Jump to content

Recommended Posts

Posted

zero-touch1.jpg

zerotouch.jpg

სენსორული დისპლეები დღეისათვის აბსოლუტურად განსხვავებულ მოწყობილობებში გამოიყენება; თითქოსდა ტექნოლოგიურ ასპექტში უახლოეს მომავალში არაფერი პრინციპიალურად ახალი არ უნდა გამოჩნდეს, რადგანაც ამჟამინდელი ტაჩ-პანელები ყველა მოთხოვნას პასუხობს და სრულიად აკმაყოფილებს მომხმარებელს. მიუხედავად ამისა, ტეხასის უნივერსიტეტის A&M ახალგაზრდა სპეციალისტებმა ალტერნატიული ტექნოლოგია წარმოადგინეს — ინფრაწითელი მულტისენსორული პანელი, რომელიც ოფიციალურად ვანკუვერში კონფერენციაზე CHI (Computer Human Interaction) იქნება წარმოდგენილი.

ჯონათან მელერი (Jonathan Moeller), პროექტის ერთ-ერთი მონაწილე უნივერსიტეტთან A&M არსებული ლაბორატორიიდან Interface Ecology Lab, სენსორული ეკრანი აღწერა როგორც ჩარჩო, რომელიც ათასობით ინფრაწითელ სხივს გამოასხივებს, და სენსორები, რომლებიც მათ კვეთას უთვალთვალებს. მიიღება რაღაც ოპტიკური სინათლის ველის მსგავსი. პერიმეტრის გარშემო განთავსებული 256 ინფრაწითელი სენსორი მიღებულ მონაცემებს პირდაპირ კომპიუტერს გადასცემენ. შედეგად, ასეთი ჩარჩოს ნებისმიერ ეკრანზე დაყენებით (გამონაკლისის გარეშე), იგი შეიძლება მულტისენსორულად აქციოთ.

გამოგონებას ტრადიციულ სენსორულ პანელებთან შედარებით რამოდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ოპტიკური სენსორული პანელი ნებისმიერი საგნის შეხებაზე რეაგირებს, მათ შორის თითებისაც და სტილუსისაც. მეორე, ჩარჩოს მუშაობა ეკრანის გარეშეც შეუძლია, მიიღება რაღაც ვირტუალური სიბრტყის მსგავსი, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი კომპიუტერს სივრცით ჟესტურ ბრძანებებს გადასცემს.

წყარო:gizmowatch.com

  • Upvote 3
Posted

საინტერესოა !... ყველა ეკრანის მულტისენსორულად ქცევა !thumbsup.gif

Posted

საინტერესოა !... ყველა ეკრანის მულტისენსორულად ქცევა !thumbsup.gif

ხო დათო მაგარი იქნება :)

Posted

მგონი ხმამაღალი არ იქნება თუ ამ საგანს ინოვაციურს ვუწოდებთ :unsure:

Posted

მართლა ძალინ საჭირო და საინტერესო რამაა

ეს ასე ვთქვათ ალბათ მომავალში კონკურენციას გაუწევს სენსორულ დისპლეის და ხალხს აღარ მოუწევს მეტის გადახა სენსორულ დისპლეიში

Posted

მართლა ძალინ საჭირო და საინტერესო რამაა

ეს ასე ვთქვათ ალბათ მომავალში კონკურენციას გაუწევს სენსორულ დისპლეის და ხალხს აღარ მოუწევს მეტის გადახა სენსორულ დისპლეიში

ხო ლევან ეს სწორედ ასე იქნება

ყოველშემთხხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს თუ არაფერი შეიცვალა უახლოეს მომავალში

Posted

ხო ლევან ეს სწორედ ასე იქნება

ყოველშემთხხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს თუ არაფერი შეიცვალა უახლოეს მომავალში

ერთი ის შეიძლება შეიცვალოს რომ ეგ გამოგონება რომელიმე გიგანტმა კომოპანიამ იყიდოს და მოსპოს კონკურენციის გამო :D

მაგრამ მაგის შემქნელებმა იციან რომ წარმატება გარანტირებული აქვთ ,ცოტა დახვევწვა მაგ ტექნოლოგიის და ეგაა :chojinfc:

+1 მართალს ბრძანებ აბსოლუტურად

ფაქტიურად არ ყავთ კონკურენტები და მემგონი არც ეყოლებათ კაი ხანი,თუ მართლა რომელიმე გიგანტმა კომპანიამ არ შეიძინა

ამას კი მემგონი ჯერჯერობით არავინ აპირებს

ასე რომ მისი შემქმნელები უდარდელად უნდა იყვნენ (ჯერჯერობით მაინც :D)

Posted

ხო დათო მაგარი იქნება :)

ჰო წესით უნდა იყოს.... :)

Posted

მთლად ახალი ტექნოლოგიაც არ არის. ერთმა ქართველმა გამოიყენა იდენტური ტექნოლოგია (ინფრაწითელი ტალღები) და შექმნა Microsoft Suface-ს მსგავსი zBoard, დაახლოებით 1 წლის წინ მგონი.

Posted

მთლად ახალი ტექნოლოგიაც არ არის. ერთმა ქართველმა გამოიყენა იდენტური ტექნოლოგია (ინფრაწითელი ტალღები) და შექმნა Microsoft Suface-ს მსგავსი zBoard, დაახლოებით 1 წლის წინ მგონი.

მართლა?პირველად მესმის

აბა თუ სადმე ნახე მსგავსი რამ ლინკი დადე

გადავხედავ

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.