Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Asus-მა გამოავლინა იანვარში დაანონსებულ კომპაქტურ ROG NUC სერიის კომპიუტერების ფასები და მახასიათებლები. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მოდელია წარმოდგენილი - ისინი გამოირჩევა საკმაოდ მძლავრი აპარატურით და მაღალი ფასით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

Asus ROG NUC-ის ერთ ვერსიას აქვს Intel Core 7 155H პროცესორი 16 გბ ოპერატიული და 512 გბ NVMe SSD მუდმივი მეხსიერებით, ასევე დისკრეტული GeForce RTX 4060 ვიდეო ბარათი. მეორე, შესამჩნევად უფრო მაღალი წარმადობის მოდელს აქვს Intel Core Ultra 9 185H 32 გბ ოპერატიული და 1 ტბ მუდმივი მეხსიერებით, ვიდეო ბარათი კი არის დისკრეტული GeForce RTX 4070. Asus ROG NUC მყიდველებს, შესაბამისად, 1629 და 2199 აშშ დოლარი დაუჯდებათ. 

image.jpeg 

ორივე მათგანს აქვს კომპაქტურ 2.5-ლიტრიან კორპუსი უკანა განათებით და მაგიდაზე ვერტიკალურად დაყენების შესაძლებლობით. წინა პანელზე განთავსებულია ორი USB 3.0 პორტი, აუდიო კონექტორი და ბარათის წამკითხველი. უკანა მხარეს ხელმისაწვდომია ორი USB 2.0 პორტი, ორი DisplayPort და თითო 2.5G Ethernet, USB Type-C და HDMI პორტი. რაც შეეხება უსადენო ინტერფეისებს, ხელმისაწვდომია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. 

image.jpeg 

Asus ROG NUC-ს რთულია, ეწოდოს ეტალონური ფასისა და წარმადობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მომხმარებლების მიერ თავად აწყობილ კომპიუტერებთან შედარებით, მაგრამ ეს არის მზა კომპაქტური პლატფორმები გეიმერებისთვის, რომელთაგან ყველაზე ძლიერ აქვს თამაშების 1440p გაფართოებასა და 60 კადრი წამში სიჩქარით გაშვების შესაძლებლობა, ასევე Ultra-პარამეტრები. 

 

  • 1 month later...
Posted

Minisforum-მა გამოუშვა ჯიბის კომპიუტერი S100, რომელიც CES 2024-ზე დაანონსდა. კომპაქტურ კომპიუტერს შეუძლია დენის წყაროსთან დაკავშირების გარეშეც კი იმუშაოს, რადგან მხარდაჭერილია PoE. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Minisforum 

Minisforum S100 სმარტფონის მსგავსია ზომით, მისი  გაბარიტები შეადგენს 152 × 58 × 19.5 მმ-ს. კომპიუტერში წარმოდგენილია Intel N100 პროცესორი (Alder Lake-N) ეს არის 6-ვატიანი  ოთხბირთვიანი ჩიპი HyperThreading-ის მხარდაჭერის გარეშე, მისი ტაქტის სიხშირე 3.4 გჰც-მდეა. ასევე წარმოდგენილია 8 გბ LPDDR5-4800 მეხსიერება ერთარხიან კონფიგურაციაში. გაგრილების სისტემას წარმოადგენს რადიატორზე მიმაგრებული პატარა ქულერი - უმოქმედო მდგომარეობაში მისი ხმაურის დონე 24 დბ, ხოლო სრული დატვირთვისას შეიძლება მიაღწიოს 43 დბ-ს. 

image.jpeg 

კომპაქტური ზომის გამო შეუძლებელი იქნება ჩაშენებული მეხსიერების შეცვლა და მომხმარებლებს 256 გბ UFS 2.1 მეხსიერებით დაკმაყოფილება მოუწევთ - ეს ნიშნავს სიჩქარეს 850 მბ/წმ-მდე და 260 მბ/წმ-მდე თანმიმდევრული წაკითხვისა და ჩაწერისას, შესაბამისა, რაც გაცილებით დაბალია SSD PCIe 3.0-თან შედარებით. კვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ USB 3.2 Gen 2 Type-C ან Ethernet პორტი (2.5 Gbps), რადგან მხარდაჭერილია Power over Ethernet (PoE). კორპუსზე მოცემულია ერთი HDMI 2.0 პორტი, ორი USB Gen 2 Type-A პორტი და გადატვირთვის ღილაკი მოწყობილობის default-პარამეტრებზე დასაბრუნებლად. 

მხარდაჭერილი უსადენო სტანდარტები Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2. Minisforum S100-ს შეუძლია ერთდროულად ორ ეკრანთან დაკავშირება HDMI 2.0 და USB 3.2 Gen 2 Type-C-ის საშუალებით - ამ უკანასკნელს ასევე შეუძლია დისპლეისთვის ენერგიის მიწოდება, რადგან აქვს 65 ვატამდე სიმძლავრის მხარდაჭერა. კომპიუტერს, რომელზეც წინასწარაა დაინსტალირებული Windows 11, მოყვება ადაპტერი და კვების სადენი, HDMI სადენი და გამოყენების სახელმძღვანელო. იაპონიაში Minisforum S100 იყიდება 29980 იენად (193$) - 7000 იენის (45$) ფასდაკლების შემდეგ. 

  • 1 month later...
Posted

ქვეგანყოფილება Asus Republic of Gamers-მა გამოუშვა გეიმინგ მინი კომპიუტერი ROG NUC: სერიის პირველ წარმომადგენელშემოთავაზებულია მოწინავე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებ და მისი წარმადობა საკმარისია AAA თამაშების გასაშვებად და არა მხოლოდ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: asus.com 

Asus ROG NUC წარმოდგენილია ორ ვარიანტში: Intel Core Ultra 9 185H პროცესორით და Nvidia GeForce RTX 4070 გრაფიკით, ასევე Intel Core Ultra 7 155H ჩიპით და GeForce RTX 4060 გრაფიკით. კომპაქტური ზომები გათვალისწინებით კომპიუტერი საკმარის წარმადობას უზრუნველყოფს, რომ გააკეთოს ის, რაც გეიმერს სჭირდება: რეალური თამაშის გარდა, ეს არის ვიდეოს ჩაწერა, მონტაჟი და ვიდეოს სტრანსლირება. 2.5-ლიტრიანი შიდა მოცულობის კორპუსი უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას კომპონენტებზე, ამარტივებს მათ ჩანაცვლებასა და ტექნიკურ სამუშაოებს. 

კომპიუტერს აქვს 64 გბ (2 × 32 GB) SO-DIMM DDR5 5600 MHz ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა და სამი M.2 NVMe PCIe 4.0 სლოტი მონაცემთა შენახვის დიდი მოცულობისთვის. კომპიუტერის ზომაა 180 × 270 × 50, წონა - 2.6 კგ. Asus ROG NUC-ს აქვს პორტების ფართო სპექტრი, მათ შორის Thunderbolt 4 USB Type-C 5 და 9 V სმარტფონის დამტენის პროფილებით და ინტეგრირებული გრაფიკი მხარდაჭერილი DisplayPort 2.1; წარმოდგენილია ოთხი 10 გბ/წმ USB პორტი, წყვილი USB 2.0, ერთი HDMI 2.1 FRL, წყვილი DisplayPort 1.4a, ერთი მეხსიერების ბარათის სლოტი და კომბინირებული 3.5 მმ აუდიო ჯეკი. ხელმისაწვდომია 2.5 გბ/წმ Ethernet პორტი, Wi-Fi 6E-ის და BT 5.3-ის მხარდაჭერა. როგორც გეიმინგ კომპიუტერისთვისაა დამახასიათებელი, Asus ROG NUC-ზე მოცემულია რეგულირებადი ARGB ლოგო და ASUS AURA Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერ RGB განათების სინქრონიზაციისთვის ROG სერიის პერიფერიულ მოწყობილობებზე. 

Asus ROG NUC-ის გაყიდვები უახლოეს დროში დაიწყება, თუმცა კომპიუტერები არ იქნება იაფი: მწარმოებლის ვებ-გვერდზე Core Ultra 5 155H და RTX 4060-ზე აგებული მოდელი 1629 აშშ დოლარი ღირს, ხოლო Core Ultra 9 185H და RTX 4070 კონფიგურაციის ფასი 2199 აშშ დოლარია. ისინი ამჟამად არ არის მარაგში და გამოშვების ზუსტი თარიღი უცნობია. 

  • 10 months later...
Posted

ეს mini pc ვიყიდე 1 თვის წინ და მცირე მიმოხილვას დავდებ თუ ვინმე ინტერესდება mini pc-ებით როგორც მე.

CPU: AMD 8845HS
GPU: 780m
RAM: 64 GB 5600 mhz
SSD: 1 TB NVme gen 4

ესეთი მონაცემებით ვიყიდე და კიდე 2 TB-იანი ssd ჩავაგდე.

geekbench 6 გავატარე რაც მოყვა იმ windows-ზე და ესეთი შედეგი დადო. Linux-ზე single-ზე 2700-მდე აწია. მულტი ვეღარ გავტესტე proxmox მიყენია ეხლა და ვირტუალკები მაქვს გაშვებული, მათ შორის Windows 11 LTSC Lite ვირტუალკა თავის iGPU passthrough-თი. მუშაობს passthrough გადასარევად ერთი მინუსი რომ არ ქონდეს. თუ დააშათდაუნებ windows-ს VM-ს მეორედ არ ირთვება host-ს რებუთი უნდა, მაგრამ მე არ ვრთავ VM-ს. დაპაუზება მოსულა მაგაზე არ აქვს პრობლემა. არის რაღაც ხერხები, ვცადე რამდენიმე გზა, მაგრამ არ გამოვიდა დაფიქსვა. თუმცა როგორც აღვნიშნე დიდად არ მაწუხებს. 

2025-05-10_23_32_52_733467647.png

თვითონ კომპი საკმაოდ გრილია. 2 ქულერი უყენია და ასე თუ ისე ცხელა უკვე და თამაშებში კაი ტემპერატურა უჭირავს. მე პერფორმანსზე არ მიყენია ბიოსში. პერფორმანსზე 70 W-ზე დგება, ჩემი 53 W-ზე დგას. Forza horizon 5 მედიუმზე 2k-ზე 60-70 fps მაქ fsr balanced-თ FXAA-თი. საკმაოდ გამაოცა ინტეგრირებულის პერფორმანსმა, VM-ში passthrough-თ. 

ამ მოდელის დიდი პლიუსი ისაა რომ აქვს oculink პორტი და ამისთვის არ იყენებს nvme slot-ს. ამ პორტით შეგიძლიათ eGPU მიუერთოთ, რაც ამ ეტაპზე eGPU-ების მიერთების საუკეთესო გზაა. ასევე USB 4-ც აქვს და მაგ პორტზეც შეგიძლიათ eGPU-ს მიერთდება. USB-ზე hotswap მოსულა. oculink-თ მიერთება გამოერთებისას pc უნდა გამორთოთ რადგან pcie კავშირია და არ აქვს hotswap-ს მხარდაჭერა.

ერთდროულად 2 eGPU-ც შეგიძლიათ დააერთოთ.

2 ცალი 2.5 Gbit/s network rj45 port-ც აქვს.

HX 370-ს აღება მინდოდა მაგრამ რაც გადავხედე ბენჩები და ყველაფერი ეს პროცესორი ფასი/წარმადობით გაცილებით წინაა. 600$ ღირდა ეს. ის იგივე მონაცმებით 1000+ $ ღირს. ვითომ NPU აქვს უკეთესი, ჩემსასაც აქვს NPU მაგრამ გამოსადეგი არცერთის არაა. ტყუილადაა გაბერილი ფასები ამ AI-ს გამო, რომელშიც მაინც გამოუსადეგარია 370. იდეაში 395-ს ველოდი, თუმცა იმოდენა ფასი დაადეს მაგას, სრული უაზრობა იყო და მაგიტომ ვიყიდე ეს მოდელი.

https://www.gmktec.com/products/amd-ryzen-7-8845hs-mini-pc-nucbox-k8-plus?spm=..index.header_1.1&spm_prev=..index.0.1&variant=e031c061-8f2a-45f4-9de2-e1eda86fc00e

ჩემი აზრით ეხლა უკვე mini pc-ები იმდენად დაიხვეწა რომ აღარც აქვს დიდი აზრი desktop-ს აღებას. eGPU-ების ბენჩებიც რაც ვნახე oculink-ზე მშვენიერ პერფორმანსს დებენ. ssd/ram-ები აქაც იცვლება, სამაგიეროდ ძალიან პატარებია და წაღება წამოღება მარტივია.

 

  • Power_VANO changed the title to მინი კომპიუტერები

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.