Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Seagate-მა წარმოადგინა მყარი დისკი GoFlex Satellite, რომლის მთავარი თავისებურებაც იმაში მდგომარეობს, რომ მას გააჩნია უკაბელო ინტერფეისი და იკვებება ელემენტის საშუალებით.

500 გბ-იანი პროდუქტი გათვლილია მობილური მოწყობილობებთან კავშირზე - Wi-Fi 802.11 b/g/n-ის საშუალებით. ამისათვის კი, მათ უყენდებათ უფასო პროგრამა GoFlex Media, თუმცა შესვლა შესაძლებელია უბრალო ბრაუზერის გამოყენებითაც. ჯერჯერობით, GoFlex Media App ხელმისაწვდომია Apple iOS ოპერაციული სისტემების მქონე გაჯეტებისათვის: iPad, iPhone და iPod. Android ვერსიის გამოშვება ზაფხულშია დაგეგმილი.

d125eb8e6d28c1171baeb6843fd09a8a.jpg

377eeddc605f559df5f24412602c0213.jpg

ერთდროულად, ერთ დისკს შეუძლია სამი მობილური აქსესუარის 'მომსახურება'. ლითიუმ-პოლიმერული აკუმულატორული ელემენტი კი უზრუნველყოფს 25 სთ-იან მუშაობას ლოდინის რეჟიმში ან 5 სთ-ს - ნაკადური ვიდეოს უწყვეტი ტრანსლაციის შემთხვევაში. კომპლექტში შესულია დამტენი მოწყობილობები როგორც სტაციონარულ ელექტრო ხაზებისათვის, ასევე ავტომობილის საბორტო ქსელებისთვისაც.

კომპიუტერთან დაკავშირება შესაძლებელია კაბელური გზითაც, USB 3.0 ინტერფეისის მეშვეობით.

პრე-ორდერების მიღება უკვე წარმოებს და მისი ფასი შეადგენს 200$-ს. მომარაგებები კი ივლისის თვიდან დაიწყება.

  • Upvote 3
Posted

კაი იდეაა

სპეც მომხმარებელზეა გათვლილი

ტან მსგავსი რამ ცოტაა მობილურ სეგმენტში

Posted

მე თუ მკითხავ 500GB-ისთვის არც ძვირია

Posted

კაი იდეაასპეც მომხმარებელზეა გათვლილიტან მსგავსი რამ ცოტაა მობილურ სეგმენტში

მე თუ მკითხავ 500GB-ისთვის არც ძვირია

+1

Posted

+ 1 და რა მანძილზე საინტერესოა ? ისე ფასიც ნორმალურია !

Posted

საკაიფო რამეა ნამდვილად !

არც ფასია დიდად გაბერილი. ნაკლები რო იყოს კაი იქნებოდა მაგრამ მაინც :D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.