Jump to content

Recommended Posts

Posted

საერთაშორისო გამოფენაზე Computex 2011 კომპანიებმა LG Electronics და Intel ოფიციალურად წარმოადგინეს, როგორც ამტკიცებენ, პირველი მონობლოკური კომპიუტერი ინოვაციური 3D-ტექნოლოგიით Film-type Patterned Retarder (FPR), რომელიც უკვე გამოიყენება LG CINEMA 3D ტელევიზორებში.

LG_V300_Pic_01.jpg

lg-display_1.jpg

მოდელი LG V300 აღჭურვილია 23-დიუმიანი მულტისენსორული დისპლეით Full HD-გარჩევადობით 1920 х 1080 პიქსელი და ეკრანის შუქდიოდიანი მინათებით (გამოყენებულია მატრიცა ტექნოლოგიით IPS (In Plane Switch), რომელიც ორივე სიბრტყეში 178-გრადუსიან ხედვის კუთხეს უზრუნველყოფს).

მწარმოებლების განცხადებით, მათი პირმშო კაშკაშა და მკვეთრ 3D-გამოსახულებას ასახავს ნაკლები გადამკვეთი ხარვეზითა და ნაკლები ეკრანის ციმციმით. სისტემის მიწოდების კომპლექტში პოლარიზაციული ტიპის წყვილი მსუბუქი სათვალე შედის, რაც სამგანზომილებიანი კონტენტის უფრო კომფორტული ყურების გარანტიას იძლევა.

LG_V300_Pic_02.jpg

ამ ყველაფრის გარდა, სიახლეში რეალიზებულია სტანდარტის DLNA (Digital Living Network Alliance) მხარდაჭერა, რომელიც სხვა თავსებად მოწყობილობებთან მონაცემების გაცვლის შესაძლებლობას იძლევა, აგრეთვე ტექნოლოგია Intel Wireless Display, რომელიც ცნობილია როგორც Wi-Di, ტელევიზორზე კონტენტის უსადენო ნაკადოვანი გადაცემისთვის.

ტექნიკური მახასიათებლები:

1306828043-lg-v300-allinone-pc-4.jpg

LG_V300_Pic_03.jpg

1306828043-lg-v300-allinone-pc-1.jpg

სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე LG V300 გაყიდვაში მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდება. მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება შესაძენად ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზეც.

წყარო:LG electronics

  • Upvote 2
Posted

მაკს მიბაძა/ :D

ცოტა დაუკლდება :D :chojinfc:

Posted

თუ ძალიან ძვირი არ ეღირება, ვიყიდი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.