Jump to content

Recommended Posts

Posted

Screenshot-2025-08-22-170609.png

Potplayer არის უფასო მძლავრი მულტიმედია პლეერი Windows-ისთვის,

არ სჭირდება დამატებითი კოდეკები, აქვს ბევრნაირი ვიდეო აქსელერაციის მხარდაჭერა, ასევე ძალიან ბევრი სხვა ფუქნქცია და სასურველი პარამეტრების დაყენების შესაძლებლობა

თავსებადია ყველა ფორმატთან რაც დავტესტე,

გარდა სტანდარული ფუნქციებისა, აქვს სუბტიტრების ავტომატური გენერაციის შესაძლებლობა ლოკალური AI დახმარებით (რეალურ დროში მძლავრი კონფიგურაციის სისტემა სჭირდება, ან შეგიძლიათ დააგენერიროთ და მერე უყუროთ) ასევე აქვს სუბტიტრების კოპირების, მიდევნების (გვერდით იხსნება ჩატის მსგავსად) ფუნქცია.

ასევე აქვს სუბტიტრების ავტომატური თარგმანის ფუნქცია 

არის 32 და 64 ბიტიანი ვერსიები (თუ არ იცით რომელი გჭირდებათ, 64 ბიტიანი გადმოწერეთ)

გადმოსაწერი ბმულები

ოფიციალური ვებ გვერდი: https://potplayer.daum.net/

Microsoft Store: https://apps.microsoft.com/detail/xp8bsbgqw2dks0?hl=en-US&gl=US

VideoHep Forumhttps://www.videohelp.com/software/PotPlayer (შეგიძლიათ გადმოიწეროთ პორტატულიდ და ძველი Windows-ების ვერსიები)

განცხვავებით VLC-სგან, აქვს თავისი მუქი თემა (რაც სავარაუდოდ VLC მე-4 ვერსიასაც ექნება, მაგრამ ჯერ არ გამოსულა)

ასევე სწორად აღიქვამს Dolby და IMAX ვიდეოების ფერებს:

 VLC Player ფერები:

vlcsnap-2025-08-22-16h55m21s489.jpg

იგივე ფაილი Potplayer-ში

LG-Amaze-Dolby-Vision-UHD-4-K-Demo-ts-20

ასევე HDR ვიდეოებს უკეთ არენდერებს და სუბტიტრებსაც უკეთ აჩვენებს (სუბტიტრებს ხშირად ვიყენებ და დიდ ყურადღებას ვაქცევ და VLC-ში ნაცრისფრად აჩვენებს

 

 

  • Upvote 1
Posted

KM Player-ის შემქმნელისგან არის ეს ფლეიერი. ადრე (წლების წინ) KM player იყო ყველაზე მძლავრი ფლეიერი, მერე გაყიდეს და შემქმნელმა შექმნა Pot player და როგორც კი გამოვიდა მაშინვე დავიწყე ამ ფლეიერის ხმარება. ისეთივე მძლავრია როგორც თავის დროზე km player იყო. ჩემი აზრით ყველაზე მძლავრია ფლეირებში. VLC უბრალოდ პოპულარულია თორემ feature-ებით ამასთან ახლოსაც ვერ მივა. ისე რაც გამოვიდა იმ დროიდან ამას ვაყენებ ხოლმე default player-ად ვინდოუსში, ხოლო მუსიკებისთვის MusicBee (ყველაზე მძლავრი ფლეიერი მუსიკის კოლექციონერებისთვის).

  • Like 1
Posted

მე ჯერაც ძალზე უბრალო დიზაინის MPC-HC ვხმარობ და ჯერაც MadVR ვიყენებ ასნავნოი რენდერათ, რა თქმა უნდა ჩემ გემოზე მაქვს ყველაფერი დატვიკული, მე მყოფნის და დიდათ არ უნდა ბლომათ ჩხუკუნი თან, DV გარდა, რომელსაც ჭირდება უკვე სხვა MPC Video Renderer (MPCVR) ყველაფერს უშვებს ფაქტიურათ, მათ შორის 4k HDR10-HDR10+ ფორმატის ვიდეოებს, დამატებითი კოდეკების გარეშე ეგ ყველაფერი და თან საკმარისია GTX1080 კარტაც მაგ ყველაფრის გასაშვებათ, დანარჩენი მონიკ-ტვ-ზეა უფრო დამოკიდებული რა დონეზე ექნება ჩვენება და რა ნიტსები და ვაიდ გამუტ ახვატით, მანდ მედია პლეიერი ვეღარ დაგეხმარება ნორმა მონიტორ-ტელევიზორი გინდა მაინც

Posted
9 hours ago, ditendra08 said:

KM Player-ის შემქმნელისგან არის ეს ფლეიერი. ადრე (წლების წინ) KM player იყო ყველაზე მძლავრი ფლეიერი, მერე გაყიდეს და შემქმნელმა შექმნა Pot player და როგორც კი გამოვიდა მაშინვე დავიწყე ამ ფლეიერის ხმარება. ისეთივე მძლავრია როგორც თავის დროზე km player იყო. ჩემი აზრით ყველაზე მძლავრია ფლეირებში. VLC უბრალოდ პოპულარულია თორემ feature-ებით ამასთან ახლოსაც ვერ მივა. ისე რაც გამოვიდა იმ დროიდან ამას ვაყენებ ხოლმე default player-ად ვინდოუსში, ხოლო მუსიკებისთვის MusicBee (ყველაზე მძლავრი ფლეიერი მუსიკის კოლექციონერებისთვის).

რაღაც ნაცნობი ინტერფეისიათქო...

მეც KMPlayer-ს ვიყენებდი დიდი ხანი ვიდეო და აუდიოზეც

სუბტიტრებს ჩავუჯექტი გუშინ,

ინგლისურ/რუსულ ენოვანს უპრობლემოდ აგენერირებს,

ქართულზე გაიჭედა, დიდი ხანი ფიქრობდა ძაან და რამდენიმე ხაზი დაწერა, ისიც არასწორი,

იმედია მომავალი მოდელები უკეთ იმუშავებენ ქართულთან

თარგმნას რაც შეეხება, საჭიროა API Key გქონდეს, რამდენიმე სერვისია დეფაულტად-google, Bing,Yandex, DeepLმაგრამ სამწუხაროდ ყველა ფასიანია,

DeepL აქვს უფასო თვეში 500 000 სიმბოლო. რაც ძაან ცოტაა აქტიური გამოყენებისთვის

ჩინური თარგმანები კი ყოფილა ფასიანი

სხვადასხვა პლაგინებიც უყენდება, მაგალითად Youtube პლაგინი SponsorBlock-ით

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.