Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა დააანონსა Intel Z68 ჩიპსეტზე დაფუძნებული სისტემური დაფების პირველი ნაკადი, რომლის ოფიციალური დებიუტიც დღეს არის დაგეგმილი. მასში შესულ იქნა P8Z68 სერიის, ATX ფორმ-ფაქტორის სამი მოდელი და Micro-ATX ტიპის Maximus IV GENE-Z. ბოლო მათგანი ეკუთვნის ROG (Republic of Gamers) ხაზს და აღჭურვილია ისეთი გამორჩეული თავისებურებების მთელი ნაკრებით, როგორიც არის ROG Connect და ხმის კოდეკი SupremeFX X-Fi 2.

3a5ca332ab2d.jpg

ახალი პროდუქტები გათვლილნი არიან Intel Core-ის II თაობის პროცესორებთან მუშაობისათვის და გააჩნიათ ოთხი DDR3-2200 ოპერატიული მეხსიერების მოდულის მხარდაჭერა, საერთო მოცულობით 32 გბ. კვების ქვესისტემა ორგანიზებულია 16-ფაზიანი სქემის მიხედვით, 'ინტელექტუალური' დატვირთვის მართვით DIGI+-ით. აქედან 12 ფაზა გამოყოფილია CPU-სათვის, ხოლო დარჩენილი 4 კი - მასში ჩაშენებული გრაფიკული ბირთვისათვის. EPU და TPU მიკროსქემების საშუალებით, უნდა მოხდეს სისტემის წარმადობის დონის და ენერგოეფექტურობის გაზრდა.

663e77017fc1.jpg

P8Z68 სერიის დაფებს გააჩნიათ SLI და CrossFireX-ის მხარდაჭერის მქონე, PCI-E x16 ტიპის სამი სლოტი. P8Z68-V PRO და P8Z68-V მოდელები აღჭურვილნი არიან D-Sub, DVI და HDMI გასასვლელებით, ხოლო P8Z68 Deluxe-ის კომპლექტაციაში ისინი არ გვხვდებიან. Maximus IV GENE-Z-მა მიიღო ორი ცალი PCI-E x16 და ერთი HDMI პორტი. თითოეული პროდუქტის ღირსებად კი უნდა ჩაითვალოს LucidLogix Virtu ტექნოლოგია, რომელიც იძლევა ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვისა და დისკრეტული ვიდეობარათების რესურსების ერთდროულ გამოყენების საშუალებას.

8af24470abb0.jpg

P8Z68 Deluxe-სა და P8Z68-V PRO-ს გააჩნიათ ოთხ-ოთხი SATA 6 გბიტ/წმ პორტი, ხოლო P8Z68-V-სა და Maximus IV GENE-Z-ს - მხოლოდ ორი. გარდა ამისა, ყველა მათგანის არსენალში შედის Gigabit Ethernet ადაპტერი (Deluxe ვერსიაში ის ორი ცალია), ოთხი USB 3.0, ამდენივე SATA 3 გბიტ/წმ გასასვლელი და Bluetooth მოდული. მაუსის გამოყენების შესაძლებლობის მქონე UEFI BIOS-ის გრაფიკული ინტერფეისი შესამჩნევად ამარტივებს პარამეტრებისა და მონიტორინგის პროცესებს. მწარმოებელი ასევე აღნიშნავს 2,2 ტბ-ზე მეტი ტევადობის მქონე მყარი დისკების მხარდაჭერასაც.

ცნობები აღნიშნული დაფების გამოსვლისა და ფასების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 7
Posted

მადლობა ნიუსისთვის

Posted (edited)

კარგი სტატიაა :thumbsup:

GIGABYTE-ის დაფები Intel Z68-ზე - თუ შეიძლება ამაზეც დადევით სიახლე :D

Intel Z68-ზე რომელი დედა დაფაა საუკეთესო დღესდღეობით ხომ ვერ მეტყვით? :xeli:

Edited by Albert Einshtein
Posted

Albert Einshtein

ჯერ-ჯერობით ადრეა რამე დასკვნის გაკეთება

P67 ზე Maximus IV მა ყველა რეკორდი მოხსნა.

Posted (edited)

+1

კარგია !

Edited by f-22raptor
  • 2 weeks later...
Posted

გამოვიდა ზ68 ჩიპებიანი მაზერები და თუ დაიდო ტესტები დადეთ აბა რა შეუძლია

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813130596&nm_mc=EMC-IGNEFL052011&cm_mmc=EMC-IGNEFL052011-_-EMC-052011-Index-_-IntelMotherboards-_-13130596-L07A

Posted

dete

იყო უკვე დადებული, ძირითადი სხვაობა დისკრეტული ვიდეოს გამოყენებაშია, SSD ქეშინგში და თუ არ ვცდები რენდერინგში, ვიდეოს დამუშავებაში უკეთესია.

  • 1 month later...
Posted

მოგესალმებით ყველას . 2 კვირაში მექნება ზემოთ ხსენებული Maximus IV Gene-Z , i5 - 2500, Corasir XMS3 2x2GB 1600Mhz. და რას ფიქრობთ როგორი იქნება?

ვიდეო ASUS GTS 450, კვება Kmex PZ-700 რეალური 40A-თი. ვინჩესტერს ნუ იკითხავთ ცუდი მაქვს სატა 160გბ. :)

Posted

კვება Kmex PZ-700 რეალური 40A-თი

რას ფიქრობთ როგორი იქნება?

ძალიან ცუდი

  • 2 months later...
Posted

ASUS Maximus IV Extreme Z review http://guru3d.com/news/asus-maximus-iv-extreme-z-review/

  • 4 weeks later...
Posted

ASUS reveals three Z68 mainboards with PCI Express 3.0 http://guru3d.com/news/asus-reveals-three-z68-mainboards-with-pci-express-30/

Posted

საერთოდ 3.0 რა აზრი აქვს თუნდაც 16X-ze?

  • 2 weeks later...
Posted

Asus PCI Express 3.0 Compliant Maximus IV GENE-Z/GEN3 http://guru3d.com/news/asus-pci-express-30-compliant-maximus-iv-genezgen3/

Posted

+1 ძალიან მაგარი თემაა, სღ X-treme user :thumbsup:

P8Z68 DELUXE :wub: :spiteful:

Posted

Asus ROG Gene-z :wub: :rolleyes:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.