოპასტა Arctic MX-4, ნაცვლად MX-2-სა და აგრეთვე ახალი თერმოწებო, რომლის საშუალებითაც ხდება რადიატორების დამაგრება ვიდეობარათის მეხსიერებასა და ძალურ ელემენტებზე. აღნიშნული თერმოწებო ხელმისაწვდომია ცალკეც, მისი თბოგამტარობის დონე შეადგენს 4,3 ვ/მკ-ს და არ არ ატარებს დენს, რამეთუ არ შეიცავს მეტალის ნაწილაკებს. მისი წასმა და მოცილება ადვილად ხდება, ერთი შეკვრა კი შეიცავს სამ პორციას. Overclockers.ru 4
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now