Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

ფოტონური მიკროსისტემების ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Photonic Microsystems) მეცნიერებმა მინიატურული სისტემის პროტოტიპი წარმოადგინეს, რომელიც დამატებითი რეალობის მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისთვისაა განკუთვნილი. მას «ხედვის მიმართულების განმსაზღვრელი მექანიზმიანი ორმიმართულებიანი OLED-მიკროდისპლეი» უწოდეს – ვერაფერს იტყვი, ლაკონურია.

OLED-Mikrodisplay-mit-Eyetracking-Funktion_Presse.jpg

მოწყობილობა გარეგნულად მაღალტექნოლოგიურ მონოკლს მოგვაგონებს შიგნით მოთავსებული OLED-ეკრანით, რომელიც თვალზე მოხვედრილ სინათლის ნაკადს ციფრულ ინფორმაციას ადებს. იმისათვის, რომ მომხმარებლის ხედვის მიმართულება განისაზღვროს, სისტემას ფოტოდეტექტორები და სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს – დამატებითი რეალობის მართვა თვალის გუგის მოძრაობის დახმარებითაა შესაძლებელი.

oled-microdisplay-hmd.jpg

ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იქნება ფილმების სანახავად სირბილისას. თუმცა, ალბათ კიდევ ათასობით ვარიანტი გამოჩნდება მისი გამოყენებისა სხვადასხვა სფეროში, თანაც გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე მკვლევართა შემოთავაზებაა. თქვენ რას გააკეთებდით ამ ჰაი-ტეკ გაჯეტით?

წყარო:Fraunhofer IPMS

Edited by iliko1990
  • Upvote 9
Posted

გავზიდე შენი ინფოები პორტალზე

კარგი ნამუშევარია :thumbsup:

Posted

ნამდვილად კარგი ნამშევარია :)

ბოლო-ბოლო ხარ გინესის წიგნში თუ არა ?! :D

პროცესორი:

dual core E5300

დედა დაფა:

p55-UD4P

Posted (edited)

ნამდვილად კარგი ნამშევარია :)

ბოლო-ბოლო ხარ გინესის წიგნში თუ არა ?! :D

არა ჯერ ვერ ვქაჩავ :D

პ.ს მადლობა

Edited by iliko1990
Posted

გავზიდე შენი ინფოები პორტალზე

კარგი ნამუშევარია :thumbsup:

მადლობა სოსო დახმარებისთვის

Posted

კარგი ინფოა ! :thumbsup: და ძაან მაგარი რამე !

და ალბათ პირველი სამხედრო სფერო იქნება მისი გამოყენების არენად...

Posted

ყოჩაღ!

ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდი :miyvarxar:

Posted

მე მაგას გამოვიყენებდი სამხედრო ამბავში დავუმატებდი ღამის ხედვას,ლაზერულ მანძილმზომს ღამე მტრის ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის იდენტიფიკაციიესთვის

  • Upvote 1
Posted

მე მაგას გამოვიყენებდი სამხედრო ამბავში დავუმატებდი ღამის ხედვას,ლაზერულ მანძილმზომს ღამე მტრის ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის იდენტიფიკაციიესთვის

:thumbsup: მართალი ხარ და + მზის ელემენტს ან ელემენტს რომელიც ადამიანის მიერ გამოყოფილი სითბოთი იტენება !

  • Upvote 1
Posted

ვაუ მაგარი რამეა ამას უფრო სამხედროები გამოიყენებენ

Posted

მე მაგას გამოვიყენებდი სამხედრო ამბავში დავუმატებდი ღამის ხედვას,ლაზერულ მანძილმზომს ღამე მტრის ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის იდენტიფიკაციიესთვის

+1

ჟკვიანური აზრია.ისე სამხედრო სფეროში მაგრად გაამართლებს

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.