X-treme user Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 კომპანია HP-მ გუშინ წარმოადგინა თავისი ახალი, ელეგანტური, LCD-მონიტორი - x2301 და წყაროზე დაყრდნობით, ის ლიმიტირებული ვერსიით გამოვა. ის სასიამოვნო და თვალწარმტაცი დიზაინით გამოირჩევა, ხოლო მისი დაუჯერებლად თხელი პანელის სისქე სულ რაღაც 9.8 მმ-ია. მისი ეკრანის ზომა 23 დუიმია, გახლავთ full HD (1920 x 1080) და აღჭურვილია LED-ბექლაიტით. გარდა ამისა, მისი ფერთა სიღრმე 72%-ია, დინამიური კონტრასტულობის დონე კი 8000,000:1-ზე (სტატიკურზე ინფორმაცია არ ვრცელდება). ასევე, გამოხმაურების დრო შეადგენს 3 მ/წმ-ს და გააჩნია HP-ის საკუთარი BrightView ტექნოლოგიაც იქიდან გამომდინარე, რომ მონიტორი ასეთი სისქისაა, გასაკვირი არ არის, რომ ყველა პორტი მის ქვედა მხარეს განათავსეს, რომელშიც შედის DVI და VGA. x2301 ხელმისაწვდომი ივნისის 10-დან იქნება და ეღირება 279.99$. ZDNet, VR-Zone 3
fashisti Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 მისი ფერთა სიღრმე 72%-ია ეს ვერ გავიგე რაღაც... წინათ ფერთა სიღრმის პროცენტული მაჩვენებელი არსად შემხვედრია და 100% როგორია რეალობაში როგორცაა თუ?
ოთო Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 იაფია თუ მეჩვენება?? რაღაცაშია აქ საქმე, ამდენი არ უნდა ღირდეს რა მატრიცაზეა?? სხვა ინფორმაცია რო გამოვა მერე გავარკვიოთ როგორია, რაც შეეხება დიზაინს, მკვლელოა :D
George Posted May 18, 2011 Posted May 18, 2011 ტნ მატრიცაზე იქნება წესით, მასე იაფი PVA ან იპს-ზე არ იქნებოდა HP მითუმეტეს
X-treme user Posted May 19, 2011 Author Posted May 19, 2011 ბოდიში, გამომრჩა, რა თქმა უნდა ტნ მატრიცაზეა.
f-22raptor Posted May 19, 2011 Posted May 19, 2011 მაგარია... დიზაინიც საკაიფოა, მაგრამ ყოფილიყო ბარემ 2 მ/წმ !
sauron Posted May 22, 2011 Posted May 22, 2011 და ასეთი თხელი რომაა რაიმე მინუში ხომ არ ექნება ხარისხში? :ugly_confused2:
Barca Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 და ასეთი თხელი რომაა რაიმე მინუში ხომ არ ექნება ხარისხში? არა რა მინუსი ,ამაზე თხელი მოდელიც გამოუშვიათ სხვა ფირმებს იდეალური ხარისხით
ოთო Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 და ასეთი თხელი რომაა რაიმე მინუში ხომ არ ექნება ხარისხში? კი, რო მიაწვე შეიძლება გადატყდეს
Barca Posted June 4, 2011 Posted June 4, 2011 ეგ თავის თავად ,აბა ასეთ "ფურცელზე" ხელი რომ ცოტა მაგრად მოგიხვდეს შეიძლება გაიტრუპოს :D
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now