Type-X Posted October 27, 2025 Posted October 27, 2025 გამარჯობა დღეს რომელიმე გადამზიდი კომპანია რეალური წონით ანგარიშობს 80x80x30 სმ ზომის ნივთს ? სადაც არ მივიწერე ყველა 50 სმ-ზე ან 150 სმ-ზე მეტის შემთხვევაში მოცულობაში ითვლის ნივთს. კონკრეტულად გუშინ ამ კომპანიებს შევეხმიანე გამარჯობა. მაინტერესებს როგორ ხდება 80x80x30 სმ ზომის ნივთის დაანგარიშება ? რეალური წონით თუ მოცულობით ? კონკრეტულად ეს ნივთი. ველოსიპედის რკალი: bike-discount წონა 2 კგ-მზე მეტი არამგონია იყოს შეფუთვიანად. გამოწერის შემთხვევაში 2 კგ თანხას გადამახდევინებთ თუ მოცულობაში დაითვლით ამ ნივთს და 32 კგ საფასურს გადავიხდი ? ზუსტი პასუხი თუ შეგიძლიათ, რომ მომწეროთ ამ საკითხთან დაკავშირებით ? დიდი მადლობა წინასწარ პასუხები: camex რადგან მოცულობითი წონა 30-ს აღემატება, დაანგარიშდება მოცულობით ამერიკიდან. სამწუხაროდ, აღნიშნული ნივთი ზომებიდან გამომდინარე მხოლოდ მოცულობით დაითვლება ყველა ქვეყნიდან. boxette გერმანიიდან ამანათების ტრანსპორტირებას არ ვახდენთ, თუმცა ინფორმაციის სახით მოგახსენებთ რომ, თუ მაგალითად ამანათი იგზავნება ამერიკა ან ჩინეთიდან და აღნიშნული ამანათის რომელიმე გვერდი აღემატება 50სმ-ს ამ შემთხვევაში მოქმედებს მოცულობითი და ფიზიკური წონის პრინციპი, რომელიც იქნება უდიდესი ტარიფი იმის მიხედვით დაანგარიშდება inex გაცნობებთ, რომ ამერიკიდან და გერმანიიდან მხოლოდ რეალური წონით ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება. გიგზავნით სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით ფასებს: https://inex.ge/ka/prices მეორე დღეს დაამატეს ახალი პასუხი როგორც მოგახსენეთ, ამერიკიდან და გერმანიიდან მხოლოდ რეალური წონით ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება. ასევე, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ ჩინეთიდან ნივთის შესყიდვის შემთხვევაში. expressgroup თუ ამერიკის მისამართს მიუთითებთ, ამ შემთხვევაში იმოქმედებს მოცულობითი წონის პრინციპი. ანუ თუ ამანათის მოც. წონა მეტია ვიდრე რეალური წონა მის ტრანპორტირების ტარიფი დაითვლება მოცულობითი წონის მიხედვით. მოც. წონის დასათვლელად დაჭიროა ამანათის შეფუთვის ზუსტი ზომები. თუ საბერძნეთის მისამართს მიუთითებთ, ამანათი მისი რეალური წონით გამოიგზავნება. onex თუ ამანათის სიგრძე, სიმაღლე, სიგანე ჯამში აღემატება 150სმ-ს, ამანათი ითვლება მოცულობით. გიგზავნით ონექს კალკულატორის ბმულს, რისი საშუალებითაც შეძლებთ ზუსტი ტრანსპორტირების თანხის გამოთვლას: https://www.onex.ge/calculate usshop ეს ნივთი დაანგარიშდება მოცულობით 256 დოლარი იქნება ტრანსპორტირება amanati აღნიშნული ზომის ამანათის ტრანსპორტირების საფასური დაითვლება მოცულობით. იმისთვის, რომ მოცულობითი წონა გამოთვალოთ, წინასწარ უნდა იცოდეთ შეფუთული მდგომარეობის პარამეტრები სანტიმეტრებში - სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. თუ მოცულობითი წონა რეალურ წონას აღემატება 5-ზე მეტი კილოგრამით, ამანათის წონა დაითვლება მოცულობით. თუ რეალური წონა უფრო მეტია, მაშინ სტანდარტულად რეალური წონით დაგეთვლებათ. ამ კალკულატორის საშუალებით შეგიძლიათ მოცულობის დაანგარიშება - https://amanati.ge/Calculator.aspx Maleo მოგესალმებით, ტარიფებზე ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენს საიტზე: ტარიფები დაანგარიშების პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებში და წესებსა და პირობებში, ჩვენს საიტზე: ხშირად დასმული შეკითხვები ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ კალკულაცია ზომის და წონის მიხედვით: ზომა/წონის კალკულატორი სხვადასხვა ქვეყნების საწყობში მიღებული გზავნილების ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება სხვადასხვანაირად. მაგალითად, თურქეთიდან გამოგზავნილი გზავნილის თრანსპორტირების ღირებულება ითვლება მხოლოდ რეალური წონის მიხედვით. ხოლო, ამერიკიდან გამოგზავნილი ავტომობილის ნაწილების გამოგზავნისას, მომსახურების საფასური განისაზღვრება გზავნილის მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესის ნამრავლით 1კგ-სთვის დადგენილ ტარიფზე. თუმცა, ველოსიპედის ნაწილი არ დაანგარიშდება როგორც ავტომობილის ნაწილი და დაანგარიშდება რეალური წონოთ. ხოლო, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით თუ როგორ ხდება ტრანსპორტირების ღირებულების დაანგარიშება შეგიძლიათ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებში. დამატებით, გაცნობებთ, რომ გზავნილის მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: გზავნილის სიგრძე(სმ) X სიგანე (სმ) X სიმაღლე (სმ) / 6000-ზე. არ აქვს მნიშვნელობა სად არის შეძენილი ნივთი. ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება მალეოს საზღვარგარეთის საწყობიდან საქართველოს მიმართულებით გამოგზავნის შემთხვევაში და იმ საწყობის პირობით, რომელი ქვეყნის საწყობიდანაც ხდება საქართველოს მიმართულებით გამოგზავნა. თურქეთიდან გამოგზავნისას, ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონის მიხედვით მიუხედავად იმისა რა ნივთია. ხოლო, ამერიკიდან, როგორც უკვე მოგწერეთ, ავტომობილის ნაწილების გამოგზავნისას, მომსახურების საფასური განისაზღვრება გზავნილის მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესის მიხედვით. თუმცა, ველოსიპედის ნაწილი არ დაანგარიშდება როგორც ავტომობილის ნაწილი და დაანგარიშდება რეალური წონოთ. მხოლოდ , გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორი. თუ გერმანიიდან გამოიწერთ მაგ: თურქეთის საწყობის მისამართზე, არის ალბათობა , რომ გერმანიიდან თურქეთში გზავნილის მიღებისას, თურქეთის საბაჟო კანონმდებლობით გზავნილი დაექვემდებაროს განბაჟებას. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ სელერთან, - დაექვემდებარება თუ არა გზავნილი განბაჟებას. განბაჟებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას და გერმანიიდან თურქეთის ტერიტორიაზე მიღებულ გზავნილზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ განბაჟების პროცედურებს. getit გამარჯობა რომელი ქვეყნიდან გსურთ ტრანსპორტირება? ამერიკა შეფუთვიანად რამდენი კილოგრამიც იქნება, რეალური წონით, იმის მიხედვით დაანგარიშდება ტრანსპორტირების საფასური. ამერიკიდან არ ანგარიშდება მოცულობითი წონა. მხოლოდ მანქანის ბამპერზეა განსხვავებული ტარიფი. mixshop ეგ ზომები მოდის წონით 1 Quote
Type-X Posted November 14, 2025 Author Posted November 14, 2025 ჩაემატა სიაში კიდევ 3 გადამზიდი. ეს კონკრეტული მაგალითი ველოსიპედის დეტალზეა და მაინც თუ რაიმე სხვა დეტალის გამოწერას დააპირებთ მიწერეთ მეილზე კონკრეტულ გადამზიდს, რადგან თავი დაიზღვიოთ გაურკვევლობისგან. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.