Pczone.ge Posted 4 hours ago Posted 4 hours ago უფასო ქართული FPS კალკულატორი + Bottleneck https://pczone.ge/fps/ 200+ ვიდეობარათი (GTX 950-დან RTX 5090-მდე, VRAM-ით) 180+ პროცესორი (Core Ultra 200S და Ryzen 9800X3D-ის ჩათვლით) Bottleneck ანალიზი — CPU vs GPU ბალანსის შემოწმება 16 პოპულარული თამაში უფრო ზუსტი FPS გამოთვლა Dark / Light რეჟიმი რაიმე ბაგს თუ შეამჩნევთ, ან რომელიმე კომპონენტი თუ არ არის ჩამონათვალში; დამიწერეთ და შემდეგ განახლებაში გამოვასწორებ. Quote
მათე Posted 2 hours ago Posted 2 hours ago საიტი AI-ს შექმნილია? 1 ჩამოსაშლელ სიას რომ აჩენს ყველა მოდელი არ ჩანს. სანამ ხელით არ ჩაწერ არც კი იცი შეგიძლია თუ არა რომ ეგ აირჩიო. 2 არჩევის მერე ჩამონათვალში მარტო შენ მიერ არჩეულ მოდელს ანახებს. 3 გრაფიკა ულტრა გადართვა, როცა 4k-ზე დგას, პრესეტსაც ულტრაზე რთავს. დანარჩენები არცერთს არ რთავს პრესეტს. რაღაც უცნაური დამოკიდებულებებია მაგ 3 (გრაფიკა, პრესეტი, გარჩევადობა) სეთინგებს შორის 4 თუ ვიდეო ან cpu არ აქვს არჩეული და გამოთვლას დააჭერ კარგი იქნება გააწითლოს მაგ ველის ინპუთის ირგვლივ ისევე როგორც ამწვანებს არჩევის მერე. 5 მონიტორის განახლების სიხშირის არჩევაც უნდა იყოს. დაბლა დავწერ რატომ. აი ამ სურათზე პრესეტი ultra მაქსიმუმი, გრაფიკა ultra, 4k გარჩევადობა FPS 105 რანაერადაა ეს შეფერხება თუ 60 hz-იანი 4k მაქვს? ან აქ თუ 120 hz-იანი 4k მაქვს Quote
Pczone.ge Posted 1 hour ago Author Posted 1 hour ago 1 სია ძალიან დიდია შესაბამისად უმჯობესია რომ სრულად არ იშლებოდეს. არ მგონია რაიმე ისეთ პროცესორს ან ვიდეო ბარათს ეძებდე რაც არ არის დამატებული. თუ მაინც ვერ პოულობ რასაც ეძებ, ალბათ ძალიან იშვიათი პროცესორია მაგრამ არც ეგ არ არის პრობლემა. სისტემატიურად დაემატება. 2 (კითხვას ვერ მივხვდი) 3 პრესეტი არის სწრაფი ვარიანტი რომ მინიმალური და მაქსიმალური FPS გამოთვალო. შეგიძლია პრესეტი არ გამოიყენო და გარჩევადობა და გრაფიკა ცალცალკე აირჩიო. თუმცა დახვეწა ჭირდება. 4 კარგი შენიშვნაა მომეწონა, შემდეგ აფდეითში გავაკეთებ. 5 მონიტორის განახლების სიხშირეებიც დაემატება შემდეგში. კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის აწყობილი. საიტი ვორდპრესია. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.