#Skinhead Posted May 3, 2011 Posted May 3, 2011 ქსელში არაოფიციალური ინფორმაცია გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს დომენის iCloud.com შეძენასთან დაკავშირებით 4,5 მლნ დოლარად. დომენის მფლობელი შვედური კომპანიაა Xcerion, რომელიც ადრე მას საკუთარი ღრუბლოვანი ოპერაციული სისტემისთვის iCloud იყენებდა, რომელსაც ამჟამად CloudMe ეწოდება. თუ კი ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ დომენის შეძენის მიზანი Apple-ის საკუთარი ღრუბლოვანი სერვისის მალე გაშვება უნდა იყოს. არაოფიციალური მონაცემებით, სერვისი, რომლის გახსნასაც კომპანია აპირებს, მუსიკის ნაკადოვანი ტრანსლაციისთვისაა განკუთვნილი. უკანასკნელ პერიოდში, ქსელში მოცემული თემა საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მომხმარებლები, რომლებიც iTunes-ის კლიენტები არიან, ალბათ მათ მიერ შეძენილი მუსიკის მოსმენას ინტერნეტით სხვადასხვა მოწყობილობებზე შესძლებენ. ამგვარად, გარკვეულწილად სავარაუდოა, რომ კომპანიის ახალი სერვისის სახელი iCloud იქნება. Quote
მიშა Posted May 4, 2011 Posted May 4, 2011 კომპანიის ახალი სერვისის სახელი iCloud იქნება. როგორ გამიკვირდა iMarasm :SNEMOTICON13: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.