Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამგზავრული ინტერნეტი - სიახლეები

Posted

ევროპა Starlink-ის ალტერნატივას ამზადებს და თანამგზავრულ ინტერნეტში 1.5 მლრდ ევროს ინვესტიციას ჩადებს 

ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელისუფლებებმა გააერთიანეს ძალები პროექტის დასაფინანსებლად, რომელიც შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას ილონ მასკის თანამგზავრულ ინტერნეტ Starlink-ზე. Reuters-ის ცნობით, ლონდონი გეგმავს 163 მლნ ევროს ინვესტირებას ფრანგულ კომპანია Eutelsat-ში, ხოლო პარიზი 717 მლნ ევროს გამოყოფს 1.35 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ფარგლებში. Eutelsat-ის რეკაპიტალიზაციის საერთო ოდენობა 1.5 მლრდ ევროს მიაღწევს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NASA 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშიბრიტანელ მეგობრებსმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა გარიგების თანხა არ დაუკონკრეტებია. Eutelsat-, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მესამე თანამგზავრული ფლოტი ჰყავს (დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1200 კმ სიმაღლეზე განლაგებული 653 თანამგზავრი), აცხადებს, რომ მისი დაფარვის არეალი და შეყოვნება ევროპაში Starlink-ის დონისაა. 

ამავე დროს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ერიკ ლომბარდმა ივნისში ინვესტიცია კონკურენტუნარიანი და სუვერენული კოსმოსური ინდუსტრიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. „ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას თანამგზავრული კომუნიკაციების მიმართ, რაც ევროპის ციფრული სუვერენიტეტის სტრატეგიული სფეროა“, - განაცხადა მან. 

როგორც TNW აღნიშნავს, ფინანსური მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია Eutelsat-ისთვის, რომლის წმინდა ვალი 2024 წლის ბოლოს 2.6 მილიარდ ევროს შეადგენდა. თანხები ასევე დაეხმარება კომპანიას მონაწილეობა მიიღოს პროექტ IRIS2-ის განლაგებაში - ეს არის ევროპული თანამგზავრების თანავარსკვლავედი, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წლისთვის არის მოსალოდნელი. IRIS2, რომელიც აერთიანებს Eutelsat-ისა და ლუქსემბურგში დაფუძნებული SES-ის შესაძლებლობებს, განკუთვნილია ევროკავშირის ავტონომიური საკომუნიკაციო სისტემის საფუძვლის შესაქმნელად. ლომბარდის თქმით, ეს პროექტი „ევროპის კოსმოსური დამოუკიდებლობის მთავარი ელემენტი იქნება“, თუმცა მას კონკურენცია გადატვირთულ ბაზარზე მოუწევს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.