Barca Posted May 20, 2011 Posted May 20, 2011 კომპანია NVIDIA -ს პარტნიორ ფირმებს შორის რომელთაც წარადგინეს ახალი GeForce GTX 560 სერიის ვიდეო ბარათები არის კომპანია ZOTAC იც ,რომელმაც მსგავსად სხვა ფირმებისა წარმოადგინა 3 სხვადასხვა GTX 560.პირველი სტანდარტული დიზაინით და მონაცემებით,მეორე 2GB მეხსიერებით და მესამეც ცნობილი AMP! Edition სერიის წარმომადგენელი რომელსაც აქვს არასტანდარტული გაგრილების სისტემა. მოდით პირველ რიგში ვთქვათ თუ რა აქვთ საერთო და განსხვავება Zotac ის ამ სამ GTX 560 ს და შემდეგ ცალ-ცალკე ვნახოთ თითოეული მათგანის სიხშირეები და სხვა მონაცემები. საერთო: სამივე მათგანს აქვს 336 CUDA პროცესორი. ასევე სამივეს აქვს ისეთი ტექნოლოგიების მხარდაჭერა როგორიცაა: Direct X11 Shader Model 5.0 ით ,CUDA ,Blu-Ray 3D , Open GL 4.1 , SLI , HDMI 1.4a და PhysX. 256 bit ინტერფეისის მქონე მეხსიერება. განსხვავება: 1GB იან (რომელიც პირველ სურათზეა ) და 2GB იან ვერსიას აქვს Dual DVI ,HDMI და Display პორტები ხოლო AMP ! Edition ს DVI და HDMI. სხვაობაა მათი მეხსიერების სიდიდეში და სიხშირეებში რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ. პირველი მათგანია სტანდარტული სიხშირეების და მეხსიერების მქონე ZOTAC GeForce GTX 560 1GB მეხსიერებით (ზედა სურათებზე ). მას აქვს 256 bit ინტერფესის მქონე 1024MB ანუ 1GB GDDR5 მეხსიერება. მისი პროცესორის სიხშირეა 820 MHz,CUDA პროცესორის 1640 MHz ,GDDR5 მეხსიერების 4008 MHz. რეკომენდირებული კვების ბლოკი ამ ვიდეო ბარათისთვის არის 450 W სიმძლავრის მქონე. იგი აღჭურვილია მხოლოდ ერთი Fan ით გაგრილებისთვის. მეორე მათგანია 2GB ვერსია (ზედა სურათზე) რომელიც ჩვეულებრივ 1GB იანზე ცოტათი გრძელია. მას 256 bit ინტერფეისის მქონე 2048MB ანუ 2GB GDDR5 მეხსიერება აქვს. მისი პროცესორის სიხშირეა სტანდარტული 820 MHz,CUDA პროცესორის 1640 MHz ,GDDR5 მეხსიერების 4008 MHz.(ისევე როგორც 1GB იანი ვერსიის). რეკომენდირებული კვების ბლოკი ამ ვიდეო ბარათისთვის არის ასევე 450 W სიმძლავრის მქონე. და მისი გაგრილების სისტემაც აღჭურვილია ერთი Fan ით. ბოლო მესამე და შეიძლება თამამად ითქვას ,რომ ZOTAC ის საუკეთესო სერიის AMP! Edition ის წარმომადგენელი GTX 560 თავისი მონაცემებით აღემატება ზემოთ აღწერილ ორივე GTX 560 სერიის ვიდეო ბარათს. Zotac ის ამ სერიის ვიდეო ბარათები ყოველთვის გამორჩეულია,მათ შორის ეს მოდელიც. მსგავსად პირველი მოდელისა ამასაც აქვს 256 bit ინტერფეისის მქონე 1024MB ანუ 1GB GDDR5 მეხსიერება. მისი პროცესორის სიხშირეა 950 MHz,CUDA პროცესორის 1900 MHz ,ხოლო GDDR5 მეხსიერების 4400 MHz. მსაგავსად წინა 2 მოდელისა ამ მოდელისთვისაც რეკომენდუირებული კვების ბლოკის სიმძლავრეა 450 W. ისევე როგორც ყველა AMP ! Edition სერიის ვიდეო ბარათები ესეც გამოირჩევა საკმაოდ კარგი გაგრილების სისტემით რომელიც შედგება 2 ცალი Fan ისგან. როგორც ვხედავთ ეს უკანასკნელი GTX 560 AMP ! Edition სერიიდან მართლაც ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათია კომპანია ZOTAC ის მიერ წარმოებული GTX 560 ებს შორის. ამ ვიდეო ბარათების ფასი 200 დოლარიდან ზემოთ არის. 1 Quote
სოსო Posted May 21, 2011 Posted May 21, 2011 hm ზოტაკი... მაგარია ზოტაკი დავაფასე თუმცა მე მაინც 560 Ti მინდა ან 570 :D Quote
გათი Posted May 22, 2011 Posted May 22, 2011 hm ზოტაკი... მაგარია ზოტაკი დავაფასე თუმცა მე მაინც 560 Ti მინდა ან 570 ვერ ვიტან ბოლოშI ეგ რომ აქვს ზაფხულის ბოლოს ვნახოთ თუ მექნება იმდენი ფული რომ კვებაც გამოვცვალო, 560-ს ვიყიდი. ზოტაკისას, სტანდარტულს. 2GB რაში მჭირდება და მითუმეტეს AMP კიდე... ნორმალურ ფასად ყიდის. Quote
სოსო Posted May 22, 2011 Posted May 22, 2011 რას ლაპარაკობ ლეგენდა კარტა იყოს პირველი ნვიდია Ti :D Quote
Barca Posted May 23, 2011 Author Posted May 23, 2011 Ti სერიას რას ერჩით თუ არ ვცდები პირველად 2004 ში გამოჩნდა ეს ბოლო GTX 550 და 560 Ti განსაკუთრებით კარგი გამოუვიდათ Quote
George Posted May 23, 2011 Posted May 23, 2011 საერთოდ სუყველა კარგია 500 სერიის კარტებიდან და ვის რა პერფორმანსის კარტა უნდა იმას დაითრევს, ნუ GTX580 და GTX590-ი უფრო 3D-ისთვისაა კარგი ისე ნამეტარი ძლიერი ეხლანდელი იგრებისთვის მაგრამ მაინც ეგენიც არაა ცუდი კარტები მთლიან ჯამში და მაინც ეყიდებათ Quote
გათი Posted May 24, 2011 Posted May 24, 2011 Ti სერიას რას ერჩით თუ არ ვცდები პირველად 2004 ში გამოჩნდა ეს ბოლო GTX 550 და 560 Ti განსაკუთრებით კარგი გამოუვიდათ 550 ნაგავია... 560 თI კი ბატონო, მაგრამ მე მაინც მირჩევნია 30 დოლარით (თუ უფრო მეტი) იაფი გადავიხადო და 560 ვიყიდო :D Quote
George Posted May 30, 2011 Posted May 30, 2011 Computex 2011 - ZOTAC GeForce GTX 560 Multiview http://guru3d.com/news/computex-2011--zotac-geforce-gtx-560-multiview/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.