Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით ფორუმელნო.

დაგპირდით გამოვაცოცხლებ მეთქი ამ განყოფილებას და პირობას პირნათლად ვასრულებ, უბრალოდ ცოტა დაბალი ტემპით :D

გადავიდეთ საქმეზე...

იქიდან გამომდინარე რომ ამ სერიაზე არ მიდის ClockWorkMod Recovery გადავწყვიტე დამეწერა თუ როგორ დავაყენოთ არასტანდარტული Recovery Mode - Xrecovery და ასევე არასტანდარტული ROM.

#1 - პირველ რიგში შევინახოთ ყველაფერი (წინა თემიდან დავაკოპირებ)

პროგრამებისა და კონტაქტების შენახვა შენახვა

სანამ ახალ ROM-ს დავაყენებდეთ, რეკომდენებულია ყოველთვის შევინახოთ სისტემა, პროგრამები და კონტაქტები!

#1.1 - კონტაქტების შენახვა

შევდივართ კონტაქტებში, ვეხებით ან ვკლიკავთ Menu-ს, Import/Export, Export To SD Card და OK. დავაკვირდებით თუ შეივსო, ასევე დაიწერება კონტაქტების რაოდენობა.

თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც აღვწერე, შეაერთეთ კომპიუტერში

#1.2 - პროგრამების შენახვა

შესანახად გვჭირდება Titanium Backup Pro [გადმოწერა], დავაინსტალიროთ ტელეფონში, გავხსნათ, მოითხოვს Root უფლებებს, გადავალთ Backup/Restore-ზე, ვკლიკავთ ან ვეხებით Menu-ს, შემდეგ Filter, აქ მარტივად რომ მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი პროგრამები Filter By Type გადავრთოთ User-ზე და გვიჩვენებს მხოლოდ ჩვენ მიერ დაინსტალირებულ აპლიკაციებს და Apply. შემდეგ ისევ Menu/Batch და ავირჩიოთ Backup all user apps + system data, RUN და Select All apps, Kill all apps და Run the batch operation. დაიწყება შენახვის პროცედურა და წარმატებით დასრულდება

#2 - სუფთა ROM-ის დაყენება

Xrecovery-ს დაყენება რატომღაც საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა...

აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა სუფთა სისტემა და შემდეგ ჩაგვეტარებინა დამატებითი პროცედურები.

2.1 - კომპიუტერში შევაერთოთ მობილური და ავირჩიოთ Install PC Companion. დაინსტალირების პროცედურებს სავარაუდოდ თქვენითვე გააკეთებთ (თუ არადა მწვანეებში არაფერი გესაქმებათ :D). დაინსტალირების შევდივართ Support Zone/Phone Software Update - Start დაველოდოთ, გამოვა ახალი ფანჯარა სადაც თანმიმდევრობით იქნება ახსნილი თუ რა უნდა გავაკეთოთ:

1 - გამოვაძროთ USB კაბელი

2 - დავრწმუნდეთ რომ აკუმულატორი დატენილია მინიმუმ 50 %-ზე.

3 - გავთიშოთ მობილური და დაველოდოთ 5 წამი

4 - მობილურზე დავაწვეთ Back ღილაკს და ღილაკზე აუშვებლად ვაერთებთ USB კაბელს

დაველოდოთ. თავის საქმეს რომ მორჩება გვეტყვის კაბელი გამოაძრეთ და ჩართეთო. ჩვენც ვქმნათ ასე... :P

არ შეგეშინდეთ რამდენიმე წუთი დაჭირდება პირველ ჩართვას.

#3 - დარუთვა, Xrecovery-ს დაინსტალირება და სხვა მამაძაღლობები :D

პირველ რიგში ვიწერთ Flashtool-ს [გადმოწერა ], ამოვაარქივოთ, გავუშვათ X10FlashTool.exe ადმინისტრატორის უფლებებით(Run As Administrator), მობილურში ჩავრთოთ USB Debugging Mode > Settings/Applications/Development/ USB Debugging-ის მასწვრივ მდებარე ჩამქვრალ წეროს მოვეფეროთ, Ok და აინთება :D ახლა შევაერთოთ USB კაბელი.

3.1 Flashtool-ში დავაკლიკოთ Root-ს და დაველოდოთ, მობილური გადაიტვირთება, ჩართვის შემდეგ ავიღოთ ხელში მობილური, მოვიყვანოთ მუშა მდგომარეობაში.

3.2 Flashtool-ში კიდევ დავკლიკოთ Ask Root Perms, მობილურში ამოხტება ფანჯარა და დავაწვეთ Allow-ს.

3.3 Flashtool-ში დავკლიკოთ Optimize და დაველოდოთ, მობილური ისევ გადაიტვირთება ხოლო ჩართვას შეიძლება 5 წუთამდე დაჭირდეს. არ შეგეშინდეთ დაელოდეთ.

ჩართვის შემდეგ ვიმეორებთ 3.2-ს და Flashtool-ში ვკლიკავთ Xrecovery, დაველოდებით და დაინსტალირების შემდეგ ტელეფონი მუშა მდგომარეობაში რომ მოვა ისევ და ისევ Flashtool-ით შეგვიძლია მისი გამოყენება > Advanced/Xrecovery/Reboot Into Xrecovery, მობილური გადაიტვირთება და შევა არასტანდარტულ Recovery Mode-ში, რომლიდანაც უკვე შეგვიძლია სხვადასხვა არაოფიციალური ROM-ის დაყენება. Xrecovery Mode-ში სხვა ხერხითაც შეგიძლიათ შევლა, ვთიშავთ ტელეფონს და Sony Ericsson-ის წარწერა რომ გამოჩნდება რამდენჯერმე ვაჭერთ Back ღილაკს.

#4 - ROM-ის დაყენება

ვიწერთ ჩვენი მობილურის შესაბამის ROM-ს

ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ

თუ თქვენი მოწყობილობა ვერ იპოვეთ ჩამონათვალში აქ გადადით და ალბათ იპოვით, თუმცა სანამ ROM-ს დააყენებდეთ წაიკითხეთ ინფო კონკრეტული ROM-ის შესახებ, სტაბილურია თუ იქრეშება და ა.შ...

მე ყველაზე ნამდვილად ვერ დავწერ, რადგან უამრავი Android მოწყობილობაა...

თუ ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ROM, გადმოვწეროთ, .ZIP ფაილი დავაკოპიროთ SD Card-ზე, შევიდეთ Xrecovery Mode-ში(ზემოთ ვისაუბრე თუ როგორ შევიდეთ Xrecovery Mode-ში). სანამ დაყენებაზე გადავიდოდეთ გეტყვით რომ ხმის აწევა ჩაწევით შეგიძლიათ Xrecovery-ში მოძრაობა :D დადასტურება კი ან ერთი ოთხკუთხედის აღმნიშვნელი ღილაკით, რომელიც Xperia X10 Mini Pro-ს შუაში აქვს. შევასრულოთ შემდეგი პროცედურები: Wipe data/factory reset - YES, , Wipe cache partition - Yეს. შემდეგ Install ZIP From SD Card/Choose ZIP From SD CARD ავირჩიოთ გადმოწერილი ROM და გავუშვათ ინსტალაცია.

დაველოდოთ, დაახლოებით 2-3 წუთი დაჭირდება. პროცედურის მორჩენას შეამჩნევთ, გადახვალთ Xrecovery-ს მთავარ განყოფილებაში და დაკლიკავთ Reboot System-ზე, პირველი ჩართვისას რამდენიმე წუთი შეიძლება დასჭირდეს ყველაფერის გაანალიზებას...

ჩართვის შემდეგ ალბათ ყველაფერს მიხვდებით...

ავტორი: გიგა ჩოხელი (ANuB1S)

მხოლოდ და მხოლოდ Overclockers.GE-სთვის.

  • Upvote 1
Posted

ხოდა AL1eN ის ტელეფონის წვალების და გაუპატიურების შედეგით :D

Posted

ხოდა AL1eN ის ტელეფონის წვალების და გაუპატიურების შედეგით :D

:lollol: :lollol:

Posted

ხოდა AL1eN ის ტელეფონის წვალების და გაუპატიურების შედეგით :D

სამაგიეროდ ხო გასიამოვნებს დღეიდან რამდენიმე თვის მანძილზე :D

Posted

აუ გიგა გაიხარეეეეეე ხვალ არ მეცლება და ზეგ დავიწყებ "მაიმუნობას" :D :miyvarxar:

Posted

შედარება არაა რა. სად 2.1 და სად 2.3.3 იმენა ზე სისტემაა რა.

  • 2 weeks later...
Posted

xperia x10 mini pro ze es ro vichalicho gamova rame ?

რა თქმა უნდა, მაგაზე ვიჩალიჩე მე :)

Posted

მაგაზე მაქვს დაყენებული . პროსტა კამერას ავტოფოკუსს უბრიდავს და ვერაფერში გამოიყენებ კამერას :D

მარა მე შევწირე კამერა ამ მშვენიერ სისტემას :)

Posted

და ეს სისტემა რო დავაყენო რა მოგებას ვნახავ ? გეხვეწებით მოპკლედ მითხარით რა

Posted

და ეს სისტემა რო დავაყენო რა მოგებას ვნახავ ? გეხვეწებით მოპკლედ მითხარით რა

რა მოგებას ნახავ და ისეთი XPERIA გექნება, როგორიც არ გქონია :D

აჰა ეს ROM ფაილი Click

რომელიმე ჰოსტინგიდან გადმოწერე

ესეც ფიქსები

http://www.multiupload.com/50VO3ZJ7U9

http://www.multiupload.com/5F5Q09B4MC

http://www.multiupload.com/OG8OR11SVK

http://www.multiupload.com/R5UZ3ABQM9

http://www.multiupload.com/C7JNZPBPY9

ROM-ის დაყენების შემდეგ დაარესტარტე, ჩაირთოს სისტემა, მერე გადატვირთე ისევ, შედი Recovery-ში და დააყენე ყველა (რომის გარდა რა თქმა უნდა :D), იგივენაირად.

Posted

რა მოგებას ნახავ და ისეთი XPERIA გექნება, როგორიც არ გქონია :D

+ მილიონი. წარმადობაც კი 2-3 ჯერ გაიზარდა. + ამას cpu დარაზგონების ფუნქციაც აქვს

  • 2 weeks later...
Posted

sony ericsson xperia x10a ჩამომივიდა AT&T ქსელში იყო ჩართული და სიმ როგორ განვბლოკო დამეხმარეთ და თუ უეჩველი ფასიანია რამე იაფი საიტი მითხარით ისეთი არ მინდა 40$ რო გირს, ადრე მახსოვს 10$ იყო მაგრამ ვერ მივაგენი

პლზ დამეხმარეთ

  • 5 weeks later...
Posted

მეშველა :D FlashTool-ით ჩავწერე ახალი ვერსია რომელიც Update-ში არ იყო :D 2.1.1.C.0.0

დიდი მადლობა გიგას და ალიენის ჭკვიან ტელეფონს :D

:*

მაგრად მეშინოდა გაკეთების დროს :gigi:

Posted

გიგა xRecovery-ს ახალი ვერსიები სად ვნახო X8-სთვის? Flash Tool-მა Alpha ვერსია დამიყენა და ცუდად მხვდება თვალში :D

Posted

xda ზე ნახე იქნება.

http://forum.xda-developers.com/forumdisplay.php?f=846

Posted

xda ზე ნახე იქნება.

http://forum.xda-developers.com/forumdisplay.php?f=846

გაიხარე

ისე ახალი Flash Tool რომ გამოვა იმას ექნება განახლებული ალბათ და იქიდანვე გავაკეთებ 2.9XXX ბეტა ვნახე მარა არ გადმომიწერია 2.8X-ით დავფლეშე

Posted

Floyo (2.2.5) 1.0B HACKDROID-ს ვიწერ უნდა დავაყენო.

თუ იცით ვინმემ როგორი ვერსიაა?

http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=914513

პრობლემები არა აქვს

Bugs: None, Market crash fixed.
Posted

Floyo (2.2.5) 1.0B HACKDROID-ს ვიწერ უნდა დავაყენო.

თუ იცით ვინმემ როგორი ვერსიაა?

http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=914513

პრობლემები არა აქვს

ეხლა დავაყენებ. 2.3.4 არ მომწონს კამერის პონტში vga რეზოლუციაზე დაყავს ჩემი 5mp :( და არ მაწყობს.

Posted

ეხლა დავაყენებ. 2.3.4 არ მომწონს კამერის პონტში vga რეზოლუციაზე დაყავს ჩემი 5mp :( და არ მაწყობს.

მაგრად მომწონს კარგადაც მუშაობს ერთადერთი პრობლემა მაქვს ვინც იცით, Status Bar-ზე Battery Icon იცვლება თავისით და რა დროს და რატომ ვერ ვხვდები :user: არა და სტოკი უფრო ლამაზია :D

სქრინებს მოგვიანებით დავდებ ეხლა იტენება

Posted

z0lgn0hugp8mq6say748.png8rn6xjremts39v71hyz.pngjne99o9cjh9hmjqlqrsg.png

n8imaf8xqu10jgyfcia.pngtk23jfqzmrnw2rehm2z1.pngfluy6j6qpefri5q4zsuc.png

HACKDROID

Floyo 1.0 (2.2.5)

Xperia X8 E15i

Posted

z0lgn0hugp8mq6say748.png8rn6xjremts39v71hyz.pngjne99o9cjh9hmjqlqrsg.png

n8imaf8xqu10jgyfcia.pngtk23jfqzmrnw2rehm2z1.pngfluy6j6qpefri5q4zsuc.png

HACKDROID

Floyo 1.0 (2.2.5)

Xperia X8 E15i

აუ მაგ ამინდის პროგრამას რა ქვია არ იცი?

Posted

აუ მაგ ამინდის პროგრამას რა ქვია არ იცი?

Fancy Widget 1.3.0

თვითონ მოყვა 2.3.5-ზე არ იმუშავა

ესეც ლინკი, ROM-დან ამოვიღე http://bin.ge/file/43225/Fancy-Widget-1-3-0.7z.html

Posted

იმუშავა?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.