Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა, ადმინისტრატორის სახელით ვერ შევდივარ ჩემს Silknet როუტერზე. ადრე ვიყენებდი Silknet/Silknet@dmin-ს და ყველაფერი მუშაობდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ორი კითხვა მაქვს:
- იცით, ამჟამად რომელი პაროლი გამოიყენება?
- თუ hard reset გავაკეთებ, როუტერის პარამეტრები აღდგება თუ ინტერნეტზე წვდომას მთლიანად დავკარგავ?

Posted

ალბათ ვიღაცამ იქიდან შეცვალა, ხანდახან როცა ხელოსანი მოდის სილკნეტიდან ეგ ცვლის ხოლმე მაგას, ჩემთან ისევ ეგ ძველი პაროლია, რესეტით ჩემთან არაფერი უბერავს, ერთადერთი დაცდა ჭირდება ცოტა ხნით ტელევიზია რომ ჩაირთოს + თუ გქონდა დაბრიჯული სხვა როუტერით ეგ ოპერაციაც განულდება და ხელმეორეთ უნდა შეყარო ნასტროიკები, ისე ინტერნეტთან კონექტი არ ირღვევა ჩემთან როუტერის რესეტის შემდეგ

Posted

მადლობა, შეგიძლიათ მითხრათ, როგორ გადავტვირთო hard reset? როგორია პროცედურა? და როგორ ხდება კომპიუტერთან bridge? არის რაიმე სწრაფი ინსტრუქციები? ახლახან მივუთითე ჩემი კომპიუტერი DMZ პარამეტრებში.

Posted

სადმე კნოპკა უნდა ქონდეს როუტერს რესეტის და მაგას დაჭირდება ცოტა ხნით მიჭერა, თუ თითით ვერ წვდები, რუჩკითაც შეიძლება ან ფანქრით მაგის გაკეთება და მერე რომ აუშვებ განულდება ყველაფერი და დაცდა ჭირდება ცოტა ხნით, რამე შეცვლილი თუ გქონდა ყველაფერი თავიდან უნდა შეიყვანო, დაბრიჯვა აქ იყო აღწერილი როგორც შეიძლება: https://www.overclockers.ge/index.php?/topic/50229-silknet-ის-როუტერის-cabsat-გაბრიჯვა/ მანდ ყველა ტიპის როუტერზე არ გამოვა მაგის გაკეთება, ვაიფაიზე აღარ მახსოვს თავიდან უნდა ჩალიჩი დაბრიჯვის შემდეგ თუ რჩება ნასტროიკები ,მგონი თავიდან სილკზე, სილკის როუტერზე უნდა გამორთო დაბრიჯვის წინ ვაიფაი უკვე

 

Posted

გაუმარჯოს მგონი შეცვლა დაიწყეს პაროლების იმიტორო მე ჩემი პაროლი მქონდა ეგ აღარ მუშაობს მეორე რაუტერთანაცმაქ წვდომა სადაც default უნდა ყოფილიყო და იქაც არ მუშაობს.

Posted

მოკლედ რაუტერიც დავარესეტე და

Silknet

Silknet@dmin

მაინც არ მუშაობს რაუნდოდათ ეხლა მიდი და იმკითხავე რაარი. 

Posted

ანუ აკლიკავ 192.168.100.1 ბრაუზერში და მაგ ლოგინით და პაროლით აღარ შედის ხო როგორც მივხდი, რომელი მოდელი გიყენია, შეიძლება ახალ მოდელებზე დაიწყეს უფრო მაგის გაკეთება, ჩემთან აშკარათ არაფერი შეცვლილა ჯერ, თუმცა მე რუსთავში მიყენია მაგას თუ აქვს მაგაზე რამე გავლენა და сabsat ძველი მოდელია 203 მგონი, აქ არ მქონია აქამდე ეგ პრობლემა ჯერ-ჯერობით წლების მანძილზე რაც ეგ როუტერი მიყენია, ვა იმდღეს შედიოდა ჩემთანაც და ეხლა აღარ შედის, რაღაცა გოთვერნობა დაუწყიათ, ან პაროლი შეცვალეს ან რაღაცა სხვა სეთინგი აყენია რომეოიც აღარ გიჭვებს როუტერის ნასტროიკებში, იქიდან გაუშვეს რაღაც კამანდა მემგონი ან პრაშივკა გაანახლეს რას გაიგებ ERR_CONNECTION_RESET წერს ჩემთან ბევრჯერ რომ ვაკლიკავ მოგვიანებით, მერე მოვძებნი რამე სხვა პაროლი ხომ არაა ეხლა, ფორუმ-ჯიზე წერენ ხოლმე ეგეთებს ხშირათ, თუმცა თუ იქიდან ახალი შეცვლილია შეიძლება არავის არ ქონდეს მაგის სოლუშენი, თუ იფიქსება საერთოდ

რაღაცა გაანახლეს აშკარათ, დავარესეტებ მოგვიანებით მეც, ეხლა ტვ უყურებენ და გაითიშება ლოლ, საინტერესო ისაა რომ სეთინგები არ გაუნულებიათ, ისევ გახსნილია პორტები, მაგრამ ეხლა აუტომატურათ რომ იცლება ყოველი ჩართვის შემდეგ 2 ან 3 იპ დაბლოკილია, ხელით რომ შევყარე ჩემ კომპზე 192.168.100.3 ეგრევე გამწვანდა ბიტკომეტის პორტი, ეგ იმის ნიშანია რომ რაღაცა გაანახლეს გლობალურათ სილკნეტში მაგრამ ნასტროიკების განულების გარეშე, ეხლა უნდა დავადგინოთ რა პაროლი და ლოგინია განახლებულზე, მაგი ვინმემ უნდა იცოდეს უკვე, ისე რას გაიგებ

ლოლ რა დაუყენებიათ ეხლა იკაიფე:

user და user, აბა ცადე შენც მე შემიშვა, ბანალურათ მეორე ძველი ვარიანტი ჩაუწერეს ეტყობა გლობალურათ რახან ყველა ჩხირკედელაობდა ძველი ვარიანტით როგორც ჩანს და აფუჭებდა რაღაცეებს, ეგ ძველი პაროლი იყო ალტერნატიული, წლების უკან მგონი ცოტა ხნით ეყენა ეგეც სილკს, თუმცა არ ვიცი რატომ დაჭირდათ მაგის შეცვლა, მოკლეთ არ ვარგებულა ეგ პაროლი, მანდ ბლომათ სეთინგები აკლია, აი რა დააყენეს ეხლა ადმინზე არ ვიცი, ეგ უნდა იპოვო მოკლეთ ყველაფერი რომ გამოჩნდეს, ადმინის პაროლია ეხლა შეცვლილი სადაც პორტების გახსნაც მოსულა 

დიდი ალბათობით ეს პრობლემა იქნება უფრო https://nlevshits.com/obnaruzhena-uyazvimost-routerov-gruzinskoj-telekommunikaczionnoj-kompanii-silknet/ ანუ მოუწიათ შეცვლა პაროლების სხვა რომ აღარ შემძვრალიყო შენ როუტერში

ისე ეხლა რომ როუტერი დავარესეტო გახსნილი პორტები მთლიანათ დამებლოკება უკვე, არ ღირს ჯერ მაგის გაკეთება, როგორც ჩანს შეიცვალა დეფოლტ პაროლი და ლოგინი, მარტო მუშაობს user user შეზღუდული უფლებებით, ადმინის ლოგინის პარილი ახალი დაუყენებიათ რაღაც და მაგი თუ ვინმემ არ გითხრა არაა ადვილი დასადგენი ეხლა რას იყენებენ

მოკლეთ სტატიკურ ip-ზე გადავიყვანე და გასწორდა პორტების პრობლემა, ანუ პორტები ისევ გახსნილია, მარტო შეუცვლია პარილი როუტერებზე სილკნეტს ადმინის უფლებებით, რახან user user კი მუშაობს ეხლაც, ამიტომ როუტერში შესვლა აღარ გამოვა და ჩავუწერე ჩემთან სტატიკური იპ და ამუშავდა, როუტერში 192.168.100.3 მქონდა გახსნილი პორტები მე კიდე ავტომატურათ DHCP სერვერი ეხლა 192.168.100.2 მანიჭებდა, ამიტომ პორტები დაბლოკილი იყო და როუტერში ვერ შევდივარ რომ ისევ 192.168,100.2 გადამეყვანა, სულ ცვლის მაგას ჩემთან თუ არ მიანიჭე სტატიკური იპ, მანდ კი ხანდახან შეიძლება რამდენიმე კომპი თუ გიზის კონფლიქტი დაეწყოს, ან იმათაც სხვა IP უნდა მიანიჭო სათითაოთ და აღარ გაუბერავს უკვე, მე არ გავანულებდი სეთინგებს ვისაც გახსნილი აქვს პორტები და ვეღარ შედის სილკნეტის როუტერში პაროლების შეცვლის შემდეგ, მაინც არ შეგიშვას შეიძლება განულების შემდეგაც დიდი ალბათობით გახნსილი პორტები კი სამუდამოთ დაიკარგება, მერე უნდა ურეკო უკვე და აუხსნა რაც მოხდა თუ გაგიხსნეს ეგეც , სანამ არ დავადგენთ ახალი ლოგინი და პაროლი რა აყენია ეხლა არ ღირს ძველი სეთინგების განულება, ისევ ჯობია სტატიკური IP გამოიყენოთ მაგ შემთხვევაში მინიმუმ დროებით, განულებით კი შეიძლება წლები არ განულდეს სეთინგების სილკის როუტერში რამე პრობლემა თუ არ იქნება გლობალური

ისე ჩემთან საბნეტზე რომ ვუნიშნავ 255.255.255.0 აღარ მუშაობს რატომღაც სტატიკურ იპ-ზე, ლევი 255.255.255.255 ამუშავდა, რაღაცა მისკონფიგურაციაა ან მანდაც შეცვალა რაღაცა სილკმა, გახსნილია ეხლა უკვე პორტები ისევ 192.168.100.3-ზე dhcp სულ 192.168.100.2 მანიჭებს, მანდ მგონი 24 საათში ერთხელ იცვლება ეგ იპ 2-ან 3-ზე რატომღაც და პირიქით, სულ შეცვლა მიწევდა მოგვიანებით როუტერიდან და ეხლა როუტერში ვეღარ შევდივარ უკვე ეგ რომ გავასწორო, ამიტომ dhcp უკვე დაბლოკილი მქონდა პორტები 192.168-100.2-ზე, ეხლა სტატიკურზე გადავიყვანე და გაიხსნა უკვე 192.168.100.3-ზე, მაგრამ 255.255.255.0 რატომ აღარ მუშაობს ინტერნეტი არ ვიცი, მარტო 255.255.255.255 რომ ჩავუწერე მერე ამუშავდა, ვატყობ ეგ კიდე გამაწვალებს, თუ გაანულეს სილკნეტში როუტერის სეთინგები და შეცვალე კონფიგურაცია, ეხლა მარტო პაროლი გამოუცვლიათ ადმინის, ეხლა ჩემთან სტატიკური იპ-ით მაინც გახსნილია პორტი, ანუ როუტერის სეთინგები არ განულებულა ამ  მომენტისთვის, მარტო პაროლი შეუცვლიათ

ეგ ერორიც გავასწორე, სმარტფონზე იჯდა 192.168.100.3 იპ-ზე ეხლა და რომ გავთიშე სმარტფონი და სტატიკურზე მივუთითე ჩემ კომპზე 192.168.100.3 ეგ იპ ამუშავდა უკვე 255.255.255.0-ზეც, ეხლა სმარტფონზეც სტატიკურზე გადავიყვან სხვა იპ-ზე და ეგ იქნება მესამე მაინერის კომპი მაინც გამორთული მაქვს ეხლა, ვსიო მეტს აღარ გაუბერავს სმარტფონი დავსვი სხვა იპ-ზე სტატიკურზე ეგეც და ჩემი სხვაზე, რესტარტებზე და ხელმეორეთ კომპის ჩართვებზე ეგ პრობლემა აღარ ექნება და ჩემთან პორტები ისევ ღიაა, მარტო პაროლია შეცვლილი, არავის ვურჩევდი განულებას როუტერის, რახან თუ პაროლი შეცვალეს ეგ არ უშველის და გახსნილ პორტებსაც დაბლოკავს ეგრევე განულებით, თუ ვეღარ შეხვედი ხელმეორეთ ახალი ლოგინით და პაროლით, ვინმემ თუ იცის დაწერს ალბათ მოგვიანებით ისე ყველასთან ექნება ალბათ ეგ პრობლემა უკვე სილკნეტის ოპტიკურზე, ჯერ-ჯერობით ერთადერთი სოლუშენია დროებით სტატიკურ იპ-ზე გადაყვანა ასნავნოი კომპის სადაც საჭიროა პორტების გახსნა, კონფლიქტი რომ არ ქონდეს სხვა სმარტფონებზე და მეორე კომპზე ან ნოუტბუკზე სხვა სტატიკური იპ უნდა მიუთითო ყველგან, ასნავნოი კომპზე კი ის რაზეც გახსნილი იყო მანამდე პორტები, მაგ შემთხვევაში როუტერის ნასტროიკებში შესვლა აღარაა საჭირო, გახსნილი პორტები იმუშავებს იქამდე სანამ არ განულდება როუტერის სეთინგები, პაროლი მანდ არ უშლის ხელს თუ მანამდე უკვე გქონდა გახსნილი პორტი, ისე ეგ მე აქამდე უნდა გადამეყვანა სტატიკურ იპ-ზე რახან DHCP სერვერზე ავტომატურ რეჟიმში სულ ცვლიდა იპ ადრესებს, ხან მანიჭებდა 192.168.100.2 ხან 192.168.100.3, ამიტომ სტატიკურზე მაგას აღარ იზამს, უბრალოთ ავტომატზე არცერთ სისტემაზე აღარ ღირს დატოვება სადაც ინტერნეტი მუშაობს სახლში, კონფლიქტში რომ არ შევიდეს ერთმანეთთან, ხშირათ იცის ნაწილზე თუ სტატიკური გიყენია HDCP სერვერზეც იმავე იპ მონიჭება, სტატიკზე მაგას რა თქმა უნდა აღარ შვება ყველგან სხვადასხვა იპ თუ ჩაუწერე უკვე

Posted

ცოო მეკიდე დავარესეტე და ეხლა ყველაფერს dhcp აძლევს იპის ხოდა ხოო. კიდევკაი პორტები არ მქონდა გახსნილი რაც გარე ქსელშიმაქ ყველაფერი ტუნელებით ან vpn ით. ეხლა ვინმე ნაცნობი უნდა გავჩითო ან ვინმე აქ გამოჩნდეს რო ახალი ადმინ პაროლი გვითხრას.

Posted

ფორუმ.ჯი-ზე ან it forum-ზე იცოდეს შეიძლება ვინმემ, ფეისბუკზეც იყო რაღაც მსგავსი გრუპა მგონი, ჯერ მე ვერ ვიპოვე ახალი პაროლი, ძველები კი არცერთი არ უდგება, შეიძლება მაინც პრაშივკის შემდეგ პაროლის განახლებაც როუტერზე, რომ დაგუგლავ აგდებს ეგეთებსაც ზოგიერთ მოდელებზე, თუმცა შედარებით იშვიათი მოვლენაა, ბევრს თუ დაებლოკა დიდი ალბათობით პრაშივკის შემდეგ შეიცვლებოდა, მაგას თუ გაანულებ დიდათ არ უშველის რახან დეფოლტათ ისევ ახალი პაროლის შეყვანაა საჭირო, ვინმეს ისე რომ შეეცვალა მაშინ კი დარესეტების შემდეგ ისევ დეფოლტ ვარიანტზე დაბრუნდებოდა, user user კი ეგ შეზღუდული უფლებებითაა, ბევრს ვერაფერს შეცვლი მაქედან, ადმინის პაროლი კი შეცვალეს რაღაცა სხვაზე როგორც ჩანს, ბევრს დაებლოკა გარშემო და მაგიტომ სილკის როუტერზე პაროლი, შეცვლილზეც ახურებს დაჟე სხვა ვისაც ქონდა ჩაწერილი

Posted

ხო თვითონ სილკნეტმა შეიძლება ეგ რომც დაურეკო ან მიწერო ფეისბუკზე არც კი გითხრას, ნუ პირდაპირი უარი არ გითხრან შეიძლება, ცოტა თავი მოიკატუნონ და ბოლოს მაინც ვერაფერი გაარკვიო, ანუ პაროლს არ გეტყვიან შეცვლილიც რომ ქონდეთ, მგონი არც მაგ მეორე პაროლს აძლევენ ყველას, უბრალოთ მანამდე დაეზარათ როგორც ჩანს მაგის გლობალურათ შეცვლა, მართლა პრაშივკაში უნდა ჩაუწერო ახალი და ცალკე უნდა შეეცვალათ ეგ კიდე და წლებია ეგ ძველი პაროლი ქონდა, ეხლა რაღაცა ახალია ეტყობა, თუმცა ჯერ ვერ ვიპოვე მე, არ დაუწერია არავის ეტყობა სხვა ფორუმებზე მაგის შესახებ ჯერ, მინიმუმ გუგლი დუმს, განულებითაც თუ არ აბრუნებს ძველ პაროლს ესე იგი შეცვლილია რაღაცა, პირველ რიგში კი პაროლი ალბათ, მაგალითათ მაგთიზე ვაბშე არ მიშვებდა ლოგინზე ბრაუზერიდან, რესეტის შემდეგ ერთხელ შევდიოდი და მერე ისევ იბლოკებოდა, მანდ რაღაცა სხვა ბლოკი ედო მახსოვს, აქ კი მიშვებს მაგრამ პაროლის შეყვანის შემდეგ აღარ შედის, რახან user user მუშაობს, ბოლომდე დაბლოკილი არ იქნება შესვლა, უფრო ადმინის პაროლია შეცვლილი და ეხლა სხვა ადევს, ეგ უნდა დავადგინოთ და შევძლებთ ისევე შესვლას ალბათ, ისე კი თუ გამოაერთებ ყველა კაბელს როუტერიდან და ერთი 10+ წამი გეჭირება რესეტის კნოპკისთვის მაგ შემთხვევაში უკვე უეჭველი უნდა განულდეს აბსოლიტურათ ყველა კამანდა რაც ედო და დეფოლტზე ჩამოყაროს უკვე ყველაფერი, მაგის შემდეგაც თუ ისევ არ შედის ესე იგი ადმინის პაროლი შეიცვალა ახალი პრაშივკით, პრაშივკა კი აშკარათ სხვა აქვს, მე სხვა ნომრები მახსოვს 3 დღის უკან რომ შევდიოდი, ეხლა აშკარათ ახალი პრაშივკა აყენია ჩემთან 

Firmware Version
:
TKI_1.00_R1546
          
Hardware Version
:
J1
Product Class
:
GM203-7

პირველში სხვა ნომერი იყო მანამდე, თორე მასე პაროლის დაბლოკვა მთლათ იოლი არაა იქიდან, თვითონაც ვეღარ შევლენ გლობალური ბლოკი რომ დაედოთ, აი პაროლის შეცვლით კი შეუძლიათ შესვლა იქიდან თუ დაჭირდათ რამის შესწორება, ახალ პრაშივკაში შეეძლოთ დაემატებინათ როგორც გაძლიერებული დაცვა, ასევე ახალი ადმინის პაროლიც, ასე რომ ეგ მგონია უფრო მიზეზი რომ ვეღარ შევდივართ, ისე კი ეგ სილკის როუტერი მთლიანათ ჩინური ბრენდისაა, უბრალოთ ცალკე სილკნეტი თვითონ აშვებინებს ახალ პრაშივკებს თავის როუტერებზე და ცოტა სხვა მოდიფიკაცია აქვს და ის ვარიანტი არაა რასაც ჩინურ საიტებზე დაითრევ იაფათ, მაქსიმუმ 20-25 ლარამდე ჯდება ეგეთი ჩინეთში მგონი სხვა სახელით იყიდება, ჩვენთან როგორც ყოველთვის ლამის ორმაგი ადევს, თუმცა ბევრათ იაფია ვიდრე შედარებით ნორმალური ბიუჯეტური ცნობილი ბრენდის როუტერები უფრო კარგი მაჩვენებლებით რაც იყიდება ჩვენ მაღაზიებში 100 ლარის ფარგლებში თუნდაც უკვე, მთლათ უვარგისი როუტერი ეგ არაა, თავის საქმეს ასრულებს და ადვილათ არ ლევს სულს მაინც, სუსტი ვაიფაი აქვს უბრალოთ და თუ ახალი მოდელი არაა 203.7ბ მაგ შემთხვევაში მარტო ერთი პირველი პორტია 1000გბპს, ახალს ოთხივე ლანის პორტი 1000გბპს ქონია უკვე და მაგის ფასი ოდნავ მაღალი იქნება უკვე, არავის უკითხია ჯერ არც ამ ფეისბუკის განყოფილებაში https://www.facebook.com/groups/ITFORUMI რაღაც უბრალო ფორუმივითაა it-ის, მაქსიმუმ ვხედავ მაგთის როუტერის პაროლს ბოლო დღეებში, ეგ ჩვენ არ გამოგვადგება ჰუავეის მოდემზე რაც აყენია, სილკნეტს საერთოდ სხვა ვარიანტი ქონდეს ეხლა განახლების შემდეგ შეიძლება დაყენებული, თუმცა ძალიან ნავაროჩენს ალბათ არ დააყენებდენ, ვინმემ თუ გაიგო დაპოსტავს ალბათ, ისე მე არ გამინულებია არაფერი ჯერ, თუ სხვებმა უკვე ცადეს და არაფერი გამოვიდა მე აღარც მიჩალიჩია ეგ, მაგრამ პორტები ისევ გახსნილია, ნასტროიკები არ გაუნულებიათ ამ მომენტისთვის ჩემთან, მე უბრალოთ სტატიკურ ლოკალურ ip-ზე გადავიყვანე ასნავნოი კომპი და სმარტფონიც, ეგრე უკვე გახსნილია პორტები ჩემთან ბიტკომეტში, ისე იბლოკებოდა როუტერში შესვლის გარეშე, ავტოზე ხან 192.168.100-2 მანიჭებდა ხან 192.168.100.3 იპ ასნავნოი კომპზე და მიწევდა იქიდან შესწორება, ამიტომ მე ჯერ ისე ძალიან არ მიჭირს, მაგრამ თუ განულდა ლოლ სეთინგები დამჭირდება ისევ შესვლა და გახსნა პორტების და ახალი პაროლით მაგას ვეღარ ვიზამ, მანამდე იმედია დავადგენთ ახალ ადმინის პაროლს, უეჭველი სადმე გაჟონავს ალბათ, ვინმეს თუ ყავს სილკნეტში ნაცნობი ტეხნიკურ განყოფილებაში ბევრათ მალე გაჟონავს მგონია ეგ ინფო

მოკლეთ ეგ პრობლემა ეხლა ცოტა სხვანაირათ გავასწორე, ჩემთან აუტოზე დავტოვე და სმარტფონში ჩავუწერე 192.168.100.2 ლოკალური იპ მარტო, მაგის შემდეგ ეგრევე მომანიჭა უკვე 192.168.100.3 ლოკალური იპ dhcp ჩემთანაც, იდეაში მეტს აღარ გაახურებს, რახან თუ ორ კომპზე ან სმარტფონზე გაქვს განაწილებული ინტერნეტი ძირითადათ სულ პირველ ორ ip აყენებს ხოლმე ავტომატურათ, თუ სამია მაშინ პირველი სამიდან რომელიმეს რომელიც თავისუფალია, ეხლა მე პორტის გახსნა მარტო ასნავნოი კომპზე მჭირდება, სმარტფონზე არა, ამიტომ იქ 192.168.100.2 მოვუნიშნე და პორტები 192.168.100.3 მქონდა გახსნილი როუიტერიდან სანამ შევდიოდი მანამდე, ამიტომ ეხლა ისევ გამწვანდა dhcp-ზე რომ უკვე 192.168.100.3 მომანიჭა ავტომატურათ, ეგ იმიტომ რომ 192.168.100.2 უკვე სმარფტონს აქვს დაკავებული, რომელზეც სტატიკური იპ დავაყენე უკვე, იყოს ეგრე, მე ისე დნს გუგლის მიყენია, მაგრამ როუტერიდან არ ვცვლი, ჩემ კომპზე მაქვს ეგ ნასტროიკებიდან შეცვლილი, შემდეგ დღეებში თუ არ შეეშალა რამე ეგრე დავტოვებ უკვე ალბათ, ისევ თუ დაიწყო არევა მომიწევს ისევ 192.168.100.3 იპ ხელით ჩაწერა ჩემთანაც, ეხლა აუტოზე დავტოვებ ჯერჯერობით

Posted

ისე სილკნეტში დარეკვით წესით არ უნდა დაგიმალონ ახალი ვარიანტი თუ ეტყვი ალბათ რაში გჭირდება, მე ჯერ არ დამირეკია, მაგრამ ვინმე თუ დარეკავს დაწეროს აბა ამჯერათ რა დააყენეს, რა თქმა უნდა უარით თუ არ გაისტუმრეს, წესით უნდა გვითხრან რამე თუ არ შეიცვალა წესებში, ზოგი პროვაიდერი არ იძლევა მაგას, ანუ არ გეტყვიან რომ თხოვო, ხშირ შემთხვევაში აბონენტის ნომერს და კოდურ სიტყვას თხოულობენ ხოლმე, სილკნეტის ფეისბუკზე რომ ვწერდი ადრე რაღაც აქციები რომ იყო და მინოდა გააქტიურება მაგას მთხოვდენ და დარეკვა აღარ იყო საჭირო უკვე

Posted

შევედი მოკლეთ როგორც იქნა ადმინის უფლებებით, ცოტა ეშმაკურათ გაუკეთებიათ პასვორდის სისტემა, მაგრამ რომ იცოდე პრინციპში როგორც მუშაობს ადვილია საკმაოთ, მეორე მხრივ თუ ჰაკერმა არ იცის შენი როუტერის სერიული ნომერი და mac id ვერ შევა იქიდან მაშინ, მაგრამ მე შევედი და შევცვალე უფრო რთულ ვარიანტზე ლოგინიც და პასვორდიც, თუ აღარ შევიდა მომავალში, ან ისევ გამოცვალეს რაღაცა და სხვა პასვორდი დააყენეს, ან ბანალურათ გაანულეს თქვენი შეყვანილი ვარიანტი და ისევ ძველით ცადეთ შესვლა, სხვა ყველაფერი ისევ ისე იყო როუტერში, არაფერი შეუცვლიათ, ეხლა აყენია Firmware Version:TKI_1.00_R1546 პრაშივკა, ორიგინალი კი ყოფილა სულ თავიდან R536, ბლომათ პრაშივკები გამოვიდა წლების მანძილზე როგორც ჩანს

  • Like 1
Posted

მგონი ისევ შეცვალეს პაროლი ლოლ, აღარ მიშვებს დღეს უკვე

Posted

მოკლეთ მუშაობს, მაგრამ მანდ ბანალურათ ჩემი ახალი username დაუტოვებიათ მაგრამ პასსვორდი ისევ XX!12xx5202 დაუბრუნებიათ, ეხლა ისევ შევცვალე და ამჯერათ გამოვურთე CWMP, რომელიც აგრეთვე ადმინისტრატორის სეთინგებშია, მასე ვეღარ უნდა შეცვალონ წესით იქიდან პასვორდი, ისევ როუტერის პრაშივკაში თუ არ შეიცვლება რამე, მაგრამ მარტო პაროლი შეიცვალა პრინციპში, სხვა სეთინგები ყველაფერი იგივეა რაც ადრე იყო ძველი ადმინისტრატორის პაროლით

  • Like 1
Posted

მეც ვიფიქრე მაგის გათიშვა მარა მერე მაგათმა არ გაატრაკონ რამეზეთქო და დავტოვე როგორც იყო. და უზერი რაარი? Silknet ზე მაგ პაროლით არშემიშვა

Posted

Silknet იყო სანამ შევცვლიდი სხვაზე ადმინის უფლებებით, პაროლს ხომ სწორათ შიფრავ

XX!12xx5202 XXXX რომ არის 4 ციფრი ეგ შენი როუტერის მაკ ID ბოლო ოთხი ციფრია, მაგას კი დაადგენ ალბათ ადვილათ, აწერია კიდეც კრიშკაზე თვითონ როუტერს ეგ, მგონი user user აჩვენებს შეზღუდული უფლებებით რომ შეხვირე, ყოველ შემთხვევისთვის ეგეც შევცვალე მე სხვაზე, GPON SN აწერია ეგ ოთხი ციფრი ბოლოში, ეგეც როუტერს აწერია თვითონ, ანუ პირველი ორი ციფრია ბოლო ორი ციფრის წინა ორი ციფრი და შვაში უკვე ბოლო ორი ციფრი უნდა შეყარო, ხანდახან ნომრებია ხანდახან ასოები, ან რამე მიქსტი, ნუ შეამოწმე თუ ვეღარ შეხვედი რომ შეცვლი პასსვორდს და ლოგინს გამოურთე შენც CWMP, პრაშივკას მგონი მაინც მეორე გზით ანახლებენ სილკნეტის როუტერზე, ეგ არ ჭირდება როგორც მივხვდი მაგისთვის, ნუ რაც ეგ გამოვურთე აღარ გაუნულებია არაფერი, შევდივარ უპრობლემოთ, ისე თუ შეცვლი ლოგინის სახელს მაგას აღარ ცვლიან იქიდან, მარტო პასვორდი დააბრუნეს დეფოლტზე ჩემთან, ამიტომ Silknet ლოგინით და XX!12xx5202 აღარ მიშვებდა, თუ გაანულეს და შენც შეცვალე ლოგინი მარტო ძველი პასვორდი შეყარე ისევე და ეგრე ცადე შესვლა, იდეაში შეგიშვებს, CWMP ეგენი აღარ უნდა ჩემთან, მე როგორც ვიცი როცა არაფერი არ გესმის დიდათ ჯობია ეგ ჩართული დატოვო, იქიდან რომ შევიდნენ და გაგისწორონ რაღაც-რაღაცეები, სხვა ისეთი არაფერი არ ხდება მანდ, ვერ აუწევ ეხლა სისწრაფეებს და ჩაურთავ დაბლოკილ iptv კანალებს მაქედან, საერთო წვდომა იზღუდება + რამე სეკრეტნი პაროლი მაინც ექნება სილკნეტს მანდ შესასვლელათ ალბათ, რომც არ ქონდეს არაფერს გაუბერია აქამდე ჩემთან ჯერ, ისე კი dhcp reservation რა ხოშიანი სეთინგი ყოფილა Interface Setup რომ აქვს სილკის როუტერზე, აქამდე უნდა მომესინჯა, არ ვიცოდი ეგ რომ ფიქსავდა ლოკალურ იპ ადრესებს ფაქტიურათ ყველა სისტემებზე რაც გაქვს მიერთებული როუტერზე, სმარტფონი იქნება, მაინერი,ასნავნოი კომპი, მეორე კომპი და ასე შემდეგ, თუნდაც 10-მდე მაკ ადრესი ჩაწერე, რჩება ყოველთვის მაგი სანამ ჩართულია ერთიდაიგივე ლოკალ იპ-ზე, როცა სეთინგებში აუტოზე გიყენია DHCP და ხელით არ გაქვს შეყრილი ლოკალური ip, როუტერიდან ჯობია მაგის გაკეთება ჩემი აზრით, ჩემთან რატომღაც მცირე ინპუტ ლაგი აქვს ლოკალურ იპ რომ ვუნიშნავდი ინტერნეტის სეთინგებიდან Ipv4-ზე, ისე აღარ მუშაობდა პორტები რომ დამებლოკა ცოტა ხნით წვდომა როუტერთან, რახან ხშირათ ცვლიდა ხოლმე როუტერი ლოკალურ იპ ადრესებს, ხან ერთს იძლეოდა მეორე დღეს მეორეზე გადავყავდი და ასე შემდეგ, ეხლა ეგეც დავფიქსე dhcp reservation, გაგებული მქონდა ზოგადათ რას ფიქსავს ეგ სეთინგი, უბრალოთ სილკნეტის როუტერზე აღარ მიძებნია მანდ თუ შეიძლებოდა მაგის დაყენება, ისე მგონი არ ხსნის როუტერის დაბრიჯვის შემდეგ მაინც სილკნეტს რომ 10+ პორტი აქვს დაბლოკილი, ეგ გლობალურათაა დაბლოკილი და თუ არ დაურეკე და თხოვე გახსნა ეგრე დარჩება დაბლოკილი ეგ პორტები, მათ შორის 423 პორტი, რაზეც time სინქრონიზაციის სერვერია ვინდოუსებზე, მანდ ძალიან მარტივი გამოსავალი ვიპოვე მე სინქრონიზაცია თუ დაგჭირდა ჩაუწერე internet time server-ის მისამართზე სილკნეტის როუტერის ntp server ანუ acs69.silknet.com დამიჯერე მშვენივრათ აკეთებს ეგეც სინქრონიზაციას, ჯერ კიდევ წლების უკან გავასწორე ეგ პრობლემა ჩემთან, სხვა პორტებიცაა დაბლოკილი მაგის გარდა, თუმცა მე პირადათ ეგ არ მიშლის ხელს, ვისაც სერვერი და ეგეთები აქვს მგონი გაშვებული მაგათ ჭირდებათ უფრო მგონი

Posted

ა გასასგება ვქენი. DHCP reservations მე კაიხანია ვიყენებ თორე სახლში სერვერ მქონდა ყოველ დგე ახალი იპ ქონდა და სტატიკურად რო ვაძლევდი ხანდახან უბერავდა მერე ყველაფერზე ეგენი მივუთითე და ვარ დასვენებული. ეხლა სამსახურის "IT შნიკს" უნდა ვებლატაო ვეღარ შედიოდა როუტერში და. ეხლა 1-2 პორტს გავხსნი და ეგაა გაიხარე თორე VPN ით მაგრა ვწვალობდი ფილმების ყურებისას მაგრად ჭედავს

Posted

კი სტატიკურზე დაჟე ყველა კომპზე თუ შეყარე გაბერვები აქვს პერიოდულათ, შეიძლება დაყოვნება გაიზარდოს თან, როუტერიდან როცა გაქვს DHCP reservations ჩართული მაქედან მემგონი უფრო უკეთესათ ანაწილებს მაგ ყველაფერს და აღარაფერი უბერავს, ევენტ ვივერშიც რაღაც შეცდომები შეიძლებოდა სტატიკურ იპ-ზე გამოეგდო რომ წვდომა შეგეზღუდა მცირე დროით და ეგეთი ერორები ან ვორნინგები, DHCP reservations ეგ პრობლემაც გასწორდა

  • 4 weeks later...
Posted

მგონი კი, უბრალოთ მე რომ CWMP გამოვურთე ეგ ბოლო ცვლილებები აღარ შემეხო და შევდივარ ეხლაც, თან არ ნულდება შეცვლილი ლოგინი და პასვორდი, მე როგორც სტანდარტულზე ასევე ადმინზე შევუცვალე ლოგინიც და პასვორდიც და არ განულებულა ჯერ რაც გამოვურთე CWMP, მაგ ფუნქციის გამორთვის შემდეგ რამე სხვა ტიპის გაბერვები ან პერიოდული გათიშვები ნამდვილათ არ შემიმჩნევია დიდათ, DHCP reservations-იც  გამართულათ მუშაობს, ნუ ბოლო განახლების შემდეგ ეს იყო და ცადე აბა **!01**6202, მაგ პაროლებს მგონი ყოველგვარი პრაშივკის განახლების გარეშე ცვლის სილკნეტი და კაკრაზ მგონი თუ CWMP ჩართული გაქვს იცვლება ეგ ლამის ყოველთვიურათ

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.