X-treme user Posted May 26, 2011 Posted May 26, 2011 კომპანია Philips-მა დაანონსა 27-დუიმიანი პრემიუმ-დისპლეი Brilliance 273P3L-ები, რომელიც TN მატრიცაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია (ღირებულება დაახლოებით 475$-ია). ის აღჭურვილია შუქდიოდური განათებითა და დახრის, ბრუნვის და სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობის მქონე უნივერსალური სადგამით. საფირმო ტექნოლოგია PowerSensor-ის საშუალებით, ხდება ელ.ენერგიის დაზოგვა: თუ მომხმარებელი გარკვეული დროით ტოვებს სამუშაო ადგილს, ავტომატურად ვარდება ეკრანის სიკაშკაშისა (მაქს. 395 კდ/მ2) და კონტრასტულობის დონე (მაქს. 500000:1 - დინამიური). გარდა ამისა, მონიტორის გაფართოება შეადგენს 1920x1080 პიქსელს, ხოლო გამოხმაურების დრო - 2 მ/წმ-ს. D-Sub, DVI და HDMI ვიდეოგასასვლელებთან ერთად, Brilliance 273P3L-ს გააჩნია USB-კონცენტრატორი სამ ცალ USB 2.0-ისათვის. მწარმოებლის პრეს-სამსახურის თქმით, მონიტორი გაყიდვაში ივნისის დასაწყისში გამოჩნდება, ზემოაღნიშნულ ფასად. Overclockers.ua 5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.