iliko1990 Posted May 31, 2011 Posted May 31, 2011 ეს ნავიგატორი ლაზერების დახმარებით სამგანზომილებიან გამოსახულებას პირდაპირ საქარე მინაზე აპროეცირებას და რეალობას კომპიუტერულ გრაფიკას უმატებს. სისტემა Volumetric 3D Head Up Display წარმოდგენილი იყო გამოფენაზე Augmented Reality Expo 2011. სიტყვა «Volumetric» ნიშნავს, რომ ლაზერების მიერ შექმნილი სურათი ბრტყელი არ არის, იგი სიღრმის ნამდვილ ეფექტს ქმნის. დემონსტრაციისას განსაკუთრებით სასიამოვნო მაქსიმალურად მარტივი გრაფიკაა, მხოლოდ ერთი წითელი ხაზი, რომელიც არ ფარავს ეკრანის ნახევარს და ყურადღებას არ ფანტავს. გზიდან თვალის მოუცილებლად მძღოლმა ყოველთვის იცის, საით უნდა გაუხვიოს, მუდმივად ხედავს გზის მიმართულებას და წინასწარ ხვდება, როდის უნდა შეამციროს სიჩქარე. Volumetric-ის კიდევ ერთი ღირსებაა ის ფაქტი, რომ სისტემისთვის ნებისმიერი საქარე მინაა გამოსადეგი, არანაირი განსაკუთრებული ოპტიკური კონსტრუქცია და სპეციალური დაფარვა არ არის საჭირო. ლაზერული პროექტორი ნებისმიერ ფერში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციისას მხოლოდ წითელია ნაჩვენები, სურვილის შემთხვევაში პროექტორს მთელი საქარე მინის გაფერადება შეუძლია. თეორიულად სამგანზომილებიან ეკრანს მთლიანი აუცილებელი ინფორმაციის მოცვა შეუძლია, მარტივი სქემა GPS-ით — მხოლოდ დასაწყისია; იმისდა მიხედვით, რამდენად დაჭკვიანდებიან მანქანები, დაჭკვიანდება 3D-ნავიგატორიც. კერძოდ, თანამედროვე მანქანები სხვადასხვაგვარი სენსორებით არიან აღჭურვილნი, მათგან ინფორმაციაც შეიძლება პროექტორს მიეწოდოს. პერსპექტივაში კი, როდესაც ავტომობილებს შორის პირდაპირი კავშირი საყოველთაო პრაქტიკად იქცევა, Volumetric ამასაც აეწყობა. ლაზერული პროექტორის ღირებულება რა თქმა უნდა მაღალია, თუმცა მისი შემქმნელი კომპანია MVS California დარწმუნებულია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში იგი შეიძლება ბაზარზე მოხვდეს და თანდათანობით გამოდევნის ტრადიციულ ნავიგატორებს. წყარო:dvice.com 5
ოთო Posted May 31, 2011 Posted May 31, 2011 ვააა. ცოტა ხანში ნფს ლაივში ვითამაშებთ ნავიგატორიო, დრიფტის მხარდამჭერი კი არ უთქვია :chojinfc:
iliko1990 Posted May 31, 2011 Author Posted May 31, 2011 ნავიგატორიო, დრიფტის მხარდამჭერი კი არ უთქვია :lollol: :lollol:
მიშა Posted May 31, 2011 Posted May 31, 2011 მმ... საინტერესოა, მაგრამ ნავიგაციის ლაფსუსების გამოსწორება უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე "დიდ ეკრანზე" ჩვენება... 1
iliko1990 Posted May 31, 2011 Author Posted May 31, 2011 ხო მართლა მაგარი რამეა.ასეთ ნავიგატორს დიდი საიმოვნებით ვიქონიებდი მმ... საინტერესოა, მაგრამ ნავიგაციის ლაფსუსების გამოსწორება უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე "დიდ ეკრანზე" ჩვენება... +1 ხო მიშა კარგი იქნებოდა იმედია ამასაც გაითვალისწინებენ უახლოეს მომავალში
მიშა Posted May 31, 2011 Posted May 31, 2011 ხო მიშა კარგი იქნებოდა ავტოგადაცემებში მაგრად ვხალისობ ხოლმე ნავიგატორი რომ აცხადებს "მოუხვიეთ მარჯვნივ" და ამ დროს მარჯვნივ რომ კედელია :crazy:
iliko1990 Posted May 31, 2011 Author Posted May 31, 2011 ავტოგადაცემებში მაგრად ვხალისობ ხოლმე ნავიგატორი რომ აცხადებს "მოუხვიეთ მარჯვნივ" და ამ დროს მარჯვნივ რომ კედელია :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: ვაიმე გადავვარდი სკამიდან იმდენი ვიცინე მაგარი "ჭკვიანი" ნავიგარორია რას ერჩი მიშა? :D
ოთო Posted May 31, 2011 Posted May 31, 2011 ავტოგადაცემებში მაგრად ვხალისობ ხოლმე ნავიგატორი რომ აცხადებს "მოუხვიეთ მარჯვნივ" და ამ დროს მარჯვნივ რომ კედელია :lollol:
iliko1990 Posted May 31, 2011 Author Posted May 31, 2011 რაკარგი მხრითAა შექმნილი,მომწონს! მადლობთ ნიუსისთვის! არაფერს ნეირონ ეს ჩემი მოვალეობაა და დიდი სურვილიც რო ასეთი საინტერესო თემები ვწერო თორე მარტო მოვალეობის მოხდის მიზნით ნაღდად არ დავწერდი მაგრად მაინტერესებს ასეთი რაგაცები
f-22raptor Posted June 6, 2011 Posted June 6, 2011 ვააა. ცოტა ხანში ნფს ლაივში ვითამაშებთ რას მოვესწარით...
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now