X-treme user Posted May 20, 2011 Posted May 20, 2011 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Dell-ი მიმდინარე წლის ივნისში გეგმავდა პლანშეტ Streak Pro-ს გამოშვებას, ცნობილი აპრილში გახდა. ეს გახლავთ 10-დუიმიანი გაჯეტი Android-ზე, რომელიც, როგორც ირკვევა, მიიღებს ამ ოპერაციული სისტემის უახლეს ვერსიას. მისი გაბარიტები შეადგენს 261 x 176,4 x 12,9 მმ-ს, ხოლო წონა კი 720 გ-ს. გარდა ამისა, ეკრანის გაფართოებაა 1280x800-ზე, აღჭურვილი იქნება 1 გბ DDR2-თა (რომლის მოცულობის გაზრდაც ხდება SD-ბარათის საშუალებით) და 16, 32 ან 64 გბ ფლეშ-მეხსიერებით, ბაზისად კი წარმოდგენილია ერთკრისტალიანი პლატფორმა NVIDIA Tegra 2. მოწყობილობის არსენალში აგრეთვე შესულია უკაბელო კავშირის საშუალებები - 802.11 b/g/n Wi-Fi და Bluetooth 2.1, 2 და 5 მპ-იანი კამერები წინა/უკანა მხარეს შესაბამისად. როგორც იუწყებიან, ავტონომიურ რეჟიმში Dell Streak Pro იმუშავებს 12-სთ-მდე. მოსალოდნელია LTE-ს მხარდაჭერაც. მომხმარებლისთვის პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ოთხი ფერის ოპციით: შავი, ლურჯი, წითელი და ვარდისფერი. Tweakers.net, IXBT 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.