X-treme user Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 კომპანია HP-მ გუშინ წარმოადგინა თავისი ახალი, ელეგანტური, LCD-მონიტორი - x2301 და წყაროზე დაყრდნობით, ის ლიმიტირებული ვერსიით გამოვა. ის სასიამოვნო და თვალწარმტაცი დიზაინით გამოირჩევა, ხოლო მისი დაუჯერებლად თხელი პანელის სისქე სულ რაღაც 9.8 მმ-ია. მისი ეკრანის ზომა 23 დუიმია, გახლავთ full HD (1920 x 1080) და აღჭურვილია LED-ბექლაიტით. გარდა ამისა, მისი ფერთა სიღრმე 72%-ია, დინამიური კონტრასტულობის დონე კი 8000,000:1-ზე (სტატიკურზე ინფორმაცია არ ვრცელდება). ასევე, გამოხმაურების დრო შეადგენს 3 მ/წმ-ს და გააჩნია HP-ის საკუთარი BrightView ტექნოლოგიაც იქიდან გამომდინარე, რომ მონიტორი ასეთი სისქისაა, გასაკვირი არ არის, რომ ყველა პორტი მის ქვედა მხარეს განათავსეს, რომელშიც შედის DVI და VGA. x2301 ხელმისაწვდომი ივნისის 10-დან იქნება და ეღირება 279.99$. ZDNet, VR-Zone 3 Quote
fashisti Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 მისი ფერთა სიღრმე 72%-ია ეს ვერ გავიგე რაღაც... წინათ ფერთა სიღრმის პროცენტული მაჩვენებელი არსად შემხვედრია და 100% როგორია რეალობაში როგორცაა თუ? Quote
ოთო Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 იაფია თუ მეჩვენება?? რაღაცაშია აქ საქმე, ამდენი არ უნდა ღირდეს რა მატრიცაზეა?? სხვა ინფორმაცია რო გამოვა მერე გავარკვიოთ როგორია, რაც შეეხება დიზაინს, მკვლელოა :D Quote
George Posted May 18, 2011 Posted May 18, 2011 ტნ მატრიცაზე იქნება წესით, მასე იაფი PVA ან იპს-ზე არ იქნებოდა HP მითუმეტეს Quote
X-treme user Posted May 19, 2011 Author Posted May 19, 2011 ბოდიში, გამომრჩა, რა თქმა უნდა ტნ მატრიცაზეა. Quote
f-22raptor Posted May 19, 2011 Posted May 19, 2011 მაგარია... დიზაინიც საკაიფოა, მაგრამ ყოფილიყო ბარემ 2 მ/წმ ! Quote
Barca Posted May 20, 2011 Posted May 20, 2011 კარგია ფასითაც ! ქვემოთ , რომ ანათებს ეგეც მომწონს :D Quote
sauron Posted May 22, 2011 Posted May 22, 2011 და ასეთი თხელი რომაა რაიმე მინუში ხომ არ ექნება ხარისხში? :ugly_confused2: Quote
Barca Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 და ასეთი თხელი რომაა რაიმე მინუში ხომ არ ექნება ხარისხში? არა რა მინუსი ,ამაზე თხელი მოდელიც გამოუშვიათ სხვა ფირმებს იდეალური ხარისხით Quote
ოთო Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 და ასეთი თხელი რომაა რაიმე მინუში ხომ არ ექნება ხარისხში? კი, რო მიაწვე შეიძლება გადატყდეს Quote
Barca Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 ეგ თავის თავად ,აბა ასეთ "ფურცელზე" ხელი რომ ცოტა მაგრად მოგიხვდეს შეიძლება გაიტრუპოს :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.