Jump to content

Recommended Posts

Posted

რა მაინტერესებს,დაუშვათ უკვეთავ რაღაც ნივთს ამაზონიდან ან სხვა საიტიდან,რო უნდა ჩამოატანინო,იმასაც ხო ფული უნდა და მაგ თანხას როგორ ანგარიშობენ წონით თუ სხვა

Posted

ნივთის ღირებულებას პლიუს ნივთის ჩამოტანის ფასი, პლიუს 12 ლარი ("დოკუმენტების მომზადების თანხა). აი მაგ თანხათა ჯამის 18% არის საბაჟო გადასახადი. პლიუს ერთი ლარი ბანკის საკომისიო :D

ერთი კვირის წინ ჩამოვიტანე და განვაბაჟე ნივთი და დანამდვილებით ვიცი ეგ ამბავი :)

Posted

აჰა,ანუ დავუშვათ შევუკვეთე რაღაც 300 ლარიანი ნივთი,განბაჟებაში რამდენი დამიჯდება?

Posted

აჰა,ანუ დავუშვათ შევუკვეთე რაღაც 300 ლარიანი ნივთი,განბაჟებაში რამდენი დამიჯდება?

ჩამოტანა რა დაგიჯდება ისიც უნდა მითხრა, რადგან 18% მაგიანად იანგარიშება.

Posted (edited)

და ნივთის ჩამოტანის ფასი განბაჟება არაა :ugly_confused2:

Edited by zV1
Posted

ჩამოტანა რა დაგიჯდება ისიც უნდა მითხრა, რადგან 18% მაგიანად იანგარიშება.

U2G ის ტრანსპორტირების ფასი არ ითვლება მგონი

Posted

U2G ის ტრანსპორტირების ფასი არ ითვლება მგონი

საუბედუროდ ითვლება :SNEMOTICON13:

Posted

თუ ჩამოტანის ფასი სხვაა და განვაჟების?

Posted

U2G ის ტრანსპორტირების ფასი არ ითვლება მგონი

საუბედუროდ ითვლება :SNEMOTICON13:

+1 :yes:

  • Upvote 1
Posted

თუ ჩამოტანის ფასი სხვაა და განვაჟების?

ჩამოტანის ფასი სხვაა და განბაჟების - სხვა. ჩამოტანის საფასური ყველა ნივთს აქვს, ხოლო განბაჟების - მხოლოდ მათ, რომელთა "აკუმულირებული ფასი" (ნივთის ფასს + ჩამოტანის ფასი + 12 ლარი) 300 ლარია ან უფრო მეტი. და ამ შემთხვევაში მაგ აკუმულირებულ ფასს (რომლის გადახდაც ისედაც გიწევს) ემატება მაგავე თანხის 18%, როგორც "დღგ", საბაჟო კანონის თანახმად.

-------------------------------------

მაგალითი:

მინდა ვიყიდო 165$-ად შეფასებული ტელეფონი. ვიყიდე, ჩამოტანა დამიჯდა 14$, ჯამში გამოვიდა 165+14=179$. როდესაც ჩამოვა საქართველოში, იმდღევანდელი ვალუტის კურსით გადმოიყვანენ მაგ თანხას ლარებში. ვთქვათ კურსი იყო 1.687, მაშინ ნივთი "დაგიჯდა" 301 ლარი და 97 თეთრი (179x1.687). ანუ უწევს განბაჟება. ამ შემთხვევაში გადამზიდავი გიმზადებს საბაჟო დოკუმენტაციას (რაც ღირს 12 ლარი), ნივთის ყიდვა-ჩამოტანის თანხას (301.97 ლარი) უმატებს დოკუმენტების საფასურს (12 ლარს) და მაგ თანხის 18% უნდა გადაიხადო ბანკში. ანუ გიწევს (301.97+12) x 0.18 = 56.5 ლარის ზედმეტად, საბაჟო "დღგ"-ს სახით გადახდა.

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.