Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD Phenom II X4 920 & Phenom X3 8750 BE review

Sponsored By gITec

  • შესავალი

საქართველოში, კერძოდ კომპიუტერულ მაღაზია gITec-ში, უკვე გამოჩნდა AMD-ს უახლესი ოთხ-ბირთვიანი პროცესორები Phenom II. ჩვენ საშუალება გვქონდა დეტალურად გავცნობოდით Phenom II X4 920-ს. პრიველ რიგში უნდა გამოვყოთ ის რომ ეს პროცესორები დამზადებულია 45ნმ-იანი ტექნო-პროცესით, რაც საშუალებას აძლევს პროცესორს იმუშაოს საკმაოდ მაღალ სიხშირეებზე. ჩვენ ხელთ არსებული Phenom II X4 920-ის სიხშირე შეადგენს 2.8Ghz-ს. მეორე თაობის Phenom-ები AMD-სთვის საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგალითისთვის ავიღოთ წინა თაობის ფლაგმანი Phenom X4 9950 BE, რომელიც მუშაობს 2.6GHz-ის ტოლ სიხშირეზე 2.0GHz-იანი HT-ით 1.25 ვოლტზე 140Watt-იანი ენერგომოხმარებით. რაც შეეხება კეშს: 2MB L2 და 4MB L3.

Phenom II X4 920-ს კი აქვს 6MB-ს ტოლი L3 კეში, უფრო მაღალი სიხშირე 2.8GHz (14x200), უფრო დაბალი ვოლტაჟი და ენერგომოხმარება 125Watt-ის ოდენობით. უნდა აღინიშნოს ისიც რომ მალე გამოჩნდება დედაპლატები DDR3-ის მხარდაჭერით, რომლებიც 5-10%-მდე გაზრდიან წარმადობას.

Phenom II X4 940BE-ს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი Overclocking-ში, რომელიც უმეტესწილად განპირობებულია იმით რომ Phenom II-ებს არ აქვთ არანაირი შეზღუდვა დაბალ ტემპერატურებზე, რაც საშუალებას იძლევა Phenom II-ის დარაზგონებას ისეთ სიხშირეებამდე როგორიცაა 6GHz და ზევით.

გარდა ოთხ-ბირთვიანი Phenom II-ისა gITec-მა მოგვაწოდა AMD-ს სამ-ბირთვიანი პროცესორი Phenom X3 8750 BE. 3 ბირთვი ცოტა არ იყოს და საუცხოოდ ჟღერს. X3 სერიამ განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიპოვა. საქართველოში მომხმარებლების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის მათი არსებობის შესახებ. Phenom X3-ების დადებით მხარეებში უნდა გამოვყოთ უაღრესად დაბალი ფასი, Multi-Tasking-ში საკმაოდ კარგი წარმადობა, და ჩვენს შემთხვევაში BE ანუ Black Edition ვერსიის განსაკუთრებული რაზგონის პოტენციალი რომელიც მიიღწევა ღია მამრავლის ხარჯზე, ისევე როგორც Intel-ის Extreme სერია, რომლის ფასი მოგეხსენებათ ხშირად აღემატება 1000$-ს.

  • ფოტო გალერეა

დააჭირეთ სურეთებს მაღალი რეზოლუციისათვის: 1600x1200

76415534defat.jpg

1100Watt-იანი TopPower-ის კვების ბლოკი.

3d93dba0485et.jpg

სატესტო სისტემა MSI K9A2 Platinum-ზე.

4d27294181f8t.jpg

Phenom II X4-ის ბირთვი.

  • Upvote 1
Posted

  • ტესტირება

სისტემა AMD-ის პროცესორებისათვის:

CPU ------ Phenom II X4 920 @ 3.5-3.7GHz, Phenom X3 8750 BE 3.0-3.2GHz

M/B ------ MSI K9A2 Platinum

Ram ----- 2x2GB 1066MHz Mushkin GT CL5 @ 1100Mhz

HDD ----- Seagate 320GB (16MB)

Video ---- HD4870 OC Edition 1GB

OS ------- Windows XP 32Bit

CPU Cooling ---- BOX

სისტემა Intel-ის პროცესორებისათვის:

CPU ------ C2Q Q9300 @ 3.4GHz (451x7.5), C2Q Q6600 @ 3.3GHz (8x415MHz), C2D E8400 4.1Ghz (9x460MHz)

M/B ------ Abit Quad GT (X38)

Ram ----- 2x2GB 1066MHz Apogee GT CL5 @ 1100Mhz

HDD ----- Seagate 320GB (16MB)

Video ---- 9800GX2

OS ------- Windows XP 32Bit

CPU Cooling ---- Asus Arctic Square

ამ ტესტში თქვენ საშუალება გექნებათ იხილოთ AMD-ს ახალი პროცესორების შესაძლებლობა Intel-ის სხვადასხვა პროცესორებთან შედარებით, როგორც Single-Task ტტესტებში ასევე Mutli-Tasking-ში. გარდა ამისა ტესტირებისას ჩვენ დავარაზგონეთ ყველა პროცესორი სტაბილურობის ზღვრამდე. ტესტირება ჩავატარეთ შემდეგ პროგრამებში: 3Dmark06, Fritz Chess, SuperPI და W-prime.

Fritz Chess Benchmark

07cc133a140d.jpg

Fritz Chess ძალიან კარგი ბენჩმარკია მრავალბირთვიანი პროცესორების სიმძლავრის გასაზომად. აქ,

SuperPI 1M

b6efd477689a.jpg

Super PI არის დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოლპულალური პროცესორების ბენჩმარკი. იგი არსებობს უკვე 1995 წლიდან. მისი მთავარი დანიშნულებაა SingleTasking-ში ტესტირება, ანუ ერთი პროცესის გამოთვლა. აქ ბირთვვების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

wPrime 32M

120fc06868dc.jpg

Wprime, საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. იგი გამოიყენება MutliTasking-ში ტესტირებისათვის. კარგათ განსაზღრავს მრავალბირთვიანი პროცესორების სიმძლავრეს.

3Dmark06 CPU Score (Default)

390de236ac7f.jpg

3Dmark06-ის CPU Score საკმაოდ ნათელ სურათს გვაძლევს პროცესორების მრავალი ოპერაციების შესრულების სიმძლავრეზე. ეს ბენჩმარკიც ოპიმიზირებულია მრავალბირთვიან პროცესორებზე.

  • დასკვნა

მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს, იმისათვის რომ მოგვცა საშუალება ასეთი ტესტირება ჩაგვეტარებინდა. მართალია ამ ტესტირებას აკლია ტესტები სხვადასხვა კომპიუტერული თამაშებიდან და სხვა პროგრამებიდან. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ტესტი გვიქმნის მეტ-ნაკლებად წარმოდგენას AMD-ს პროცესორებზე. AMD Phenom II პროცესორები უწევენ საკმაოდ ძლიერ კონკურენციას Intel-ის 4 ბირთვიან მოდელებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ Q6600 გამოვიდა 2007 წლის აპრილში და დღესაც კი AMD-ს უახლეს პროცესორების დონეზეა. AMD-ს 8750 X3 კი თავისი ფასის მიმართებაში ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს, მაგრამ სამწიხაროდ პროგრამებისა და თამაშების დიდი ნაწილი მის მე-3 ბირთვს ეფექტურად ვერ იყენებს.

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.