X-treme user Posted May 9, 2011 Posted May 9, 2011 HP-მ დღეს დააანონსა მობილური კომპიუტერების ტრიო, კერძოდ კი Pavilion dv4, განახლებული ENVY 14 და Mini 210 ნეტბუქი. პირველი მათგანი აღჭურვილია 14-დუიმიანი LED-ბექლაიტ BrightView დისპლეით, იყენებს CoolSense ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს დაბალ ტემპერატურას ოპერატიულ რეჟიმში. ის წარმოებულ იქნება ორი ფერის ოპციით - espresso black-ში და pacific blue-ში, ბაზური ღირებულებით 600$-ად და ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე თვის 18 რიცხვიდან. ახალი ENVY 14-ის ეკრანის ზომა გახლავთ 14.5-დუიმი, შესრულებულია მეტალისფერში და მუშაობს II თაობის Core პროცესორზე, გააჩნია USB 3.0, Beasts აუდიო და თაჩ-პედი, რომელიც იყენებს გამოსახულების სენსორის ტექნოლოგიას - 'advanced gesture'-ისა და უფრო მეტი 'fluid control'-ის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროდუქტის დებიუტი შედგება ივნისის 15 რიცხვში, 1,000$-იანი ნიშნულით. Mini 210-ის დიზაინი მომრგვალებული, ნატიფი მოხაზულობით გამოირჩევა და გამოსულ იქნება ხუთ ფერში, ესენია: sweet purple, charcoal, crimson red, luminous rose და ocean drive. მის არსენალში აგრეთვე შესულია Beats აუდიო და QuickWeb 3.0 instant-on ოპერაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სუპერ-სწრაფ ინტერვებთან. ნეტბუქი ივნისის 15-დან გამოჩნდება, სულ რაღაც 300$-ად. TC Magazine 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.