iliko1990 Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 (edited) მეცნიერებმა პლასტიკის სრულიად ახალი სახეობა შექმნეს, რომელსაც მობილურ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. ახალი მასალის მთავარი თავისებურება მექანიკური დაზიანებებისას საკუთარი სტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობაა. პროდუქტი კეიზის სარეზერვო დასავლეთ უნივერსიტეტის (კლივლენდი, ოჰაიო) მეცნიერთა და აგრეთვე აშშ-სა და შვეიცარიის სხვა მკვლევარების ერთობლივი ნამუშევარია. პოლიმერს მაღალი ინტენსიობის ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ნაფხაჭნებისა და სხვა დაზიანებების “შეხორცება” შეუძლია. «ჩვენს მიერ შექმნილ პოლიმერს, შეიძლება ითქვას, ნაპოლეონის კომპლექსი აქვს. მისი მოლეკულები შედარებით მცირე ზომის არიან, მაგრამ დიდი მოლეკულების უპირატესობებს იყენებენ, როგორც სუსტ მოლეკულათშორის კავშირებს», – ამბობს პროფესორი სტიუარტ როუენი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ტექნოლოგიას, რომელიც მეცნიერებმა პოლიმერის შექმნისას გამოიყენეს, სუპრამოლეკულარული აწყობა ეწოდება. იგი ქიმიის იმავე სახელწოდების განყოფილებაზეა დაფუძნებული, რომელიც მოლეკულათშორის (არა კოვალენტურ) ურთიერთქმედებბას მოლეკულებისგან რთული სტრუქტურების შესაქმნელად იყენებს. ტრადიციული პოლიმერებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი ატომური წონის მქონე გრძელი მოლეკულარული ჯაჭვისგან შედგება, სუპერმოლეკულარული აწყობის შედეგად მიღებულ მოლეკულებს ნაკლები ზომები და წონა აქვთ, რისი წყალობითაც განსხვავებული თვისებები აქვთ. მოცემულ შემთხვევაში მეცნიერებმა ლითონების იონების მოლეკულარული წებოს სახით გამოყენების მიღწევა შესძლეს, რომელიც განსაზღვრული ზემოქმედებისას სტრუქტურის დაზიანებებს აღმოფხვრის. მკვლევარებმა მთელი რიგი კვლევები ჩაატარეს, რომელთა განმავლობაშიც მასალა უპრობლემოდ აღიდგენდა გარეგნობას ერთი და იგივე ადგილის რამოდენიმეჯერ დაზიანების შემდგომაც კი. მეცნიერების მიერ შექმნილ ნივთიერებას უზარმაზარი კომერციული პოტენციალი აქვს. პირველ რიგში ეს მობილური მოწყობილობების ბაზარს ეხება, რომლებიც სწრაფად კარგავან სავაჭრო სახეს სწორედ ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებების გამო. მკვლევარების სამუშაო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ახლა ისინი სხვადასხვა მასალების გამოცდას ახორციელებენ, რათა მექანიკური თვისებებისა და აღდგენის უნარის ყველაზე ოპტიმალურ შეხამებას მიაღწიონ. წყარო:cellular-news Edited May 6, 2011 by iliko1990 9 Quote
eXtreme-Hunter Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 ჰმმ, ალბათ ცოტა ხანში პროფესია "ჟეშტიანჩიკი" აღარც იარსებებს, მანქანას სადმე გაუხახუნებ და სანამ გადმოხვალ შევხედო ერთი რა გავაფუჭეო, თვითონ მოაგვარებს ყველაფერს. ავტოინდუსტრიაში ამაზე ლაპარაკი მიდის, ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ თვითაღმდგენ საღებავზე, შეიძლება უფრო შორსაც არიან წასულები, უბრალოდ რასაც მე ვუყურე მხოლოდ საღებავზე იყო. რევოლუციური ნახტომი იქნება ტექნოლოგიურ განვითარებაში. 1 Quote
ჯამბო Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 საღოლ მეცნიერებს! მაგარი რამეა და ელექტრო ტექნიკაში განსაკუთრებით მობილურებში მართლა დიდი მომავალი აქვს და კარგ მაყუთსაც მოხსნიან ამის შემქმნელები Quote
iliko1990 Posted May 6, 2011 Author Posted May 6, 2011 ვეჭვობ ამაზე მიგვასუნინოს ვინმემ. ხო მართალი ხარ მიშა მაგრამ იმედით ცოცხლობს კაცი Quote
მიშა Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 არა ეგ ნახევრად ხუმრობით ვთქვი. მიგვასუნინებენ, მაგრამ ძვირი იქნება :babu: Quote
ჯამბო Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 რას ქვია მიგვასუნინონ კაცო ეს გამოუვიდეთ კარგად და მიგვასუნინონ კი არა ვერ მოვიშორებთ , ყველგან ეს იქნება მარა რამე რო იყოს ტელეფონი ჯიბეში რო გედოს გაკაწრული და ჯიბის ნაჭერიც რო "ჩაიხორცოს" მერე რა უნდა ვქნათ, ან უარესი ხელში რო დავიჭერთ მაშინ რო "მოიქცეს" ეგრე :givi: 1 Quote
eXtreme-Hunter Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 რას ქვია მიგვასუნინონ კაცო ეს გამოუვიდეთ კარგად და მიგვასუნინონ კი არა ვერ მოვიშორებთ , ყველგან ეს იქნება მარა რამე რო იყოს ტელეფონი ჯიბეში რო გედოს გაკაწრული და ჯიბის ნაჭერიც რო "ჩაიხორცოს" მერე რა უნდა ვქნათ, ან უარესი ხელში რო დავიჭერთ მაშინ რო "მოიქცეს" ეგრე სპეციალური ხელთათმანები მოყვება. Quote
MaKaRoV Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 ჰმმ, ალბათ ცოტა ხანში პროფესია "ჟეშტიანჩიკი" აღარც იარსებებს, მანქანას სადმე გაუხახუნებ და სანამ გადმოხვალ შევხედო ერთი რა გავაფუჭეო, თვითონ მოაგვარებს ყველაფერს. ავტოინდუსტრიაში ამაზე ლაპარაკი მიდის, ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ თვითაღმდგენ საღებავზე, შეიძლება უფრო შორსაც არიან წასულები, უბრალოდ რასაც მე ვუყურე მხოლოდ საღებავზე იყო. რევოლუციური ნახტომი იქნება ტექნოლოგიურ განვითარებაში. კაი რაღაცა იქნება ეგ პლასმასი მარა ჟეშტიანჩიკებმა რა ქნან? ან ვისაც ეგეთი სამუშაო აქ უმუშევარი დარჩება. მაგრამ თუ ფიქრობენ ამას აუცილებლად იქნება ესეთი რაღაცეები მომავალში Quote
eXtreme-Hunter Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 კაი რაღაცა იქნება ეგ პლასმასი მარა ჟეშტიანჩიკებმა რა ქნან? ან ვისაც ეგეთი სამუშაო აქ უმუშევარი დარჩება. მაგრამ თუ ფიქრობენ ამას აუცილებლად იქნება ესეთი რაღაცეები მომავალში რავიცი, თუ Discovery-ს დავეყრდნობით (რასაც ვეყრდნობი კიდეც), მაშინ 2025 წელს უკვე მასიურად გვექნება ასეთი ტექნოლოგიით შეიარაღებული ავტომობილები (ალბათ არამარტო ავტომობილები). ნანოტექნოლოგიას მაგრად მიაწვნენ და კარგსაც აკეთებენ, მაგის დამსახურება იქნება ბევრი ახალი და რევოლუციური პროექტი, რაც თითქმის ყველა სფეროში მოიკიდებს ფეხს. Quote
ჯამბო Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 კი ნამდვილად სერიოზული წარმატება ელოდება ამ პროექტს. მთავარია დასრულებული სახე მიიღოსმთავარია როდის მიიყვანენ ბოლომდე თორე 2025 კი არა იმ წლიდანვე საკმაოდ პოპულარული გახდება Quote
საბა Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნები იმაში რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი ფაქტორი მხოლოდ დროა. Quote
NEIRON Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 მადლობთ ნიუსისთვის! თვითღდგენადი საღბავებიც არის და ამისთვისაც უფიქრიათ,კარგია. Quote
Blaster Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 (edited) რატომღაც Nano Suit 2 გამახსენდა პ.ს. მშვენიერი გამოგონებაა ვერ ვიტან ნაკაწრებს აპარატურაზე :D Edited May 6, 2011 by Blaster Quote
MaKaRoV Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 რავიცი, თუ Discovery-ს დავეყრდნობით (რასაც ვეყრდნობი კიდეც), მაშინ 2025 წელს უკვე მასიურად გვექნება ასეთი ტექნოლოგიით შეიარაღებული ავტომობილები (ალბათ არამარტო ავტომობილები). ნანოტექნოლოგიას მაგრად მიაწვნენ და კარგსაც აკეთებენ, მაგის დამსახურება იქნება ბევრი ახალი და რევოლუციური პროექტი, რაც თითქმის ყველა სფეროში მოიკიდებს ფეხს. საკაბელო გამეთიშა და დისქავერს ვეღარ ვუყურებ:D Quote
iliko1990 Posted May 6, 2011 Author Posted May 6, 2011 არა ეგ ნახევრად ხუმრობით ვთქვი. მიგვასუნინებენ, მაგრამ ძვირი იქნება ხო ძვირი თუ იქნება და თანაც ისეთი რომ მემგონი ვერ მოვახერხებთ დასუნვასაც კი,მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე იმედია მაცოცხლებელი ძალა :D Quote
f-22raptor Posted May 7, 2011 Posted May 7, 2011 მაგარ+ი რამეა !... თავიდან ძვირი იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ღრმად დაინერგება ადმიანების ყოფაში , მისი ფასიც დაიკლებს... მაგრამ ეგ ტექნოლოგია ჯერ ძაან შორს მგონია.. :ugly_wink: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.