Jump to content

Recommended Posts

Posted

დღეს, Intel-ის პრაის-ლისტში უნდა გამოჩნდეს ოთხი Pentium პროცესორი LGA 1155-ზე, ასევე ორი Core i5 და ერთი Core i3 მოდელი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცვლილებები დათარიღებული იქნება 22 მაისით, მაგრამ ფაქტიურად, დოკუმენტის ახალი რედაქცია კომპანიის საიტზე ორშაბათს დილით გამოჩნდება. ამგვარი ტექნიკური დაყოვნება ხელს არ უშლის აღნიშნული CPU-ების თავისუფალ გაყიდვებს ევროპისა და იაპონიის მაღაზიებში.

8b514af9314c15e3225b1d2a07e0b3a6.jpg

პროცესორების მახასიათებლები და მარკირება, ჩვენთვის უკვე ცნობილია:



  • Pentium G850 (SR05Q) -> 2.9 გჰზ, $86;
  • Pentium G840 (SR05P) -> 2.8 გჰზ, $75;
  • Pentium G620 (SR05R) -> 2.6 გჰზ, $64;
  • Pentium G620T (SR05T) -> 2.2 გჰზ, $70.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პროცესორი დანარჩენებისაგან გამოირჩევა 65-დან 35 ვ-მდე შემცირებული TDP-თი, დაიწია მისმა გრაფიკული ქვესისტემის სიხშირემ - 850-დან 650 მჰზ-მდე. Pentium G6xx განსხვავდება Pentium G8xx სერიისაგან DDR3-1066 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერით, ნაცვლად DDR3-1333-ისა.

ec57228d1320b268283e72f71f139547.jpg

გაყიდვაში გამოვიდა LGA 1155-ზე შესრულებული სამი სხვა CPU-ც, რომელთაგანაც ორს გააჩნია გრაფიკული სისტემის ბლოკების 'გაძლიერებული' რაოდენობა.



  • Core i5-2405S (SR0BB) -> 2.5 გჰზ, $205;
  • Core i5-2310 (SR02K) -> 2.9 გჰზ, $177;
  • Core i3-2105 (SR0BA) -> 3.1 გჰზ, $134.

დარჩა მხოლოდ Intel-ის საიტზე ახალი პრაის-ლისტის გამოქვეყნება და ახალი მოდელების ანონსის დასკვნითი სტადია, შეიძლება უკვე შემდგარად ჩაითვალოს.

  • Upvote 2
Posted

Pentium-ები თუ კიდევ გამოდიოდა არ ვიცოდი

Posted

Pentium-ები თუ კიდევ გამოდიოდა არ ვიცოდი

კი გამოდის და კიდევ გამოვა როგორც ვატყობ

უბრალოდ ეს ის პენტიუმები არ არის 478 და 775 სოკეტზე რომ იყო

ახალ არქიტექტურაზეა და 32 ნანომეტრულია

აქ არის პროცესორების ოჯახები რომლებსაც ოფიციალურად დღემდე უშვებს ინტელი

დესკტოპზე, სრევერულები ცალკეა

http://www.intel.com/products/desktop/processors/index.htm

მათ შორის სელერონებიც არის ოღონდ 775 სოკეტზე

Posted

ქართულ ბაზარზე აქვს გათვლილი რა გინდათ :D

პენტიუმ 7-ს დაარქმევენ ამას :chojinfc:

Posted (edited)

ქართულ ბაზარზე აქვს გათვლილი რა გინდათ :D

პენტიუმ 7-ს დაარქმევენ ამას :chojinfc:

lollol.gif სადღაც უკვე მოვისმინე პენტიუმ 7 !... ალბათ იყიდება ჩვენთან უკვე D.gif

Edited by f-22raptor
Posted

ქართულ ბაზარზე აქვს გათვლილი რა გინდათ :D

პენტიუმ 7-ს დაარქმევენ ამას :chojinfc:

ცვეტში ეგრეა :givi:

Posted

სელერონი ვიცოდი რო კიდე გამოდიოდა.. 2010 წლის გამოშვებულ ლეპტოპებს უყენიათ ბევრს. მათ შორის ჩემი კურსელებისასაც :D

Posted

მეც ვნახე ეხლა ეგ ინფო http://lenta.ru/news/2011/05/23/pentium/ ნეტა რამდენათ სუსტია ჩემ ეხლანდელ პროცესორზე რაზგონზეც და ისეც იგგრებში

Posted (edited)

P8 მაზერების პრეფიქსი, Pentium სერია პროცესორები და ახალი ფრთაშესხმული "პენწიუმ 8" :xelitavi:

Edited by ზუბა
  • 1 month later...
Posted

მოვიდა პენტიუმ 8 ები ნუბებისთვის :SNEMOTICON13:

Posted

ეს რომ აქ შემოუტანონ ხალხი ერთ ამბავს ატეხავს პენტიუმ 6 ები გამოვიდაო :xelitavi:

Posted

ეს რომ აქ შემოუტანონ ხალხი ერთ ამბავს ატეხავს პენტიუმ 6 ები გამოვიდაო :xelitavi:

ექვსებიც აქვთ უკვე აქ :drug:

Posted

ექვსებიც აქვთ უკვე აქ :drug:

ეგრე I7 პენტიუმ 7 ყოფილა :D

ნეტავ ამის რაზგონის საქმე როგორ იქნება ?

Posted (edited)

ამაზე მაგარი პენწიუმი სად გინახიათ? :yes:

mafia2.png

Edited by sauron
Posted

ამაზე მაგარი პენწიუმი სად გინახიათ? :yes:

mafia2.png

მაგარიპენწიუმია. ეგ ცვეტში 9 ის ნაწილებით იქნება lf1rw.gif :lollol:

Posted

ამაზე მაგარი პენწიუმი სად გინახიათ? :yes:

mafia2.png

ხომ ვთქვი მართლა კარგია :)

Posted

ხომ ვთქვი მართლა კარგია :)

მე მარტო იმიტო არ ვიყიდი რო პენტიუმიქვია :D ცუდი მოგონენები :D

Posted

პენწიუმები ეძახეთ და core 2 duo-ს სახეს აძრობს ეგ პენტიუმი

და თავის დროზე პენტიუმი უძლიერესი პროცესორი იყო

Posted

ეგრე I7 პენტიუმ 7 ყოფილა :D

ნეტავ ამის რაზგონის საქმე როგორ იქნება ?

არ რაზგონდება.

-------------------------

ეჰ რა ვეღარ მოვრჩი ჩემი სტატიის დამთავრებას ამ ქართული მაღაზიების გადამკიდე :ugly_wink:

Posted

არ რაზგონდება.

-------------------------

ეჰ რა ვეღარ მოვრჩი ჩემი სტატიის დამთავრებას ამ ქართული მაღაზიების გადამკიდე :ugly_wink:

რომელი სტატიის ?

Posted

რომელი სტატიის ?

secret :miyvarxar:

მაგრად გავწელე უსიამოვნო პრობლემების გამო.

Posted

secret :miyvarxar:

მაგრად გავწელე უსიამოვნო პრობლემების გამო.

ეგრე მე რამდენი ხანია მინდა დავდო GF 100 სერიის არქიტექტურის მიმოხილვა მაგრამ ვერადავერ დავადგი საშველი სწავლის გადამკიდე :D

ისე ეს პროცესორები აქ რომ შემოიტანონ მაგრად გაიყიდება ,მაინც პენტიუმია და ხალხი რომ გაიგებს ახალი პენტიუმი გამოვიდაო ......:D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.