Jump to content

დროში მოგზაურობა


Recommended Posts

Posted

ნაწერები წაიკითხე ჩემი?

გიდნა პარალელური განზომილება დაარქვი და გინდა კვერცხი. ვააააახ...

ხოდა მეც დავუწერე მააგზე პასუხი.

რაზე მედავებით ვერ ვხვდები რა, ჩემი აზრი დაგიწერეთ და გიდნათ რო შემაცვლევინოთ? :D

ვახ ჩემი, ბიჯო თეორიულად დამტკიცებულია რომ, სინათლის სიჩქარით როცა იმოძრავებ დრო მანდ ნელდებაა, და პარალელური განზომილება კი არ იქმნება...

აი ავიღოთ დედამიწაზე ხარ და ერთი სხვა პიროვნება დედამიწის გარშემო სინათლის სიჩქარით მოძრაობს... შენთან რო გავა 1 თვე იმასთან გავა 1 კვირა... და არ მოხვდება მომავალში როცა ჩამოვა? :D ??? რა შუაშია აქ პარალელური სამყარო და განზომილება...

  • Replies 290
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Posted

ეჰ კარგით რა მსჯელობა სხვა არის და ასეთი ლაპარაკი სხვა ერთმანეთს ახვევთ და უმტკიცებთ რაღაცებს.

Posted

ვახ ჩემი, ბიჯო თეორიულად დამტკიცებულია რომ, სინათლის სიჩქარით როცა იმოძრავებ დრო მანდ ნელდებაა, და პარალელური განზომილება კი არ იქმნება...

არამარტო თეორიულად ფრენის შემდეგ საათების გადაწევა გაიხსენე...

Posted

AVENGER

იგივეს მეუბენბი. წაიკითხე რა ჩემი პოსტები ყურადღებით ძალიან გთხოვ.

მე ვუწოდებ პარალელურ სამყაროს, თორე თქვენ რაც გიდნათ ის დაარქვით. თუ გინდა კვერცხით მოვიხსენიოთ. ვახ.

რაც გიდნა ის დაიჯერე, გეუბენბი ნუ დაიჯერებთქო?

GIBSON

შენ მაინც ვერ გაიგე მე რას ვიძახი...

თქვენს აზრებს მახვევთ თავს, თუ რა ხდება ვერ გავიგე რა.

მოკელდ მე დავამთავრე, სადაც გიდნათ იქ იმოგზაურეთ... კეთილი მგზავრობა

Posted

ბიჭო წაიკითხე თემა :SNEMOTICON13:

იქ არ წერია რომ დაჯდები რაღაცაზე და ჰოპ იქ ხარ აინშტაინის თეორიის მიხედვით დრო სხვადასხვა ადგილზე სხვანაირად გადის მაგის მიხედვითაა.. პარალელური განზომილება არაფერ შუაშია..

პარალელური განზომილება საჭიროა წარსულისთვის მომავალში წასვლის გზა იპოვეს დიდიხანია უკვე უბრალოდ სინათლის სიჩქარესთან მიახლოებაა ჯერ შეუძლებელი.

პარალელური განზომილების არსებობის ბევრი ფაქტები ვიცი ბერმუდის სამკუთხედი, ხალხის გაუჩინარება და სხვა ადგილზე მოხვედრა ხოლო გარკვეული დროის მერე უკან დაბრუნება, ხოლო უარმყოფელი არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ შენ და ის ხალხი როგორც მასე ფიქრობს და უბრალოდ ყველანაირი დასაბუთების გარეშე ამბობენ არ არსებობს რადგან მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება... ამიტომ მჯერა და დავიჯერებ კიდევ მანამდეც სანამ ვინმე არ დამიმტკიცებს რომ არ არსებობს

ეგრეა :) მომწონს ასეთი მოაზროვნე ხალხი :)

რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სამეცნიერო შტაბებში და მეცნიერებთან :) რა ჯობია ახალ ახალი რამის აღმოჩენას :)

და ვაბშე ყველაზე მაგრად მინდა მაგაზე მოვიპოვო პასუხები რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორ არის აწყობილი გალაქტიკები სამყაროები აგებული :) მე ის ადამიანი მაგარი "სკუჩნად" მიმაჩნია ვინც მაგით არ დაინტერესებულა :)

Posted

ჩემი თემაა დროში მოგზაურობაზე არაა მაგრამ ალბათ ბევრს დააინტერესებს

Posted

სადაც გიდნათ იქ იმოგზაურეთ... კეთილი მგზავრობა

სპასიბა :mad:

Posted

გიბსონ რომ ამბობ არ დაინტერესდე და დაინტერესდე ეგ სულ სხვა რამ არის ვიდრე მსჯელობა დანიტერესდები იმით რომ გაქვს რაღაც კითხვები მაგრამ კოშკებს რომ ააგებ თან და შენი კოშკები რომ დაგემსხვრევა იმ დაინტერესებაში მაგაზე გიფიქრია ?

Posted

AVENGER

იგივეს მეუბენბი. წაიკითხე რა ჩემი პოსტები ყურადღებით ძალიან გთხოვ.

მე ვუწოდებ პარალელურ სამყაროს, თორე თქვენ რაც გიდნათ ის დაარქვით. თუ გინდა კვერცხით მოვიხსენიოთ. ვახ.

რაც გიდნა ის დაიჯერე, გეუბენბი ნუ დაიჯერებთქო?

მოკელდ მე დავამთავრე, სადაც გიდნათ იქ იმოგზაურეთ... კეთილი მგზავრობა

ბიჯო იგივეს რომ გეუბნები ერთხელ მაინც წაიკითხე ეს თემა და რა წერია მასში მომავლისკენ გზაზე...

პარალკელურობას შეეშვი არანაირი მნიშვნელობით არ უახლოვდება მაგ აზრს...

Posted

პარალკელურობას შეეშვი არანაირი მნიშვნელობით არ უახლოვდება მაგ აზრს...

:lollol: :lollol:

აზრი ვერ გამოგაქვს კაცურად?

მე დავუძახებ მაგას უბრალდო ეგეთ სახელს მეთქი თორე თქვენ რაც გიდნათ ისე მოიხსენიეთ.

კარგი ბატონო ვაშლს დავუძახებ და აღარ ვუწოდებ პარალელურს.

მითუმეტეს დავწერე 900ჯერ რო ეს ჩემი აზრია და თქვენ როგორც გიდნათ ისე იფიქრეთ.

თქვენს აზრებს რატო მახვევთ? მე ხო არ გეუბენბით მასე იფიქრეთთქო?

თან დავწერე დავამთავრე უაზრო პოლემიკა და მაინც მიწვევ.

Posted

:lollol: :lollol:

აზრი ვერ გამოგაქვს კაცურად?

მე დავუძახებ მაგას უბრალდო ეგეთ სახელს მეთქი თორე თქვენ რაც გიდნათ ისე მოიხსენიეთ.

კარგი ბატონო ვაშლს დავუძახებ და აღარ ვუწოდებ პარალელურს.

ხოდა არც მაგ ვაშლს არ უკავშირდება არანაირადთქო :SNEMOTICON13:

| და | ხოა პარალელური??

შენ კი ამბობ |-- ესააო პარელელურიო (ვაშლიო, მსხალიო და გარგარიო რაც გინდათ უწოდეთ რა აზრი აქვსო..)

Posted

გიბსონ რომ ამბობ არ დაინტერესდე და დაინტერესდე ეგ სულ სხვა რამ არის ვიდრე მსჯელობა დანიტერესდები იმით რომ გაქვს რაღაც კითხვები მაგრამ კოშკებს რომ ააგებ თან და შენი კოშკები რომ დაგემსხვრევა იმ დაინტერესებაში მაგაზე გიფიქრია ?

დამემსხვრება დამემსხვრევა რა მოხდა მერე, ეგაა ცხოვრება, ან წინასწარ რატო ამსხვრევ?? იქნებ გამოგდის... რატო ხარ ეგრე განწყობილი თითქოს უაზრობა იყოს ყველაფერი, ნათან რა გინდა ბექას აქაუნთზე :D

Posted

დამემსხვრება დამემსხვრევა რა მოხდა მერე, ეგაა ცხოვრება, ან წინასწარ რატო ამსხვრევ?? იქნებ გამოგდის... რატო ხარ ეგრე განწყობილი თითქოს უაზრობა იყოს ყველაფერი, ნათან რა გინდა ბექას აქაუნთზე :D

როდის აქეთია ყველა ჩანაფიქრი მართლდება ?

Posted

დრო მდინარეს ჰგავს და ყველა ჩვენგანს შეუბრალებლად მიაქროლებს თავის მორევში. მაგრამ მდინარეს სხვა რამითაც ჰგავს: სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სიჩქარე აქვს და სწორედ ესაა გასაღები დროში მოგზაურობისკენ. ეს იდეა პირველად აინშტაინმა წამოაყენა 100 წლის წინ. მან გაიაზრა, რომ უნდა არსებობდეს ადგილები, სადაც დრო შენელებულია და ასევე მათი საპირისპიროც, ანუ სადაც აჩქარებულია. ის აბსოლუტურად მართალი იყო. მისი მტკიცებულება ჩვენს ზემოთაა, კოსმოსში.

ეს არის გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა, იგივე GPS. თანამგზავრები დედამიწის გარშემო მოძრაობენ. მათი მეშვეობით დგინდება, რომ კოსმოსში დრო უფრო სწრაფად გადის, ვიდრე აქ, დედამიწაზე. ყოველ საფრენ ხომალდში ძალიან ზუსტი საათია. მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ყოველდღე წამის სამი მემილიარდედით წინ მიდიან. შემდეგ ხდება მათი გასწორება, თორემ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სხვაობა დიდ არეულობას გამოიწვევს დედამიწაზე მოქმედ GPS მექანიზმებზე.

პრობლემა საათებში არაა. ისინი იმიტომ მოძრაობენ უფრო ჩქარა, რომ თავად დრო გადის უფრო სწრაფად კოსმოსში, ვიდრე აქ. ამ უჩვეულო ეფექტის მიზეზი კი დედამიწის მასაა. აინშტაინმა გააანალიზა, რომ მატერია დროს მიათრევს და ანელებს მას, ამსგავსებს მდინარის ნელ ნაკადს. რაც უფრო მძიმეა ობიექტი, მით უფრო ანელებს დროს. ეს გასაოცარი რეალობა კარს გვიღებს მომავალში მოგზაურობისკენ.

xwzfud5gd5spxv3hx4l.jpg

სუპერმასიური შავი ხვრელი

ირმის ნახტომის ცენტრში, ჩვენგან 26 000 სინათლის წელიწადის დაშორებით, გალაქტიკის ყველაზე მძიმე ობიექტი მდებარეობს. ეს არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელსაც მიზიდულობის უზარმაზარი ძალის გამო ერთ წერტილში 4 მილიონი მზის წონა აქვს. რაც უფრო ახლოს მიდიხარ შავ ხვრელთან, მით უფრო იზრდება გრავიტაცია. ძალიან ახლოს მისვლისას კი სინათლეც ვეღარ დააღწევს თავს. ასეთ შავ ხვრელებს საოცარი გავლენა აქვთ დროზე, უფრო მეტად ანელებენ მას, ვიდრე სხვა ობიექტები. ამით ის ბუნებრივ დროის მანქანად იქცევა.

ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება კოსმოსურმა ხომალდმა ეს ფენომენი გამოიყენოს. ეს შესაძლებელია მის გარშემო შემოვლით. ჩავთვალოთ, რომ ერთი სრული შემოვლა 16 წუთი გრძელდება. იმ მამაცი ადამიანებისთვის, რომლებიც ხომალდზე არიან, დრო შენელდება. შავი ხვრელის მოქმედების ძალა დროზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დედამიწისა. ეკიპაჟისთვის დროის მსვლელობა ორჯერ შენელდება და 16 წუთიანი მგზავრობისას მათთვის მხოლოდ 8 წუთი გავა. ეს ასე იქნება ყოველ შემოვლაზე – მათთვის მხოლოდ იმ დროის ნახევარი გავა, რაც დედამიწაზე. ისინი დროში იმოგზაურებენ. წარმოიდგინეთ, ასე რომ იმოძრაონ შავი ხვრელის გარშემო 5 წლის განმავლობაში. ამ დროს ჩვენთან 10 წელი გავა. დედამიწაზე რომ დაბრუნდებიან, ყველა ადამიანისთვის 5 წლით მეტი იქნება გასული.

ასე რომ სუპერმასიური შავი ხვრელი არის დროის მანქანა, თუმცა ცხადია, ის პრაქტიკული გამოყენების არაა. მას ის უპირატესობა აქვს ჭიის ხვრელებთან შედარებით, რომ პარადოქსებს არ იწვევს. ასევე, არ გაანადგურებს თავის თავს უკუკავშირის ძალის გამო. მაგრამ ის საკმაოდ საშიშია, ასევე ძალიან შორსაა და არც ისე დიდ სხვაობას იძლევა დროში. თუმცა არის დროში მოგზაურობის სხვა ვარიანტიც, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ბოლო იმედს და საუკეთესო გამოსავალს დროში მოგზაურობაზე.

შენ უნდა იმოძრაო ძალიან, ძალიან სწრაფად. უნდა გადააჭარბო იმ სიჩქარესაც კი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შავ ხვრელში არ “ჩავარდე”. აქ ვეჩეხებით სამყაროს ერთ-ერთ უცნაურ თვისებას: სამყაროში სიჩქარე შეზღუდულია და მისი მაქსიმუმია 300 000 კმ/წმ, ასევე ცნობილი როგორც სინათლის სიჩქარე. სინათლეს ვერაფერი გაასწრებს, ეს მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მომავალში მოგზაურობას შეძლებთ.

რომ გავიგოთ ამის მიზეზი, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ბილიკი, რომელიც დედამიწას გარს უვლის. ამ ბილიკზე კი სუპერსწრაფი მატარებელი მოძრაობს. ეს მატარებელი მაქსიმალურად უახლოვდება სინათლის სიჩქარეს და იქცევა დროის მანქანად. ვაგონში სხედან მგზავრები, რომლებსაც აქვთ ბილეთი ერთი მიმართულებით – მომავლისკენ. მატარებელი იწყებს აჩქარებას, ემატება სისწრაფე და იწყებს დედამიწის გარშემო მოგზაურობას.

0d9ax9fqs5xsy6h9iiyz.jpg

სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მატარებელი ძალიან სწრაფად შემოუვლის დედამიწას გარშემო – წამში შვიდჯერ. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, რამხელა სიმძლავრე ან ენერგია ექნება მას, სინათლის სიჩქარეს ვერ გაუტოლდება, რადგან ფიზიკის კანონები ზღუდავს ამაში. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ძალიან მიუახლოვდა ზღვარს. ამ დროს ექსტრაორდინალური რამ მოხდება: დრო მატარებელში უფრო ნელა გავა, ვიდრე დედამიწის სხვა ადგილებში. რაც მატარებლის შიგნითაა, გაცილებით ნელა იმოძრავებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ზღვარი დაცულ იქნას. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელში ბავშვმა სირბილი დაიწყო. მისი სიჩქარე დაემატება მატარებელის სიჩქარეს. ხომ შეიძლება უცებ სინათლის სიჩქარეს გადააჭარბოს? არა! ფიზიკის კანონები ამას ხელს შეუშლის ბავშვის მოძრაობის შენელებით. ის ვერ ირბენს ისე სწრაფად, რომ ზღვარს გაცდეს. დრო ყოველთვის შემცირდება იმდენად, რომ კანონი არ დაირღვეს.

წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელი დაიძრა 2050 წლის პირველ იანვარს. 100 წლის განმავლობაში გარს უვლის დედამიწას და საბოლოოდ, 2150 წლის პირველ იანვარს ჩერდება. ვინც ამ მატარებლით იმგზავრა, მათთვის მხოლოდ 1 კვირა იქნება გასული, რადგან დრო შიგნით ძალიან შენელებული იყო. როცა გადმოვლენ, ნახავენ შეცვლილ, ძალიან განსხვავებულ სამყაროს იმასთან შედარებით, რაც მათ წასვლამდე იყო. 1 კვირაში მათ გადაინაცვლეს 100 წლის შემდგომ მომავალში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისეთი მატარებლის აგება, რომელიც ამხელა სიჩქარეს განავითარებს. მაგრამ ჩვენ აგებული გვაქვს მისი მსგავსი რაღაც – ნაწილაკების ყველაზე მასშტაბური ამაჩქარებელი, რომელიც მდებარეობს ცერნში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

c3ob797fzf6jxyxlga80.jpg

დიდი ადრონული კოლაიდერი

ღრმა მიწისქვეშეთში, 26 კმ სიგრძის წრიულ გვირაბში ტრილიონობით პატარა ნაწილაკის დინებაა. როცა მექანიზმი ირთვება, ნაწილაკები აჩქარდებიან ნულიდან 100 000 კმ/სთ-მდე წამის მეასედებში. სიმძლავრის გაზრდასთან ერთად ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარეც იზრდება და ნელ-ნელა უახლოვდებიან სინათლის სიჩქარეს. თუმცა იმ მატარებლის მსგავსად, ვერც ეს ნაწილაკები აღწევენ ზღვარს. ისინი ამ მაჩვენებლის 99.99%-ს ავითარებენ. როცა ეს ხდება, ისინი დროში მოგზაურობას იწყებენ. ჩვენ ეს ვიცით ძალიან ხანმოკლე სიცოცხლის მქონე ნაწილაკების, პი-მეზონების მეშვეობით. ისინი, როგორც წესი, შემადგენელ ნაწილებად იშლებიან წამის 25 მემილიარდედში. მაგრამ როცა აჩქარდებიან და უახლოვდებიან სინათლის სისწრაფეს, 30-ჯერ მეტხანს ძლებენ.

თუკი მომავალში მოგზაურობა გვინდა, ამისთვის უბრალოდ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ. მე ვფიქრობ, რომ თუკი ოდესმე ეს მოხერხდება, შესაძლებელი იქნება კოსმოსში გამგზავრებით. ამისთვის საჭირო იქნება Apollo 10-ზე 2000-ჯერ სწრაფი და გაცილებით დიდი, უზარმაზარი აპარატი. მან უნდა დაიტიოს ძალიან დიდი მოცულობის საწვავი, რათა მიანიჭოს დიდი სიჩქარე და მიუახლოვდეს სინათლისას. სრული სიმძლავრით ამ მაჩვენებლამდე მისვლას 6 წელიწადი დასჭირდება.

თავდაპირველი აჩქარება ძალიან დაბალი იქნება ხომალდის ზომისა და წონის გამო. მაგრამ თანდათანობით მოემატება სიჩქარე და ერთ კვირაში სხვა პლანეტებს მიაღწევს. ორ წელიწადში სინათლის სიჩქარის ნახევარს განავითარებს და მზის სისტემიდან ძალიან შორს იქნება. კიდევ ორ წელიწადში ეს მაჩვენებელი 90%-ზე ავა. ამ დროს დედამიწიდან 50 ტრილიონი კმ-ის მოშორებით იქნება და დროში მოგზაურობას დაიწყებს. ხომალდზე გასულ ყოველ ერთ საათში დედამიწაზე ორი საათი გავა. მსგავსი სიტუაცია იყო იმ ხომალდის შემთხვევაში, რომელიც შავი ხვრელის გარშემო მოძრაობდა.

შემდეგ ორ წელიწადში ხომალდი სრულ სიმძლავრეს მიაღწევს და სინათლის სიჩქარის 99%-ს განავითარებს. ასეთი სიჩქარით მოძრაობისას 1 დღე ხომალდზე უდრის დედამიწის მთელ 1 წელიწადს. ჩვენი ხომალდი მომავალში მოგზაურობას დაიწყებს.

დროის შენელებას სხვა სარგებელიც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ გზით შევძლებთ სამყაროს სხვა ადგილებში გადასვლას ერთი სიცოცხლის განმავლობაში. სამყაროს კიდემდე მისვლას სულ 80 წელიწადი დასჭირდება. მაგრამ ჩვენი მოგზაურობის ნამდვილი საოცრება ისაა, რომ ის გვაჩვენებს, როგორი უჩვეულო და უცნაურია სამყარო. ეს არის სამყარო, სადაც დრო სხვადასხვა ადგილას განსხვავებული სიჩქარით მიედინება. სადაც ჩვენს გარშემო ძალიან პატარა ჭიის ხვრელები არსებობენ. და სადაც, ოდესმე, ჩვენ შევძლებთ ფიზიკის ცოდნით გავხდეთ მოგზაურები მეოთხე განზომილებაში.

აჰა ამოვჭერი ეს მონაკვეთი ეხლა მაინც გადახედე რაზეა საუბარი

Posted

:lollol: :lollol:

აზრი ვერ გამოგაქვს კაცურად?

მე დავუძახებ მაგას უბრალდო ეგეთ სახელს მეთქი თორე თქვენ რაც გიდნათ ისე მოიხსენიეთ.

კარგი ბატონო ვაშლს დავუძახებ და აღარ ვუწოდებ პარალელურს.

მითუმეტეს დავწერე 900ჯერ რო ეს ჩემი აზრია და თქვენ როგორც გიდნათ ისე იფიქრეთ.

თქვენს აზრებს რატო მახვევთ? მე ხო არ გეუბენბით მასე იფიქრეთთქო?

თან დავწერე დავამთავრე უაზრო პოლემიკა და მაინც მიწვევ.

გამაგიჟებ შენ :D ბიჯო არაა პარალელური განზომილება და რატო უნდა დაუძახო?? :D პარალელური ცარიელი სიტყვა კი არაა ეგ ნიშნავს სხვა რამეს და იასნა სხვა რამეს რო ეძახი სულ სხვა რამეს დაიბნევა კაცი და ვერ გაიგებს :D

და არანაკლებ ახვევ შენც შენს აზრებს :D შენ არ იძახდი აბსურდიო ისაო ესაო სისულელეო მომავალიო და ა.შ.

Posted

ყველაფერი ილუზიაა და სისულელე :mad:

დაიშალეთ ეხლა

Posted

ისე, один умный вещь скажу, только не обижайтесь-ვისაც ეკლესიასთან გაქვთ შეხება, მოძღვარი გყავთ და მაინც გაინტერესებთ ეს საკითხი, მამაოს დაუსვით ეს კითხვა და ისეთ გემრიელ და ამომწურავ პასუხს მიიღებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა აღარ გაგიჩნდებათ.

უცხოპლანეტელები, დროში უკან მოგზაურობა, აფხაზეთს დავიბრუნებთ, სტალონემ კამაზი აიღო და იქით გადააგდო და ა.შ. ჩემთვის ეს ისეთივე ზღაპრებია, როგორც "ნაცარქექია-2".

Posted

ბიჯო არაა პარალელური განზომილება და რატო უნდა დაუძახო?? პარალელური ცარიელი სიტყვა კი არაა ეგ ნიშნავს სხვა რამეს და იასნა სხვა რამეს რო ეძახი სულ სხვა რამეს დაიბნევა კაცი და ვერ გაიგებს

მე ყველგან მივუწერო რო უბრალოდ ასე ვეძახი თქო. ასე რომ არავინ უნდა დაიბნეს

და არანაკლებ ახვევ შენც შენს აზრებს შენ არ იძახდი აბსურდიო ისაო ესაო სისულელეო მომავალიო და ა.შ.

მე დავწერე უბრალოდ ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით და მივუწერე კიდევაც რო ეს ჩემი აზრი იყო. ასე რომ არავისთვის მომიხვევია თვქენგან განსხვავებით

AVENGER

არ ვაპირებ წაკითხვას!

უკვე მერამდენედ გთხოვთ რომ, ნუღა მიწვევთ პოლემიკაში.

ნუღა "დამთაგავთ" ამ თემაში... თუ შეიძლება :SNEMOTICON13:

კიდევ ერთხელ კეთილი მგზავრობა...

Posted

როდის აქეთია ყველა ჩანაფიქრი მართლდება ?

ბიჯო მასე შეიძლება ცოლი მოიყვანო და რამდენიმე ხნის შემდეგ დაშორდეთ, და არ გამართლდეს ეგ ქორწინება რა... ამიტომ ცოლი აღარ უნდა მოიყვანო???

მარა მაგას კაი მხარეც აქვს... ცოლს რო მოიყვან და ტკბილი გემრიელი 20 ან 30 წელი ერთად ცხოვრების მერე დაშორდებით ვთქვათ, სამაგიეროდ ხო იცხოვრე კარგად ის 30 წელი, თან მაგას კიდევ მოყვება შვილები და ათასი რამე :D

ვაიმე შენ რა ზედმეტად რეალისტი ყოფილხარ :miyvarxar: :miyvarxar:

Posted

ყველაფერი ილუზიაა და სისულელე :mad:

დაიშალეთ ეხლა

სისულელეა აბა რა არის

Posted

ბიჯო მასე შეიძლება ცოლი მოიყვანო და რამდენიმე ხნის შემდეგ დაშორდეთ, და არ გამართლდეს ეგ ქორწინება რა... ამიტომ ცოლი აღარ უნდა მოიყვანო???

კი

Posted

ისე, один умный вещь скажу, только не обижайтесь-ვისაც ეკლესიასთან გაქვთ შეხება, მოძღვარი გყავთ და მაინც გაინტერესებთ ეს საკითხი, მამაოს დაუსვით ეს კითხვა და ისეთ გემრიელ და ამომწურავ პასუხს მიიღებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა აღარ გაგიჩნდებათ.

უცხოპლანეტელები, დროში უკან მოგზაურობა, აფხაზეთს დავიბრუნებთ, სტალონემ კამაზი აიღო და იქით გადააგდო და ა.შ. ჩემთვის ეს ისეთივე ზღაპრებია, როგორც "ნაცარქექია-2".

უბრალოდ კიდევ ერთი რეალისტი :)

ვსო წავედი მე მოვალ ცოტახანში :) ჯეოფიფელი მივანგრიო

Posted

ბიჯო მასე შეიძლება ცოლი მოიყვანო და რამდენიმე ხნის შემდეგ დაშორდეთ, და არ გამართლდეს ეგ ქორწინება რა... ამიტომ ცოლი აღარ უნდა მოიყვანო???

მარა მაგას კაი მხარეც აქვს... ცოლს რო მოიყვან და ტკბილი გემრიელი 20 ან 30 წელი ერთად ცხოვრების მერე დაშორდებით ვთქვათ, სამაგიეროდ ხო იცხოვრე კარგად ის 30 წელი, თან მაგას კიდევ მოყვება შვილები და ათასი რამე :D

ვაიმე შენ რა ზედმეტად რეალისტი ყოფილხარ :miyvarxar: :miyvarxar:

შენ რომ ისევ დღევანდელობას მიპირისპირებ კარგია :D იმიტომ კიარა რომ ჩემს სასარგებლოდაა. მოდი აბა წარმოიდგინე მაშინ გადადი მომავალში რას უშვრები აქაურ ცხოვრბას ? და რას აპირებ მომავალში ? მაგ მეთოდით რამდენი დრო გაგივა "ისე"? და მერე ხომ ბოლოს და ბოლოს მოკვდები ? კაცობრიობა მომავალში წასვლას რომ ჩქარობს :D ყველა წავა იმ კოსმოსში გაუსწრებს დროს და აქ დედამიწაზე რა ვინღა დარჩება ვინ რას გააკეთებსს ? ისევ თვითონ უნდა გააკეთონ და ეს ყველაფერი მიმაჩნია სრულ უაზრობად მე და თქვენი არ ვიცი.. ცოლი და აქაური რამეები სხვა ამბავია

ისე, один умный вещь скажу, только не обижайтесь-ვისაც ეკლესიასთან გაქვთ შეხება, მოძღვარი გყავთ და მაინც გაინტერესებთ ეს საკითხი, მამაოს დაუსვით ეს კითხვა და ისეთ გემრიელ და ამომწურავ პასუხს მიიღებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა აღარ გაგიჩნდებათ.

უცხოპლანეტელები, დროში უკან მოგზაურობა, აფხაზეთს დავიბრუნებთ, სტალონემ კამაზი აიღო და იქით გადააგდო და ა.შ. ჩემთვის ეს ისეთივე ზღაპრებია, როგორც "ნაცარქექია-2".

როცა მეცნიერებას ახსენებ ეკლესიის ხსენება ჩემი აზრით მკრეხელობაა ( არა იმიტომ რომ არ გწამს ხომ მიხვდი ისეთ რამეს ეხები სადაც ეკლესიას ვერ ჩარევ)

Posted

ისე, один умный вещь скажу, только не обижайтесь-ვისაც ეკლესიასთან გაქვთ შეხება, მოძღვარი გყავთ და მაინც გაინტერესებთ ეს საკითხი, მამაოს დაუსვით ეს კითხვა და ისეთ გემრიელ და ამომწურავ პასუხს მიიღებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა აღარ გაგიჩნდებათ.

უცხოპლანეტელები, დროში უკან მოგზაურობა, აფხაზეთს დავიბრუნებთ, სტალონემ კამაზი აიღო და იქით გადააგდო და ა.შ. ჩემთვის ეს ისეთივე ზღაპრებია, როგორც "ნაცარქექია-2".

ბოდიში ბრატ ეხლა ნამდვილად ჩემს აზრს ვწერ (არამხოლოდ ჩემს) რელიგია არის შექმნილი რაღაცის დასაფარად რომ ხალხი ერთი აზროვნების მასად აქციოს და აზროვნების უნარი დაუქვეითოს... სწორედ ამიტომ მივიღებთ მამაოსგან გემრიელ ამომწურავ პასუხს.. თუმცა არა იმიტომ რომ მამოც ცდილობს ჩვენ დაჩლუნგებას არამედ იმიტომ რომ ის რელიგიის მიხედვით აზროვნებს...

რელიგია საკმაოდ ძლიერია.. მე დღემდე ვმერყეობ და არ ვიცი რა მჯეროდეს რადგან არც იმის გამომრიცხავი ფაქტი არ არსებობს რომ ღმერთი არ არსებობს და არც იმის რომ უცხოპლანეტელები არსებობენ (ხოლო ორივეს არსებობის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს)... (ხშირად მათ ერთ აზრშიც ვხედავ) მაგრამ არმინდა ვინმემ ჩემი აზრის გამო თავისი აზრიც შეცვალოს და გთხოვთ ამაზე კამათს ნუ დამიწყებთ..

Posted

არც თემა წამიკითხავს

არც პოსტები ნორმალურად

მაგრამ

გენიალური მიღწევები ხდებოდა მაშინ როდესაც ყველა უყურებდა ამ აზრს როგორც განუხორციელებელს, ხოლო ის ერთი ადამიანი რომელმაც განახორციელა ბოლომდე მიჰყვა თავისას და სჯეროდა ამის

თუ თემას ავცდი გავალ ჩემით :chojinfc:

უცხოპლანეტელები იარსებებენ სადმე

ზედმეტად დიდია გალაკტიკა მარტო იდიოტი ადამიანებისთვის

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.