X-treme user Posted May 27, 2011 Posted May 27, 2011 Corsair-მა განაცხადა, რომ წარმოების პროცესში აქვს ოპერატიული მეხსიერების ახალი ნაკრები Dominator GT CMGTX7, რომელსაც შეუძლია მუშაობა 2400 მჰზ-ზე - 1.65 ვ ძაბვაზე. ასეთი სიხშირე მართალია უკვე დიდი ხანია, რაც მიღწეულია, თუმცა 8 გბ-იან კომპლექტთან ის პირველად გვხვდება. ორი ცალი 4 გბ-იანი მოდული ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული მაჩვენებლითა და 9-11-10-30-1T ტაიმინგებით. მწარმოებლის თქმით, შესაფერისი მიკროსქემების მკაცრ შერჩევის პროცესს მხოლოდ 'პრეტენდენტთა' 1/20 გადის. ტესტირება სრულდება Intel P55 ჩიპსეტიან სისტემურ დაფაზე, რომლის სახელწოდებაც არ ხმაურდება. უნდა აღინიშნოს, რომ მათ SPD-ში ჩაშენებულია 1333 მჰზ-იანი სიხშირე - 9-9-9-24 და 1.5 ვ-თი. საფირმო ალუმინის რადიატორები DHX+ და ბეჭდური პლატები ოპტიმიზირებულნი არიან უფრო ეფექტური გაგრილებისათვის. მეტისმეტი გადახურებისაგან მოდულებს შესაძლებელია დაუყენდეთ ქულერი 2 ცალ 60 მმ-იანი ფენით - Corsair Airflow 2 GTL-იც. ხოლო პარამეტრული დისპლეი AirFlow Pro უზრუნველყოფს ტემპერატურისა და აღნიშნული ქვესისტემაზე დატვირთვის დონის ვიზუალურ ინდიკაციას. ორარხიანი კომპლექტი Corsair Dominator GT CMGTX7 უკვე ხელმისაწვდომია მწარმოებლის საიტზე - 500$-ად. IXBT 5
ANuB1S Posted May 27, 2011 Posted May 27, 2011 კატასტროფა ფასია! Transcend-ის 4-იანი კიტი, 2400 mHz-თა და 10-12-11-28 თაიმინგებით 85 $ ღირს :)
ბექა Posted May 27, 2011 Posted May 27, 2011 კატასტროფა ფასია! Transcend-ის 4-იანი კიტი, 2400 mHz-თა და 10-12-11-28 თაიმინგებით 85 $ ღირს "კაი" ფასში მეც ეგ ვიგულისხმე :D
Barca Posted May 27, 2011 Posted May 27, 2011 რაოოო ? 500 ობამა ? როგორც მიშა იტყოდა ძვირია ეგ "სავარცხელი" :D
სოსო Posted May 27, 2011 Posted May 27, 2011 ოპერების ფასები ყოველთვის გაბერილი ჰქონდა კორსაირს თუმცა კიტი ძალიან მაგარია :)
westsider Posted May 28, 2011 Posted May 28, 2011 კი კორსაირი უაზროდ ძვირია და მითუმეტეს დომინატორ ჯითი სერია
Barca Posted May 28, 2011 Posted May 28, 2011 კი კორსაირი უაზროდ ძვირია და მითუმეტეს დომინატორ ჯითი სერია ხო მაგრამ ეგ სერია მაინც კარგია ,ბლომად 3D მარკის რეკორდები აქვს მოხსნილი
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now