rezo-j Posted 15 hours ago Posted 15 hours ago სალამი ბიჭებს, ასეთი რამე მინდა ვინაიდან magticom-ი უარზეა რომ მისი wi-fi როუტერი G-97RG6W გადაიყვანოს bridge mode-ში და ასევე უარზეა მომცეს მასში შესვლის პაროლი, გადავწყვიტე მას მივუდგა ჩემი საკუთარი როუტერი NETGEAR Nighthawk AX12 (AX6000, RAX120, V2), ის იქნება wi-fi-ის გამანაწილებელიც და ლოკალური ქსელის მმართველიც, ხოლო G-97RG6W-ზე მთლიანად გავათიშინებ magticom-ს wi-fi ინტერნეტს (ისედაც მხოლოდ 2.4 GHZ-ის გაცემის საშუალება ჰქონდა) და ჩემს როუტერზე NETGEAR-ზე შეავაერთებ ყველა მოწყობილობას რაც LAN-ზეა მათ შორის ჩემს PC-ს რომელზეც SAMBA სერვერი მაქვს აწყობილი და მაქედან კითხულობს ფაილებს ამავე ქსელში LAN-ით ჩართული NVDIA SHIELD TV PRO 2019, ასევე PS5 Pro-ც ლანზეა. ამასთან ამავე როუტერის wi-fi-ზე გადავიყვან ყველა მოწყობილობას: მობილური ტელეფონები, ლეპტოპი და რაც მთავარია PLAYSTATION PORTAL-ი, რომელსაც მაგთის როუტერი და 2.4 5 GHZ საერთოდ ვერ ერეოდა და ყველა ამათ დავსვავ მხოლოდ 5 GHZ-ზე (2.4 GHZ-ს სრულიად ამოვიღებ ხმარებიდან ვინაიდან ძალიან დაბინძურებულია მეზობლების როუტერებიდან, ხოლო 5 GHZ სრულიად თავისუფალია და ბურთი და მოედანი მთლიანად ჩემია), ჩემთან სტალინური სქელი კედლებია და მიუხედავად იმისა რომ მარტო 5 GHZ მინდა, წესით NETGEAR-ს უნდა ეყოს გამტანობა რომ 120 კვმ სახლი სრულად დამიფაროს მეშის გარეშე. ასე რომ მინდა კონფიგურაცია როგორ დავაკავშირო ეს ორი როუტერი ერთმანეთთან და მინდა კონფიგურაცია რა გავუწერო ჩემს როუტერს პროგრამულად მის მენიუში და რა მოვთხოვო მაგთის თუ რამე არის მოსათხოვი და არიან რამის გამკეთებლები, ერთი ის ვიცი რომ bridge mode-ში თავიანთი როუტერის გადაყვანაზე უარზე არიან, ალბათ იმიტომ რომ კონტროლის დაკარგვა არ უნდათ. ვინაიდან NETGEAR-ის როგორც Wi-Fi Access Point (AP)-ად გადაკეთება არ მინდა, იმიტომ რომ დავკარგავ მაგ როუტერის ბევრ ბენეფიტს თუნდაც QoS-სს, ამიტომაც მინდა რომ NETGEAR-ს "მთავარი" როუტერის სტატუსი არ დავუკარგო, დალშე ეს არის ინფორმაცია რაც ჩემით მოვჩხრიკე: 1) უნდა ვთხოვო მაგთის (არ ვიცი რამდენად გაიგებენ ან თუ გაიგებენ გააკეთებენ თუ არა), რომ NETGEAR-ს გამოუყონ შიდა სტატიკური Static IP WAN, მაგალითად 192.168.1.2 და მიაბან მის MAC ადრესს. 2) ეს 192.168.1.2 IP გადაიტანონ DMZ-ში 3) ასევე უნდა ვთხოვო მაგთის რომ DHCP რეინჯი იწყებოდეს 192.168.1.10-დან ზემოთ (ქსელის სისუფთავისთვის) 4) NETGEAR-ში შიდა ქსელს გადავიყვან 192.168.1.1-გან განსხვავებულ IP-ზე მაგალითად 192.168.50.1 ანუ NETGEAR-ში პარამეტრები შემდეგნაირად გაიწერება: IP Address:: 192.168.1.2 (ეს არის ის IP, რომელსაც Magti-ს DMZ Host-ში მინდა რომ ჩასვას). IP Subnet Mask: 255.255.255.0 Gateway IP Address: 192.168.1.1 (ეს არის Magti-ს როუტერის მისამართი) Primary DNS: 8.8.8.8 (Google-ი) Secondary DNS: 1.1.1.1 (Cloudflare-ი) DHCP Range: 192.168.1.10 - 192.168.1.254 LAN IP Address: 192.168.50.1. აბა რას ფიქრობთ Quote
vechny Posted 4 hours ago Posted 4 hours ago მაგთის როუტერი > შენი როუტერი > დივაისები. მაგთის როუტერს სულ გაუთიშე wifi ღილაკით და გექნება შენი როუტერი. ეგრე მაქ ჩემი და მუშაობს რავი. ბრიჯის გარეშე ასე რო შვები არ შვება? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.