Jump to content

Recommended Posts

Posted

სულ რაღაც 2 დღის წინ გახდა ცნობილი,რომ კომპიუტერული კომპანია HP-მ კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კომპიუტერული ტექნიკის ისტორიაში,როდესაც მან გააკეთა განცხადება მსოფლიოში პირველი Wi-Fi mouse-ის გამოშვების შესახებ.

2011-05-12-image-6.jpg

HP-Wi-Fi-Mouse.jpg

მას ასე უწოდა: "HP Wi-Fi Mobile Mouse".

ეს სქემა ფაქტიურად ამცირებს მაუსის "უწესრიგო კავშირს",(ანუ ფაქტიურად აღარ არსებიობს სირთულე მაუსის კომპიუტერთან დაკავშირებაში,როგორც ეს ხშირია ჩვეულებრივ bluetooth მაუსებში) კომპიუტერთან სრულიად Wi-Fi მიმღების საშუალებით.ამ მაუსის გამოყენებისას ფაქტიურად იხსნება პრობლემა სადენებთან და კომპიუტერთან კავშირთან დაკავშირებით.

რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია,კომპანია HP-ს წარმომადგენლები იუწყებიან,რომ მათი ეს "ახალი საოცრება" იმითაა უფრო მნიშველოვანი და საოცარი,რომ იგი აღჭურვილია ბატარიით,რომლის ექსპლოატაციის ვადა 9 თვეს შეადგენს და იგი მნიშვნელოვნად განსხვავებულია ჩვეულებრივი bluetooth მოდელებისგან.მას ასევე გააჩნია გორგოლაჭი(scroll wheel ) და 5 კონფიგურირებად ღილაკი,რომლებიც ასრულებენ cut-paste,undo-redo_ს ფუნქციებს და ასევე გააჩნია ე.წ Auto-Hotkey ფუნქცია.ასევე HP-მ არჩია,რომ მაუსი ორივე მხარეს რეზინის გაარეკანით დაეფარა(როგორც სურათხეა ნაჩვენები :) ).

სისტემის შემქმნელებმა წარმოადგინეს 6 სხვა wireless "პროდუქტები",რომლებიც არ იყენებენ Wi-Fi ტექნოლოგიას,ესენია:HP-ს Wireless ოპტიკური მააუსი,Wireless ლაზერული მაუსი,Wireless Mobile მაუსი,Wireless Mini კლავიატურა,ულტრათხელი Wireless კლავიატურა,Wireless Elite v2 კლავიატურა.ყველა ესენი უკავშირდება 2.4GHz RF adapter-ით და HP-ის "Link-5" ტექნოლოგიის მახარდაჭერით,რომლებიც ხუთამდე აქსესუარების გამოყენების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება ფასებს,იგი ასე გამოიყურება:

HP Wi-Fi Mobile Mouse - $50 (ივნისი)

HP Wireless Optical Comfort Mouse - $30 (ივნისი)

HP Wireless Laser Comfort Mouse - $40 (ივნისი)

HP Wireless Mobile Mouse - $25 (ივნისი)

HP Wireless Mini Keyboard - $60 (მისი შეძენა შესაძლებელია ახლავე)

HP Ultrathin Wireless Keyboard - $60 (მისი შეძენა შესაძლებელია ახლავე)

HP Wireless Elite v2 Keyboard - $50 (ივლისი)

წყარო:www.techspot.com

http://www.youtube.com/watch?v=dzzFy4hpL7k&feature=player_embedded

  • Upvote 4
Posted

მადლობა ჯამბო

ახლა ვაპირებდი ვიდეოს დამატებას და დამასწარი :)

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.