Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა ყველას ❤️ გადავწყვიტე გამეხსნა თემა ელექტრო ტრანსპორტზე, უფრო კონკრეტულად ისეთი მოდელების განხილვაზე, როგორიცაა SurRon, Apollo, Stark ან მათთან მიახლოებულ მსგავს ელექტრო ბაიკებზე / სკუტერებზე. რადგან საქართველოში უკვე შემოვიდა ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული ბრენდები, ერთ თემას მგონი აუცილებლად იმსახურებს :) 

დღეს ეს მიმართულება ძალიან სწრაფად ვითარდება - ელექტრო ტრანსპორტი გვთავაზობს ეკოლოგიურობას, დაბალ ხარჯებს და საკმაოდ მაღალ დინამიკასაც. ბევრისთვის ეს უკვე არა მხოლოდ გასართობი, არამედ ყოველდღიური გადაადგილების რეალური ალტერნატივაა. საქართველოში ამ მიმართულებით ინტერესი ყოველდღე იზრდება, და ბევრი კითხვაც ჩნდება:

🔹როგორია ჩვენი გზები და ინფრასტრუქტურა ელექტრო ბაიკებისთვის?
🔹 რა კანონები და რეგულაციები მოქმედებს (თუ მოქმედებს) მათი რეგისტრაციისა და მართვისას?
🔹 სად ვიპოვო კარგი ნაწილები, აქსესუარები, აკუმულატორები?
🔹 როგორია რეალური ექსპლუატაცია — ზაფხულში/ზამთარში, ქალაქში თუ სოფლებში?
🔹 რა გამოცდილება აქვთ სხვებს SurRon/Apollo ან სხვა ელექტრო ტრანსპორტით?

ამ თემაში შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, შთაბეჭდილებები, ტექნიკური დეტალები, პლიუსები და მინუსები, ასევე ვისაუბროთ ტიუნინგზე, ნაწილებზე, კანონმდებლობაზე და რეალურ გამოყენებაზე ქალაქსა თუ ოფროუდზე.

თუ გაქვთ ან სამომავლოდ შეძენას გეგმავთ SurRon, Apollo ან მსგავსი ელექტრო ტრანსპორტის — ან უბრალოდ გაინტერესებთ ეს თემა — შემოგვიერთდით და ჩაერთეთ დისკუსიაში 👍

დავიწყოთ Surron-ით.

613673069_17907762519313234_117752130623


ქართული Facebook გვერდი: E-Ride Georgia
ოფიციალური ვებ-გვერდი: www.sur-ron.com

mymarket.ge შემხვდა Suron-ის ბრენდი: 

504020825_17881890042313234_380074663192

⚡ Sur-Ron Light Bee X — 2025 წლის მოდელი | სპეციფიკაცია

მოდელი: Sur-Ron Light Bee X (2025)

  • მაქსიმალური სიჩქარე: 80 კმ/სთ

  • მაბრუნებელი მომენტი: 266 ნმ

  • მაქსიმალური სიმძლავრე: 8 კვტ

  • ბატარეა: 60V / 40Ah (ლითიუმ-იონი, მოხსნადი)

  • კონტროლერი: Field-Oriented Control (FOC) ჭკვიანი კონტროლერი

  • დამუხტვის დრო: დაახლოებით 3 საათი

⚙️ შასი და დაკიდება

  • წინა დაკიდება: ჩანგალი ჰაერი + ზამბარა

    სვლა: 267 მმ

     

🛑 მუხრუჭები

  • მუხრუჭები: რეგენერაციული, 4-პისტონიანი დისკები

📏 ზომები და წონა

  • წონა: 56 კგ

  • მაქსიმალური ტვირთამწეობა: 100 კგ

  • სავარძლის სიმაღლე: 830 მმ

💰 ფასი

  • ფასი: 4,400 $

mymarket.ge შემხვდა Apollo-ს ბრენდი.

ოფიციალური ვებ-გვერდი: www.rfnbike.com
ნაწილები: Parts

609706001_17906201535313234_313574002052

⚡ Apollo RFN Rally Pro — 2025 წლის მოდელი | სპეციფიკაცია

მოდელი: Apollo RFN Rally Pro (2025)

  • მაქსიმალური სიჩქარე: 80 კმ/სთ

  • მაბრუნებელი მომენტი: 305 ნმ

  • მაქსიმალური სიმძლავრე: 12.5 კვტ

  • ბატარეა: 74V / 43Ah Lithium

  • დამუხტვის დრო: დაახლოებით 3 საათი

⚙️ შასი და მართვა

  • Reverse რეჟიმი: დიახ (მაქს. 8 კმ/სთ)

  • კონვერტაცია: სავარძლის მოხსნით გარდაიქმნება trial bike-ად

📏 ზომები და წონა

  • წონა: 68 კგ

  • მაქსიმალური ტვირთამწეობა: 123 კგ

  • სავარძლის სიმაღლე: 860 მმ

💰 ფასი

  • ფასი: 4,800 $

ბოლოს ყველაზე ძლიერი ელეტრო ბაიკი Stark-ის ბრენდი: Husky Motopark | Tbilisi

product_carousel_red_1_desktop.webp

ვებ-გვერდი: Stark Varg Official Dealer in Georgia
ოფიციალური ვებ-გვერდი: starkfuture.com

ვიდეოები:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.