iliko1990 Posted May 5, 2011 Posted May 5, 2011 (edited) ფოტონური მიკროსისტემების ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Photonic Microsystems) მეცნიერებმა მინიატურული სისტემის პროტოტიპი წარმოადგინეს, რომელიც დამატებითი რეალობის მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისთვისაა განკუთვნილი. მას «ხედვის მიმართულების განმსაზღვრელი მექანიზმიანი ორმიმართულებიანი OLED-მიკროდისპლეი» უწოდეს – ვერაფერს იტყვი, ლაკონურია. მოწყობილობა გარეგნულად მაღალტექნოლოგიურ მონოკლს მოგვაგონებს შიგნით მოთავსებული OLED-ეკრანით, რომელიც თვალზე მოხვედრილ სინათლის ნაკადს ციფრულ ინფორმაციას ადებს. იმისათვის, რომ მომხმარებლის ხედვის მიმართულება განისაზღვროს, სისტემას ფოტოდეტექტორები და სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს – დამატებითი რეალობის მართვა თვალის გუგის მოძრაობის დახმარებითაა შესაძლებელი. ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იქნება ფილმების სანახავად სირბილისას. თუმცა, ალბათ კიდევ ათასობით ვარიანტი გამოჩნდება მისი გამოყენებისა სხვადასხვა სფეროში, თანაც გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე მკვლევართა შემოთავაზებაა. თქვენ რას გააკეთებდით ამ ჰაი-ტეკ გაჯეტით? წყარო:Fraunhofer IPMS Edited May 5, 2011 by iliko1990 9 Quote
სოსო Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 გავზიდე შენი ინფოები პორტალზე კარგი ნამუშევარია :thumbsup: Quote
Fatal Fighter Posted May 6, 2011 Posted May 6, 2011 ნამდვილად კარგი ნამშევარია ბოლო-ბოლო ხარ გინესის წიგნში თუ არა ?! პროცესორი: dual core E5300 დედა დაფა: p55-UD4P Quote
iliko1990 Posted May 6, 2011 Author Posted May 6, 2011 (edited) ნამდვილად კარგი ნამშევარია ბოლო-ბოლო ხარ გინესის წიგნში თუ არა ?! არა ჯერ ვერ ვქაჩავ პ.ს მადლობა Edited May 6, 2011 by iliko1990 Quote
iliko1990 Posted May 6, 2011 Author Posted May 6, 2011 გავზიდე შენი ინფოები პორტალზე კარგი ნამუშევარია მადლობა სოსო დახმარებისთვის Quote
f-22raptor Posted May 7, 2011 Posted May 7, 2011 კარგი ინფოა ! და ძაან მაგარი რამე ! და ალბათ პირველი სამხედრო სფერო იქნება მისი გამოყენების არენად... Quote
ANuB1S Posted May 7, 2011 Posted May 7, 2011 ყოჩაღ! ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდი :miyvarxar: Quote
baker Posted May 7, 2011 Posted May 7, 2011 მე მაგას გამოვიყენებდი სამხედრო ამბავში დავუმატებდი ღამის ხედვას,ლაზერულ მანძილმზომს ღამე მტრის ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის იდენტიფიკაციიესთვის 1 Quote
f-22raptor Posted May 7, 2011 Posted May 7, 2011 მე მაგას გამოვიყენებდი სამხედრო ამბავში დავუმატებდი ღამის ხედვას,ლაზერულ მანძილმზომს ღამე მტრის ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის იდენტიფიკაციიესთვის მართალი ხარ და + მზის ელემენტს ან ელემენტს რომელიც ადამიანის მიერ გამოყოფილი სითბოთი იტენება ! 1 Quote
haloluk Posted May 8, 2011 Posted May 8, 2011 ვაუ მაგარი რამეა ამას უფრო სამხედროები გამოიყენებენ Quote
iliko1990 Posted May 8, 2011 Author Posted May 8, 2011 მე მაგას გამოვიყენებდი სამხედრო ამბავში დავუმატებდი ღამის ხედვას,ლაზერულ მანძილმზომს ღამე მტრის ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის იდენტიფიკაციიესთვის +1 ჟკვიანური აზრია.ისე სამხედრო სფეროში მაგრად გაამართლებს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.