Jump to content

Recommended Posts

Posted

სალამი ბიჭებს, ასეთი რამე მინდა
ვინაიდან magticom-ი უარზეა რომ მისი wi-fi როუტერი G-97RG6W გადაიყვანოს bridge mode-ში და ასევე უარზეა მომცეს მასში შესვლის პაროლი, გადავწყვიტე მას მივუდგა ჩემი საკუთარი როუტერი NETGEAR Nighthawk AX12 (AX6000, RAX120, V2), ის იქნება wi-fi-ის გამანაწილებელიც და ლოკალური ქსელის მმართველიც, ხოლო G-97RG6W-ზე მთლიანად გავათიშინებ magticom-ს wi-fi ინტერნეტს (ისედაც მხოლოდ 2.4 GHZ-ის გაცემის საშუალება ჰქონდა) და ჩემს როუტერზე NETGEAR-ზე შეავაერთებ ყველა მოწყობილობას რაც LAN-ზეა მათ შორის ჩემს PC-ს რომელზეც SAMBA სერვერი მაქვს აწყობილი და მაქედან კითხულობს ფაილებს ამავე ქსელში LAN-ით ჩართული NVDIA SHIELD TV PRO 2019, ასევე PS5 Pro-ც ლანზეა. ამასთან ამავე როუტერის wi-fi-ზე გადავიყვან ყველა მოწყობილობას: მობილური ტელეფონები, ლეპტოპი და რაც მთავარია PLAYSTATION PORTAL-ი, რომელსაც მაგთის როუტერი და 2.4 5 GHZ საერთოდ ვერ ერეოდა და ყველა ამათ დავსვავ მხოლოდ 5 GHZ-ზე (2.4 GHZ-ს სრულიად ამოვიღებ ხმარებიდან ვინაიდან ძალიან დაბინძურებულია მეზობლების როუტერებიდან, ხოლო 5 GHZ სრულიად თავისუფალია და ბურთი და მოედანი მთლიანად ჩემია), ჩემთან სტალინური სქელი კედლებია და მიუხედავად იმისა რომ მარტო 5 GHZ მინდა, წესით NETGEAR-ს უნდა ეყოს გამტანობა რომ 120 კვმ სახლი სრულად დამიფაროს მეშის გარეშე.

ასე რომ მინდა კონფიგურაცია როგორ დავაკავშირო ეს ორი როუტერი ერთმანეთთან და მინდა კონფიგურაცია რა გავუწერო ჩემს როუტერს პროგრამულად მის მენიუში და რა მოვთხოვო მაგთის თუ რამე არის მოსათხოვი და არიან რამის გამკეთებლები, ერთი ის ვიცი რომ bridge mode-ში თავიანთი როუტერის გადაყვანაზე უარზე არიან, ალბათ იმიტომ რომ კონტროლის დაკარგვა არ უნდათ.

ვინაიდან NETGEAR-ის როგორც Wi-Fi Access Point (AP)-ად გადაკეთება არ მინდა, იმიტომ რომ დავკარგავ მაგ როუტერის ბევრ ბენეფიტს თუნდაც QoS-სს, ამიტომაც მინდა რომ NETGEAR-ს "მთავარი" როუტერის სტატუსი არ დავუკარგო, დალშე ეს არის ინფორმაცია რაც ჩემით მოვჩხრიკე:

1)  უნდა ვთხოვო მაგთის (არ ვიცი რამდენად გაიგებენ ან თუ გაიგებენ გააკეთებენ თუ არა), რომ NETGEAR-ს გამოუყონ შიდა სტატიკური Static IP WAN, მაგალითად 192.168.1.2 და მიაბან მის MAC ადრესს.
2) ეს 192.168.1.2 IP გადაიტანონ DMZ-ში
3) ასევე უნდა ვთხოვო მაგთის რომ DHCP რეინჯი იწყებოდეს  192.168.1.10-დან ზემოთ (ქსელის სისუფთავისთვის)
4) NETGEAR-ში შიდა ქსელს გადავიყვან 192.168.1.1-გან განსხვავებულ IP-ზე მაგალითად 192.168.50.1 ანუ NETGEAR-ში პარამეტრები შემდეგნაირად გაიწერება:
 

   IP Address:: 192.168.1.2 (ეს არის ის IP, რომელსაც Magti-ს DMZ Host-ში მინდა რომ ჩასვას).
   IP Subnet Mask: 255.255.255.0
  
Gateway IP Address: 192.168.1.1 (ეს არის Magti-ს როუტერის მისამართი)
    Primary DNS: 8.8.8.8 (Google-ი)
   Secondary DNS: 1.1.1.1 (Cloudflare-ი)
    DHCP Range: 192.168.1.10 - 192.168.1.254
   LAN IP Address192.168.50.1.

აბა რას ფიქრობთ

 

 

Posted

მაგთის როუტერი > შენი როუტერი > დივაისები. მაგთის როუტერს სულ გაუთიშე wifi ღილაკით და გექნება შენი როუტერი. 

ეგრე მაქ ჩემი და მუშაობს რავი. ბრიჯის გარეშე
ასე რო შვები არ შვება?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.