Jump to content

Recommended Posts

Posted

ბევრ მონიტორს თავისივე შესამოწმებელი აქვს ფერებზე, სადაც პახოდუ იტესტება დედ პიქსელებზეც მონიტორი, თუ რამე ლევი ფერები აქვს ჩანს ხოლმე ხშირათ მანდ ან რამე უფრო სერიოზული პრობლემა დედ პიქსელების და სხვა ბრაკი მატრიცის სახით, სხვა არ ვიცი აქვს კიდე მონიტორის დასატესტი aida-ზეც არც თუ ისე ცუდი

Posted

მოკლედ, ვიყიდე 2 ცალი Dell s2725qc , თანამშრომელს აღმოაჩნდა U2724DE რომელიც 2K - ია, თუმცა ჩვენება რომ ვნახე ძალიან მომეწონა და ფერების კალიბრაცია და სხვა ფუნქციები, რითიც სჯობს ჩემსას, არ მაინტერესებს.

მაშინვე გადავწყვიტე და ვიყიდე. 

დამაკავშირეს ჩვენი კომპანიის მომწოდებელს და პირდაპირ მისგან ვიყიდე ცალი 1015 ლარად ადგილზე მოტანით.

ხვალ უნდა მომიტანონ და გავტესტავ და დავწერ შედეგებს.

მადლობა დახმარებისთვის.

Posted

შეიძლება იმისი ბრალია, რომ აქამდე არ მქონია ნორმალური მონიტორი, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა.

ტექსტი ძალიან კარგად ჩანს, ფერიც და სიკაშკაშეც ძალიან კარგია და რავი... ძალიან კარგად მოვარგე ჩემს macbook - ს.

 

ვუწევ რეკომენდაციას. გავტესტე სრულად და არცერთს არც წუნი არც მკვდარი პიქსელი ჯერჯერობით არ აქვს.

 

 

Posted

კარგი ბიუჯეტური მოდელი ყოფილა მაგ კატეგორიიდან ეგ დელი, არის უფრო ცუდებიც და მაგიტომ, ეგ კარგი ყოფილა როგორც ჩანს, გამძლეებია ეგენი საკმაოთ, ძალიან ლევი ვარიანტი თუ არაა მთლათ იაფიანი ეგ გაფუჭდეს უფრო მალე შეიძლება იპს-ზე, დანარჩენი საკმაოთ დიდხანს ძლებს, მქონია ოპიტი დელებზე და ვიცი, მე Rtings საიტზე ვამოწმებდი ხოლმე მიმოხილვებს, არის ეგ მოდელიც დატესტილი, მაგრამ მანდ პლატნი პადპისკა შემოუღიათ და ვეღარ ვნახულობ რეები უწერიათ აცენკებში უკვე,მაგის გამო 31$ არ გადავიხდი, არის სხვა საიტებიც და იქ ვნახავ ხოლმე ახალ მოდელებს, მაგ კანადურ საიტს შევეშვები აწი, დაბლურული აქვთ უკვე მთლიანათ აცენკებიც და სკრინშოტებიც მაგათ აბზორებში, არა მარტო მონიტორებზე, 5-10 აბზორიანი პრობნი ვერსია რომ იყო პადპისკის გარეშე ეგ მოუცილებიათ, მარტო პადპისკითაა ეხლა ყველაფერი მანდ უკვე, საიტი კარგია საკმაოთ, არც თუ ისე ცუდ აბზორებს დებდენ მონიტორებზე და არა მარტო, თუმცა ეხლა სხვა საიტებზე მომიწევს აბზორების ნახვა მონიკებზე და ტელევიზორებზე, მანდ ვეღარაფერს ვეღარ ვნახავ უკვე

Posted

მე რაც ვნახე მის ფასში საუკეთესო მონიტორი ეს იყო გამოსახულებით 

https://alta.ge/monitori/lenovo-n27p-67c3gcc4us-black-p40745

თუმცა კი ხედავ რამდენიმე ეგ მოდელი ბრაკი შემხვდა. 

ასევე დელიც და ბენქიც (აი ამის მოდელი მქონდა იდეალური გამოსახულებით mac-ებისთვის თავისი პროფილით) ბრაკი შემხვდა.

ნუ 4k რაც ვნახე მაშინ საუკეთესო მოდელები ჩამოვუარე, ყველა ბრაკი აღმოჩნდა. დავრწმუნდი რომ საქართველოში ბრაკი პროდუქცია შემოაქვთ. გამორიცხულია ასე 4 თუ 5 მონიტორიდან ყველა ბრაკი იყოს შემთხვევით. იმედია შენ გაგიმართლებს.

ბოლოს კი lenovo Y27qf-30 ამაზე შევჩერდი და კი მუშაობს კარგა რახანია. 240 hz-იანია და რომ ვცადე გეიმინგი და სკროლვა რავიცი 120-იანზე თუ ვჯდები 60-ვით აღვიქვავ ამის ფონზე. 160 hz მაინც უნდა ქონდეს უკვე ჩემთვის მონიტორს რომ მომეწონოს.

ერთი რაც დიდი მინუსი აქვს ამ ლენოვოს არის 2k გარჩევადობა. 27 ინჩზე 2k არის ნაგავი და არ გაეკარო კოდის წერა რომ გინდა მითუმეტეს. მეც მაგისთვის ვიყენებ ძირითადად. მე უბრალოდ უკვე ნერვებიც აღარ მყოფნიდა ამდენი მონიტორის დაბრაკვის მერე და ეს ვიყიდე. დანარჩენი რაცაა ამის დინამიკებიც საკმაოდ მომწონს. იმ n27p-საც ასეთი დინამიკები ქონდა. ის ბენქი 1700-მდე რომ ღირდა უნაგვესი დინამიკები ქონდა. ვერ ვხვდები რატომ დებს ლენოვო ასეთი იაფიანში უკეთეს დინამიკებს ვიდრე მასეთ ძვირიანებში დევს.

Posted

ისე დედ პიქსელები ცალკე საკმაოთ გავრცელებულია მაინც მონიტორებში, ხშირათ აქვს ხოლმე 1-2 დედ პიქსელი იპს-ზეც კი, ნუ ჩემ წინა დელსაც ქონდა 1080 23 ინჩიანს, თუმცა ძალიან დიდხანს იმუშავა იმან და მერე გავყიდე ეს რომ ავიღე უკვე, ამას არ ქონია დედ პიქსელები, ოლმარკეტში ვიყიდე მე ბოლო ეგზემპლიარი თან, მეტი არ ქონდათ და ერთი პერიოდი ძალიან დეფიციტში იყო ეს მოდელი რატომღაც ევროპა-შტატებში, ჯერ კიდევ როცა იყო გაყიდვაში და უშვებდენ იმ პერიოდში, ეხლა იპს-ში 280 გერციანები წამოვიდა ვისაც ეძვირება 360+ გერციანი მოდელები მაგას იღებს, უფრო იაფია აშკარათ მაინც 2K გეიმერულ მოდელებში ეგეთი, 165-180 გერცზე უკვე ცოტა მეინსტრიმ ვარიანტია ამ მომენტისთვის, თუმცა მონიტორსაც გააჩნია, მინი ლედებს უფრო კარგი ჰდრ აქვს მაინც, იპს-ზე მაინც სპეციფიკური მინუსები აქვს ხოლმე ხანდახან, იგივე დაბალი კონტრასტი რის გამოც შეიძლება მოლურჯო ტონიც კი დაკრავდეს ხანდახან მასეთ მოდელზე, ჩემზეც აქვს ეგ ბაგი, მაღალ ვაიდ გამუტ იპს-ზე ქონია უფრო დაბალი კონტრასტი რომლებსაც აქვს ეგ პრობლემა, ნაწილობრივ იფიქსება ძალიან თუ გაწუხებს, მთავარი პრობლემა მაინც ეგაა იპს მოდელებზე, ანუ დაბალი კონტრასტი, ნაწილს აქვს მარტო შედარებით მაღალი კონტრასტი 1500:1 მაინც, მანდ ეგ ბაგი აღარ უნდა ქონდეს უკვე, თუმცა სხვა ფერები ძალიან კარგი აქვს ჩემ დელს ნანო იპს-ზე, DCI-p 99% ფარგლებშია, მანდ იგივენაირი მაჩვენებლები აქვს რაც ქონდა წინა პაკალენიის LG WOLED პანელზე, მანდ ლიდერობენ მაინც კვანტუმ დოტ იპს და QD-OLED, თუმცა მეოთხე პაკალენიის WOLED უკვე გაზარდეს ვაიდ გამუტი საკმაოთ, გლოუვინგს მე ჩემ მონიკზე ვერ ვამჩნევ, თუმცა აქვს საკმაოთ ეგეც, უბრალოთ ეგ ეტყობა ბნელ ოთახში უფრო შავ ფონზე, კარგ განათებაზე დიდათ აღარ, ბანდინგს ვიდეობში დიდ ნაწილს ფიქსავს მონიტორის 10 ბიტში გადაყვანა სდრ რეჟიმში ეგ, ეგ საკმაოთ შველის მაგ პრობლემას და დამატებითი პრავკები დიდათ აღარ ჭირდება ჩემთან უკვე

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.