X-treme user Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 კომპანია Lenovo-ს ოფიციალურ საიტზე განახლდა კომპაქტურ ნოუთბუქ ThinkPad-ების შედარებითი ცხრილები და მსურველებს უკვე საშუალება ეძლევათ, რომ მეტი შეიტყონ ძალზედ თხელ ThinkPad X1-ის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი ამ თვეში გახდება. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ X1 თავისი შესაძლებლობებით უფრო მოდელ X200-ის მსგავსი იქნება. ის აღჭურვილია Windows 7 პროფესიონალური რედაქციით, SuperSpeed USB 3.0 გასასვლელით, მყარი დისკების დაცვის სისტემა - Hard Storage Drive protection-ით. სხვა თავისებურებებთან ერთად, მხოლოდ X1-სთვის არის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც, ნოუთბუქის ელემენტის გამოყენება ხდება უფრო ეფექტურად და მისი 80%-ით დატენვა სულ რაღაც 30 წუთშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ხარისხიანი ეკრანის მოყვარულები შეაფასებენ მის IPS-მატრიცას, რომელიც გაცილებით დეტალურად გადმოსცემს ფერთა პალიტრას და გააჩნია უკეთესი ხედვის კუთხეები - ბიუჯეტურ ანალოგებთან შედარებით. წყარო 2 Quote
მიშა Posted May 17, 2011 Posted May 17, 2011 სხვა თავისებურებებთან ერთად, მხოლოდ X1-სთვის არის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც, ნოუთბუქის ელემენტის გამოყენება ხდება უფრო ეფექტურად და მისი 80%-ით დატენვა სულ რაღაც 30 წუთშია შესაძლებელი. საინტერესოა რამხელა რესურსი აქვს აკუმულატორს, ასე სწრაფად თუ იტენება, ალბათ მალე გახდება გამოსაცვლელი, არა? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.