მათე Posted May 16, 2025 Author Posted May 16, 2025 ეს წინები რაც ვიყიდე nano ips-ები იყო? რა სხვაობაა მაგ ნანოსა და უბრალოს შორის? კი ppi ვნახე. რავიცი ეს სპიკერები 7W-იანები რომაა და KVM რომ აქვს 90W-იანი type C- თ მომეწონა. განათებას უჩივიან ცოტა ისე. ჩემთან სადაც მიდგას არც ისე ნათელია ადგილი და ზოგადად ღამე უფრო ვმუშაობ ხოლმე ისედაც. Quote
vechny Posted May 16, 2025 Posted May 16, 2025 3800r ძაან ცოტა მოღუნვაა.თითქმის სწორია. 1800R მაინც უნდა იყოს ულტრავაიდი.ისე მუღამი არ აქვს ჩემი აზრით და კუთხეები კაი შორსაა Quote
George Posted May 16, 2025 Posted May 16, 2025 ნუ LG ნანო იპს ეგ იგივე კვანტუმ დოტია ფაქტიურათ, დიდ სხვაობას მე ვაიდ გამუტში ვერ ვხედავ, უბრალოთ როგორც სამსუნგის QD-OLED და LG WOLED ვაიდ გამუიტში ახვატი მანდაც ეგეთი სხვაობაა ხანდახან, ანუ სიტყვაზე ჩემ მოდელზე თუ აქვს ასე 72% Rec 2020, კვანტუმ დოტ იპს-ზე იგივე Au optronics ან ჩინურ BAE მატრიცებზე შეიძლება 80% ან მეტიც ქონდეს უკვე ეგ მაჩვენებელი, მაგრამ უბრალო იპს კი ჯობია ნანო, ანუ უფრო მაღალი ვაიდ გამუტ ახვატი აქვს ნანოზე უბრალოთ, იმის გარდა რომ ორივე შეიძლება ფსევდო 10 ბიტიან მატრიცაზე იყოს მილიარდი ფერის საპორტით, ისე ბოლოს მგონი LG გამოუშვა მინი ლედ მოდელი, არაფრათ არ ვარგოდა მაგათი ვარიანტი, ცუდი ლოკალ დიმინგი ქონდა მაგათ მოდელზე ძალიან, ბლომათ პრობლემებით, ხო კარვი პატარა აქვს მაგ მოდელზე, მაგრამ ეგრე ხშირათ არის ხოლმე იპს-ზე, როგორც წესი ეგეთივე მაჩვენებლებით ოლედს 1800R აქვს ხოლმე შეზნექვა, მაგას ფაქტიურათ არ ეტყობა არაფერი Quote
მათე Posted May 18, 2025 Author Posted May 18, 2025 @George ეს მონიტორი დავითრიე https://pcshop.ge/product/lenovo-n27p-27-ips-4k-usb-c-black/ overall რასაც ვუყურებ ამ ფასში ალბათ საუკეთესო მონიტორია ვისაც 4k უნდა. თან 2024 წლის მოდელია. ის დელი 2022-ს იყო. სტენდი ჭანჭიკებით უმაგრდება და მარტო ტაიპ ც კაბელი მოყვება. სამართავადაც ცალკე ღილაკები აქვს ჯოისტიკი არა, ამ გზით ძალიან იაფია და თვითონ მონიტორი იმ წინა დელი რაც ვიყიდე 1300 ლარიან იმას ჯობია. ტაიპ სდან 65 ვატს იძლევა დინამიკებიც აქვს 3 ვატიანი, HDR-ც აქვს და DCI P3 95% ახვატი, განათებაც მეტი აქვს. იმ დელს მარტო ტაიპ ც ქონდა 90W-ს იძლეოდა. HDR, DCI P3 95%, დინამიკები და ასეთი განათება იმ დელს სულ არ ქონდა და ბენქს 1600 ლარიანს 2.5 ვატიანები ქონდა. ხო RJ 45 პორტიც არ აქვს ესეც უგდებს ფასს იმ ორისგან განსხვავებით, თუმცა იმათ გინდ ქონია გინდ არა მაინც 1 Gbit/s პორტია და მე არაფერში მარგია. ძალიან ნელია 1 Gbit/s, 2.5 Gbit/s მაინც მჭირდება მინიმუმ სახლის სერვერსა და კომპს შორის. მაგ ბენქზე გაცილებით უკეთესი ხმა კი აქვს ამას. კვმ სვიჩი არ აქვს განსხვავებით ბენქისგან, თუმცა ფასში 700 ლარია სხვაობა და კვმ სვიჩს გარეს დავითრევ იმაზე უკეთესს ვიდრე ამათ აქვთ ინტეგრირებული სულ რაღაც 100 ლარად. USB hub სამივეს აქვს ანუ ამაშიც არ ჩამორჩება ეს იაფიანი იმათ. გამოსახულება მშვენიერია იმ ბენქისგან არ განსხვავდება დიდად იმასაც DCI P3 95% ქონდა. მომწონს როცა მთავარი რაცაა ის კარგი აქვს მოწყობილობას და ეს ფოე ფოე რაღაცების გამო არ აქვს ზედმეტად გაბერილი ფასი. 900 ლარად 4k-ს უკეთესს ნამდვილად ვერაფერს ვიყიდდი ახალს. გადატრიალებული მაქვს მთელი ქართული მაღაზიები. Quote
George Posted May 18, 2025 Posted May 18, 2025 ხო მაგ ფასში კარგი რამე უნდა იყოს, შედარები უფრო ბიუჯეტური მოდელია, დასადებიც უფრო უბრალო აქვს მემგონი, სხვა მხრივ თუ უვარგა ჩვენება და არაფერი ახურებს არ ჩანს ცუდი ვარიანტი, ისე ვნახე და ეგ მოდელი ლამის 200$ იშოვება შტატებში, თუმცა ცუდი ოტზივები არა აქვს კომენტები რომ ვნახე, როგორც ჩანს მატრიცა უყენია საკმაოთ ნორმალური მაგ ფასიანი მოდელის ფონზე Quote
მათე Posted May 18, 2025 Author Posted May 18, 2025 კი აშკარად მაგარი პანელი უყენია. სტენდი ფიზიკურად გავს იმათსას, უბრალოდ მონიტორზე ჭანჭიკებით მაგრდება. ძირს სხვათაშორის 2 ჭანჭიკით ემაგრება ფეხი და ყანყალით საერთოდ არ ყანყალებს. ის დელი სხვათაშორის უფრო ყანყალებდა მაგიდაზე შეხებისას. ბენქზე არ შემინიშნავს. Quote
მათე Posted May 18, 2025 Author Posted May 18, 2025 @George მოვრჩი ფილმებს, თამაშებს და ჩავუჯექი შემოწმებას. 1 firmware bug ვუპოვე. DCI-P3-ზე რომ გიყენია და კომპი დაიძინებს-გაიღვიძებს 100% brightness აყენებს. არადა მენიუში უწერია რომ 30-ზე მეყენა. შედიხარ 31-ზე აწევ ან 29-ზე ჩამოწევ და ჩამოხტება. ეს ნუ მარტივად მოვაგვარე DDC/CI-თ შეგძლებია კომპიდან კონტროლი და გაღვიძებისას ვაჭერ ბრაითნესის კნოპკას და სწორდება. მაგრამ.... 2 მკვდარი პიქსელი აქვს. ზუსტად შუა ცენტრის ოდნავ მარცხენა მხარეს. ვახ ამის დედა ვატირე, ქართულ მაღაზიებში უპრობლემო მონიტორი ვერ ვიყიდე. ეს მესამეა დღეს რაც ავიღე. PC shop-ში და მანდ ნაყიდი მეორე მონიტორი ის დელი და ეს lenovo ორივეს მკვდარი პიქსელების პრობლემა აქვს. აუ მაგრად დავიღალე უკვე რა. Quote
Gobro Posted May 18, 2025 Posted May 18, 2025 1 hour ago, მათე said: მკვდარი პიქსელი აქვს. ზუსტად შუა ცენტრის ოდნავ მარცხენა მხარეს ეგ მაგრად ტეხავს. რა ფერის არის ისე ეგ მკვდარი ფიქსელი? მწვანე თუ არის ან მოწითალო შეიძლება სპეციალურმა პროგრამამ გამოასწოროს ეგ პრობლემა თუ გავიმართლა რა თქმა უნდა. მე ორ მონიტორზე მაქვს მწვანე გაჭედილი ფიქსელი, რა არ ვეცადე მაგრამ ვერაფრით ვერ გავაქრე. ბევრი პროგრამა ვცადე, დაჟე მასაჟიც გავუკეთე ყურის საწმენდით იმ ადგილას მაგრამ მაინც არ ეშველა. ისე ბევრს გაუმართლა და პროგრამამ გამოასწორა Quote
George Posted May 18, 2025 Posted May 18, 2025 მემგონი ზოგ მაღაზიებში ბანალურათ შემორჩენილია ეგეთი მკვდარ პიქსელებიანი ეგზემპლიარები, თუ შეაპარეს ხომ კარგი, თუ არა და ისევ უკან იბარებენ, ეგეთ დასკვნამდე მივედი უკვე, რახან ეგრე მასიურათაა ყველა მოდელებზე, თან ბევრგან ალბათ ბოლო ეგზემპლიარი აქვთ შემორჩენილი, ან სრაზუ რამდენიმეს ქონდეს შეიძლება ეგეთი მკვდარი პიქსელი, შტატებში ეგრევე უკან უშვებენ გამოსაცვლელათ, თუმცა შეიძლება მომრავლდა ეგეთი ბრაკი მოდელები უფრო, ჩემს არ ქონია არაფერი, მაგრამ მაგის წინას ქონდა ერთი პოლუმკვდარი პიქსელი, მარტო ჩანდა შავ ფონზე ოღონდ, თუმცა ბიუჯეტურ მოდელებში უფრო მაღალია შანსი მვკდარ პიქსელებიანი ეგზემპლიარი შეგხვდეს, რახან ქარხნული ბრაკი უფრო მაღალია ვიდრე ძვირიან მოდელებზე, მგონი მარტო გეიმერული 2K მოდელები არ მოგისინჯია 27 ინჩიანი, რავიცი აბა ესენია ჩვენთანთან შედარებით იაფათ: https://element.ge/dell-alienware-aw2724dm-210-bhtl.html ამას აღარ გთავაზობ რახან მანდ მინი ლედია და შეიძლება ბევრი ბაგები ქონდეს https://zoommer.ge/en/monitors/xiaomi-mini-led-gaming-monitor-g-pro-27i-black-p45183 Quote
მათე Posted May 18, 2025 Author Posted May 18, 2025 2 hours ago, Gobro said: ეგ მაგრად ტეხავს. რა ფერის არის ისე ეგ მკვდარი ფიქსელი? მწვანე თუ არის ან მოწითალო შეიძლება სპეციალურმა პროგრამამ გამოასწოროს ეგ პრობლემა თუ გავიმართლა რა თქმა უნდა. მე ორ მონიტორზე მაქვს მწვანე გაჭედილი ფიქსელი, რა არ ვეცადე მაგრამ ვერაფრით ვერ გავაქრე. ბევრი პროგრამა ვცადე, დაჟე მასაჟიც გავუკეთე ყურის საწმენდით იმ ადგილას მაგრამ მაინც არ ეშველა. ისე ბევრს გაუმართლა და პროგრამამ გამოასწორა ვიცი, ეგ გაჭედილი პიქსელია. ოდნავ წკიპურტის მირტყმაა მაგის საუკეთესო წამალი. ამას იმენა მკვდარი პიქსელები აქვს. შავ ფონზე თეთრად ანათებენ. 1 hour ago, George said: მემგონი ზოგ მაღაზიებში ბანალურათ შემორჩენილია ეგეთი მკვდარ პიქსელებიანი ეგზემპლიარები, თუ შეაპარეს ხომ კარგი, თუ არა და ისევ უკან იბარებენ, ეგეთ დასკვნამდე მივედი უკვე, რახან ეგრე მასიურათაა ყველა მოდელებზე, თან ბევრგან ალბათ ბოლო ეგზემპლიარი აქვთ შემორჩენილი, ან სრაზუ რამდენიმეს ქონდეს შეიძლება ეგეთი მკვდარი პიქსელი, შტატებში ეგრევე უკან უშვებენ გამოსაცვლელათ, თუმცა შეიძლება მომრავლდა ეგეთი ბრაკი მოდელები უფრო, ჩემს არ ქონია არაფერი, მაგრამ მაგის წინას ქონდა ერთი პოლუმკვდარი პიქსელი, მარტო ჩანდა შავ ფონზე ოღონდ, თუმცა ბიუჯეტურ მოდელებში უფრო მაღალია შანსი მვკდარ პიქსელებიანი ეგზემპლიარი შეგხვდეს, რახან ქარხნული ბრაკი უფრო მაღალია ვიდრე ძვირიან მოდელებზე, მგონი მარტო გეიმერული 2K მოდელები არ მოგისინჯია 27 ინჩიანი, რავიცი აბა ესენია ჩვენთანთან შედარებით იაფათ: https://element.ge/dell-alienware-aw2724dm-210-bhtl.html ამას აღარ გთავაზობ რახან მანდ მინი ლედია და შეიძლება ბევრი ბაგები ქონდეს https://zoommer.ge/en/monitors/xiaomi-mini-led-gaming-monitor-g-pro-27i-black-p45183 ხო აღარ ვიცი. 2024 წლის მოდელია ეს. 3 ცალი ქონდათ ვაჟაზე, ეხლა 2 აქვთ დარჩენილი. 2კ მართლა არ მომისინჯია 109 პპი მეცოტავა. 150+ მინდა რა ლეპტოპზეც და ამაზეც მასე მაქ და კმაყოფილი ვარ ტექსტის ყურებით. როგორც ხედავ დაჟე მაღალსიხშირულის აღებას ისევ 60 ჰზ ოღონდ 4კ მირჩევნია. არა ბიუჯეტურების გამო კი არა უფრო იცი რა მგონია. აი რაღაც ბატჩიდან რომ %-ად ბევრი იბრაკება მაგ ბატჩებს ალბათ შედარებით იაფად იღებენ ქართული კომპანიები და ეგეთები მოაქვთ ალბათ ჩვენთან. რავიცი სამი მონიტორი ვიყიდე მაღაზიაში სულ ახალი და 3-ვე ბრაკი? ხვალ ლატარეის ბილეთს ვიყიდი ერთ რავიცი ასე თუ მიმართლებს. ისე იმ წინა დელზე ძაან მარტივად ჩანდა ის მკვდარი პიქსელი და ფოტოც იოლად გადავუღე. ამაზე შედარებით რთული დასანახია ეს მკვდარი პიქსელები 2 აქვს. ეგ ელიენვეარი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა და ტყუილად ღირსო 100$-თ მეტი იგივე G2724D სთან შედარებით. ვითომ გეიმინგი რამე რუმე და ფასი გაბერეს. წინა დელს სანამ ვიყიდდი მაგ ქსიაომის ყიდვა გადავწყვიტე ფირმვეარს შევამოწმებთქო 1.0.7 მაინც რომ ქონოდა, თუმცა რომ დავრეკე აღარ გვაქვსო ეგ მოდელიო და არც ვიცით როდის იქნებაო. არადა მაგარი მონაცემები აქვს მაგას ყველანაერად HDR-ს მხრივ. ისე კი ახლანდელსაც არ ვუჩივი განათება საკმარისზე მეტი აქვს ჩემთვის. ვინდოუსში დავაკვირდი ისე რაღაც მომენტში მისით უმატებს განათებას. რაღაც ამ ამდს ადრენალინს ვუკავშირებ მისით რომ ხტება ხოლმე ჩემთან და ვერ მოვაგვარე ეგ პრობლემა. linux-ზე განათება მარტო მაშინ ადის 100%-ზე როცა იღვიძებს ამ მონიტორზე. ეგ როგორც დავწერე DCI-P3 პროფილში მხოლოდ. ფოტოც გადავუღე ეს მესამე არც ჩანდა უცებ ეხლა ფოტოზე ვნახე და მერე შევნიშნე მონიტორზეც. ფოტოზე მწვანე და მელნისფრად ჩანს ისე თუ გახსნი ფოტოს დიდად Quote
მათე Posted May 18, 2025 Author Posted May 18, 2025 ვა კიდე 4 ვნახე უკვე მარჯვე ზედა კუთხის მხარეს Quote
Gobro Posted May 19, 2025 Posted May 19, 2025 9 hours ago, მათე said: ვა კიდე 4 ვნახე უკვე მარჯვე ზედა კუთხის მხარეს 3 და მეტი მკვდარი ფიქსელი თუ აქვს როგორც ვიცი უნდა შეგიცვალონ Quote
მათე Posted May 19, 2025 Author Posted May 19, 2025 4 hours ago, Gobro said: 3 და მეტი მკვდარი ფიქსელი თუ აქვს როგორც ვიცი უნდა შეგიცვალონ წინა გვერდზე ნახე მიდევს ფოტო დელზე 1 ქონდა და მაგაზეც დავაბრუნე. უბრალოდ მაგას ძაან ეტყობოდა იმენა შავ ფონს შეხედავდი და ეგრევე წერტილივით ჩანდა. სურათებშიც ეტყობა რომ ამას გაცილებით ნაკლებად უნათებს. მონიტორს რომ ვუყურებ იმ მანძილიდან არ ჩანს თვალით ამაზე. ამიტომ დავურეკე და დავაფიქსირე. ესეც და განათების ამბავიც რომ არ იმახსოვრებს brightness-ს. უკვე მაგრად დავიღალე ამ მონიტორების ყიდვა დაბრუნებაში. უამრავ დროს, ნერვებსა და ფულს ვხარჯავ. ამათ დავურეკე ეხლა დავაფიქსირე პრობლემები და ვუთხარი ვიტოვებ იმ პირობით რომ თუ გაუარესდება ან რამე სხვა გამოჩნდება 1-ც რომ დაემატოს ან უფრო ნათლად გაათანოს როგორც დელზე ეგრევე რომ ჩანდათქო მომაქ ეგრევეთქო რა. არ არის პრობლემაო მეილზე ვუფიქსირებ ეხლა ფოტოებსაც ჩავუგდებ ამ მონიტორის რომ მერე შარი არ მომდონ არ გვისაუბრიაო ან ვისაც ვესაუბრე ის რომ წავიდეს. სერვის ცენტრში თანამშრომელი იყო და მერე მიაწოდა ვიღაც უფროსს. Quote
George Posted May 19, 2025 Posted May 19, 2025 ვნახე კი, ცოტა უფრო რთული დასაფიქსირებია, მაგრამ ეტყობა მაინც შავ ფონზე უკვე, თან რამდენიმე ლაქასავით აქვს ეკრანზე, ეგ უფრო შეიძლება პოლუმკვდარ პიქსელებშიც გადიოდეს, მაგრამ მაინც ეტყობა აშკარათ, მანდ მართლა გამართლებაზეა, დაჟე ისე 1100 ლარიანი მინი ლედი xiaomi შეიძლება მოარჯულო და მშენიერი ჩვენება ქონდეს, მაგრამ 2000 ლარიან დელს დედ პიქსელი აღმოაჩნდეს, შეიძლება სამჯერ აიღო ჩინური მინი ლედი და სამივე პრობლემური აღმოჩნდეს, ანუ ჩვენთან არის ცალკე ქარხნული ბრაკის პრობლემაც და კიდე დეფიციტშია ბევრი მოდელი, ანუ ფაქტიურათ ბოლო ეგზემპლიარი მოგაქვს დასატესტათ და მაგის გამოც ქონდეს შეიძლება უფრო ხშირათ დედ პიქსელები ვიდრე იგივე ამაზონზე როცა უკვეთავ შტატებში რამე მონიტორს, პიქსელების ზომის მხრივ მე ბოლომდე მაკმაყოფილებს 109, ეგეთივე პონტია ეგ რაც 34 ინჩიან ულტავაიდზე ან 40-42 ინჩიან 4K დიდ მონიტორებზე, თუმცა ყველაზე პატარა ზომის პიქსელები 27 ინჩიან 5K მოდელებზე აქვს და მერე ალბათ 27 ინჩიან 4K, მაგრამ დიდ ზომას მე არ დავარქმევდი 109, კაკრაზ ეგ ნორმალური ზომაა, არანაირი პიქსელები არ ჩანს ნახევარი მეტროს მოცილებით ვზივარ ეხლა ეკრანთან, 5-ზე აჩვენებს და არაფერს აბლურებს ჩემთან ტექსტის მხრივ, არ გამიზრდია DPI, დეფოლტზე მიყენია 96% თუ რაზეც აყენია ვინდოუს 11-ზე, არ ამიწევია მე არაფერი, 4K უნდა აწევა რა თქმა უნდა, ძალიან წვრილი ტექსტი იქნება მაგის გარეშე, ბევრს დაჟე 31.5 2K არ აღიზიანებს, 27 მითუმეტეს არაფერი აქვს დიდათ დასაწუნი, მე არ ავიღებდი მაგ მხრივ უფრო 27 ინჩიან 1080P მოდელს, ან 45 ინჩიან ულტრავაიდს 3440x1440 უფრო დიდი პიქსელების ზომით, მაგაზე უფრო გაარჩევ პიქსელებს ეკრანზე ახლოდან განსაკუთრებით Quote
მათე Posted May 19, 2025 Author Posted May 19, 2025 ჰო რავიცი, აგერ ფაქტია 3-დან 3-ვე ბრაკია. მეილიც მივიწერე დოკუმენტი რომ არსებობდეს რომ მეორე დღესვე დავაფიქსირე პრობლემა. თვალით აქ უფრო რთული შესამჩნევი კია ვიდრე იმ დელზე იყო. ეგ ტელეთი დავზუმე საკაიფოდ და ისე გადავიღე. თვითონ მონიტორი ფუნქციებით იმ დელს ბევრად მირჩევნია. შესამჩნევი რომ არაა იოლად ამიტომ გადავწყვიტე დატოვება რა. ოდნავ რამე გაუარესდება პრობლემა დაემატება გავაქანებ ეგრევე საგარანტიოში როგორც მოველაპარაკე. ზომას რაც შეეხება 109 27-ზე ჩემთვის პატარაა და კოდში შავ ფონზე კუთხეებში ვამჩნევ რომ არაა smooth გადასვლები და არ მომწონს. მაგიტომ ვირჩევდი აქ სულ 4k-ებს. კი 27-იანი 5k-ც ვნახე მაგას 200+ აქვს. თუმცა 163 რაც ამას აქვს საკმარისია მაინც. 125%-ზე მიყენია მე სკელინგი რომ წარწერები პატარა არ იყოს. თუ გაძლო და მეტი პრობლემა არ დაემატა ეს მონიტორი მეყოფა მეც თქვენი თქმისა არ იყოს კაი 5+ წელი. ულტრავაიდი არ მომეწონა 34-იანი ნამეტანი დიდი pixel-ები აქვს მაგასაც მაგრამ რაც არ მომეწონა მაინც იყო ის რომ ნამეტანი განიერია რა. ეს მომწონს აი პირდაპირ ვზივარ და ვუყურებ მთელს ეკრანს და ბლომად რაღაცები ეტევა. იქ უკვე თავი უნდა ატრიალო ან ფანჯარა შუაში გახსნა, მაგრამ თუ შუა ნაწილს იხმარ ულტრავაიდი რაღად მინდა მაშინ. ერთადერთი ფილმებში აქვს აზრი და ისეთ საქმეში სადაც საიდ ბაი საიდ გინდა დიდი ფანჯრები. მე ეგ საჭიროება არ მაქვს. ფილმი კი გაასწორებდა, მაგრამ ძალიან იშვიათად ვუყურებ რომ სამაგისოდ გამეკეთებინა გათვლა. Quote
George Posted May 19, 2025 Posted May 19, 2025 ხო შენ ალბათ რამე სპეციფიკური რაღაცეებისთვის გჭირდება და მანდ ეტყობა მარტო რომ პიქსელები აქვს დიდი, მე მართალი გითხრა საერთოდ ვერაფერს ვამჩნევ ცენტრში რომ ვუზივარ ეკრანს ახლოდან, ნუ რამდენადაც შეიძლება 27 ინჩიანს ახლოდან მოუჯდე, თუმცა ისიც მართალია რომ მანამდე 23 ინჩიანი 1080P დელის იპს მქონდა ძველი 2013 მოდელი და ეგ მთლათ 98 PPI იყო, ვერც იქ ვამჩნევდი რამეს, მაგრამ მაღაზიაში რომ ვნახე უკვე 27 ინჩიანი 1080P ეგრევე შევნიშნე პიქსელები ეკრანზე ახლოდან, არ უნდა დაკვირვება, ეტყობა უკვე, ზოგს აღიზიანებს ეგ ზოგს არც ისე, ან საერთოდ ვერ ამჩნევს რომ აქვს დიდი სხვაობა, ნუ 31.5 ინჩიანს ისევ 27 ინჩიანი 2K ჯობია, ვისაც ორივე ქონდა იძახის 31,5 უსეთი კარგი აღარ არისო დეტალიზაციის მხრივ, თუმცა ბევრს ვიცი უყვარს დიდი ზომის მონიტორები უფრო, მე მყოფნის ყველაფერში ფაქტიურათ 27 ინჩიანიც, მაჩვენებლები თუ ექნება ჩემ დელზე უკეთესი HDR-ში ეგეთიც დამაკმაყოფილებს, პრინციპში მეც მომწონს ეს xiaomi შეიძლება რამე ეგეთი დავითრიო შემდეგ ჯერზე უკვე https://zoommer.ge/en/monitors/xiaomi-mini-led-gaming-monitor-g-pro-27i-black-p45183 ოღონდ მე სკალირებას არ ვუწევ, საერთოდ არ შემიცვლია არაფერი, დაჟე ნვიდიას კონტროლ პანელში GPU-ზეც არ გადამიყვანია სკალირება, ნორმალურათ მუშაობს მონიტორის ვარიანტიც, ისე მშვენიერია აგრეთვე 31.5 ინჩიანი 4K მოდელიც, ჯობია ჩემსას მაინც ეგ პიქსელების ზომით, თუმცა მაინც ნამეტარი წვრილი ასოები აქვს, ანუ მაგასაც ცოტათი ჭირდება აწევა სკალირების ასე 110% მაინც ალბათ, ჩემი არც ძალიან წვრილი ასოებითაა არც ძალიან მსხვილით, თუ არ გაკლია თვალში ადვილი წასაკითხია საკმაოთ ტექსტი, სკალირების აწევა არ დამჭირდა მე, ზოგი შეიძლება მაინც უწევდეს ერთი 10% Quote
მათე Posted May 21, 2025 Author Posted May 21, 2025 @George გუშინ მწვანე ნათება გაუჩნდა შუა ცენტში და წავიღე დღეს ვაჟაზე. მეტი არ იყო ახალი გლდანში იყო და მანდაც მომიწია გასვლა რომ ამეღო. ტექნიკოსი არააო და აღარ ჩართეს ეტყობა. მოვიტანე სახლში ჩავრთე და რამდენიმე შავი წერტილები აქ. დაზუმვა არც დაჭირდა ეგრევე ეტყობა ბევრ ფერზე შავის გარდა Quote
მათე Posted May 21, 2025 Author Posted May 21, 2025 მოკლედ 99.99% დავრწმუნდი იმაში რომ ძალით მოაქვთ ესეთი დეფექტური პროდუქცია. ალბათ ჩალის ფასში იღებენ იქ და აქ ხალხს ტენიან. 3 ბრაკი იყო pcshop-ში. ულტრაში ნაყიდმა იმ ბენქმა ნახევარ წლამდე კი იმუშავა მარა მერე მაგრად აურია მაგანაც გამოსახულების დატოვების პრობლემა საშინელი იყო. ასე არ ხდება 4 ახალი მონიტორი იყიდო და 4-ვე ბრაკი იყოს. ეს გამართლება გაუმართლებლობა აღარაა. აშკარად დეფექტური პროდუქცია შემოაქვთ საქართველოში და მომხმარებლებს ატენიან ახალი კარგის ფასად. Quote
მათე Posted May 21, 2025 Author Posted May 21, 2025 On 5/9/2025 at 1:13 AM, Gogla1990 said: მარკეტს გადავავლე თვალი და ეს მომეწონა, ახალი მაგ ფასად კარგი ჩანს https://www.mymarket.ge/ka/pr/33163461/teqnika/kompiuteruli-teqnika/monitori/2k-165-hz-HDR-QHD-NvdiaG-Sync-Monitor--Dell-27-Gaming-monito/?OfferType=Basic ჩანს კი არა და ძალიან კარგი ფასია ზედმეტად კარგი ფასი იყო და ეხლა როგორც უდევს არ მგონია ეგ ვინც წაიღო იმას ექნა. ლინკზე უნდა გადახვიდე 100 ლარად ყიდის ეხლა დაზიანებულს. ფიზიკური დაზიანება ხომ დაეტყობოდა და არ მიიბრუნებდა. რადგან ეგეთი მიიბრუნა ე.ი. მანამდეც აჩმახებდა ალბათ ეგ მონიტორი. Quote
Gobro Posted May 21, 2025 Posted May 21, 2025 2 hours ago, მათე said: ასე არ ხდება 4 ახალი მონიტორი იყიდო და 4-ვე ბრაკი იყოს. ეს გამართლება გაუმართლებლობა აღარაა. აშკარად დეფექტური პროდუქცია შემოაქვთ საქართველოში და მომხმარებლებს ატენიან ახალი კარგის ფასად. კი ეგრეა ნაღდად. თან ბევრმა არ იცის მონიტორის დატესტვა მოთუმეტეს მკვდარ ფიქსელებზე. უმეტესი ვერც ატყობს და არც აკვირდება Quote
George Posted May 21, 2025 Posted May 21, 2025 ხო რაცაა ეგაა, მაგრამ მაინც მგონია რომ გამართლებაზეა რა შეგხვდება რომელი მაღაზიიდან, ძალითაც შემოქონდეს მინიმუმ მაღაზიების ნაწილს შეიძლება ან იაფათ იბარებდენ ვერ გეტყვი, შეიძლება შენ რაც აღმოაჩინე ეგ სულ ახალი ტენდენციაც იყოს და არა წლები რომელიც გრძელდება უკვე, ანუ ეგ რაღაც ახალი ნუანსებია რისი გათვალისწინებაც მოგვიწევს ვინც შემდეგ ჯერზე აიღებს მონიტორს ჩვენი ფორუმიდან ადგილზე, რახან გამოწერა უკვე საკმაოთ პრობლემურია მონიტორის, ისედაც პრობლემური იყო დედ პიქსელების და სხვადასხვა დეფექტების გამო, ჩვენთან უფრო სამსუნგები,დელები და ალბათ xiaomi ბრენდის მონიტორები ჯდება შედარებით იაფათ, მგონი არც ლენოვოა ძალიან მეძვირე, სადღაც მანდ დგას HP. ყველაზე ძვირათ გიგაბიტის და ასუსის ბრენდის მონიტორებს ყიდიან მაინც, msi სადღაც შვაშია ალბათ, LG კარგი ძვირია რომ გადახედო ფასებს შტატებში რაც ღირს ეგეთები, თუმცა შეიძლება ბრაკის რაოდენობაც გაზრდილიყო, ხოდა დისტრიბიუტორები ცდილობენ მაგ ბრაკი პროდუქციის შემოტენვას, თუ იაფათ იძლევიან ეგეთებს ჩვენები იღებენ შეიძლება, აი ეგ მომენტიც იყოს შეიძლება, ისე რამდენ მაღაზიიდან აიღე ეგ მონიტორები 1-2 თუ უფრო ბევრგან ნახე დეფექტიანი უკვე, ისე კი მეც არ მახსენდება განსაკუთრებით იპს მონიტორებზე მაგდენი დედ პიქსელიანი ეგზემპლიარი ვინმეს შეხვედროდა თუნდაც ამ ფორუმზე აქამდე, ეგ რაღაცა ბრაკ პარტიას აქვს აშკარათ ადგილი და არც იმას გამოვრიცხავ ლამის ერთიდაიგივე ხალხის და დისტრიბიუტორების ნაჩალიჩარიც იყოს, თუმცა რას გაიგებ მაინდ რამე ანალიზს მაინც ვერ ჩაატარებ ალბათ ვის რა ჩამოაქვს და საიდან რა მოაქვთ ჩვენთან Quote
მათე Posted May 21, 2025 Author Posted May 21, 2025 @George პირველი benq veli store-ზე ვიყიდე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ultra-სი იყო. მაგას image retention პრობლემა გამოუვლიდან თვეების მერე. მაგ მოდელზე ცნობილი ყოფილა ისე მერე რომ მოვსერჩე. მაგის მერე დავიწყე პრობლემების სერჩვა. დანარჩენი pc shop-ში. აი ამათთან ნაყიდს სამივეს დედ პიქსელების პრობლემა გამოუვლინდა. იმ ბენქს ეგ ნამდვილად არ ჭირდა. თუმცა: dell P2723QE 2022-2023 წლის მოდელი იყო. ეს N27p Lenovo წინაც და ამ წამს რაც მაქვს უკვე მეორე 2024 წლისაა როგორც ვნახე. პარტიასაც ვერ დააბრალებ. უფრო ეგ მომენტია რა. დეფექტურ სერიებს იაფად იღებენ ჩვენები და აქ ყიდიან. ბიძაჩემმა რომ ნახა ეხლა ესეც და წინაც მე ვერც ვნახავდი და შემრჩებოდაო და კაკრას მასეთი იქნება 90% ალბათ. ზოგმა შეიძლება დაიკიდოს. მეც ვიკიდებდი აგერ წინა მოდელზე იმ დედ პიქსელებს უბრალოდ ის მწვანე ნათებაც რომ გაუჩნდა მაგიტომ გავაქანე საგარანტიოში, თორემ დავწერე კიდეც რომ მაგ დედ პიქსელების გამო არ ვაპირებდი დაბრუნებას დიდად არ ეტყობოდა. მარა ასე ყოველდღე რომ რაღაც ემატებოდა ტეხავდა ხვალ ამას რომ ჩავაბარებ უკან ისევ alta ში ვაპირებ, ისევ რა ჯერ არ მიცდია მანდ უფრო ვენდობი რავიცი. ერთხელაც მოვსინჯო. მაგათ თუ გაამართლეს კაი რეკლამას კი მოვცხებ მაგათთვის ამ ჩემი ისტორიით. https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lenovo-27-legion-y27qf-30-67a7gac3eu-raven-black.html ამას ვფიქრობ წინა გვერდზეც გკითხე. ჩინურ BAE მატრიცაზეაო. მაგრამ არ ჩანს ცუდი. ცოტა მოძვირო კია ამათთან შედარებით რაც მქონდა. არც 4k არაა და type C-ც არ აქვს მგონი. ისე ეგ მაგრად ტეხავს ჩემთვის მაგრამ უკვე აღარ დავეძებ იმენა მუშა მონიტორი მინდა სამუშაოზე მაგრად ვიჭედები უმონიტოროდ 14" იან ლეპტოპის ეკრანზე მარტო. Quote
George Posted May 21, 2025 Posted May 21, 2025 კი ეგ მოდელიც ვითომ BAE ახალ მატრიცაზეა და ეს მინი ლედიც იპს-ზე მაგაზე ყოფილა თურმე https://zoommer.ge/en/monitors/xiaomi-mini-led-gaming-monitor-g-pro-27i-black-p45183 ეგ მინი ლედი მე რომ ვაქებდი მინიმუმ ზუმერში გათავებიათ, მაგრამ ჩემი აზრით 1100 ლარი ეგ ლამის თავის ფასში ყიდიდენ მანამდე მაგ მოდელს, ბევრათ ძვირი შტატებშიც არ ღირს და მაგიტომ ეგეთი, აი თვითონ ბაე იპს რას წარმოადგენს მითუმეტეს უფრო ახალი რევიზიის მატრიცები ვერ გეტყვი, პრობლემები მაგეებზეც ექნება, მაგრამ რა მაშტაბში ახურებს და რამდენათ ხშირია ბრაკი და დედ პიქსელიანი მოდელი არ ვიცი, არ მქონია ჯერ ახლო შეხება, მაგრამ ერთადერთი რაც დავადგინე ისაა რომ ბევრათ მაღალი კონტრასტი ქონია BAE იპს-ზე ვიდრე სხვა მატრიცებზე აქვს, მაგას ჯობია მარტო Lg ips ბლეკი სდრ-ში, 1400:1 და ეგეთი კონტრასტი ხშირი მოვლენაა ეგეთზე, თუმცა ჩემზე სულ რაღაც 850:1 ფარგლებში აქვს მგონი სდრ-ში კონტრასტი, გამოდის მაგას თითქმის ორი მაგდენი მაინც ქონია, რახან აბზორში 1488:1 დაუფიქსირეს, ამიტომ ნაკლებათ ექნება მოლურჯო ტონის პრობლემა დაბალი კონტრასტის გამო უკვე ეგეთზე, სერი ფერი შავის მაგივრათ აქვს მაგასაც, მგონი ეგ პრობლემა ბოლომდე არც იპს ბლეკზეა გამოსწორებული, თუმცა 1000:1 ვარიანტს უკვე ჯობია ეგ ახალი აშკარათ შავი ფერის დამუშავებაში Quote
მათე Posted May 22, 2025 Author Posted May 22, 2025 U2724D ვნახე 120 hz-იანი 2k 2000:1 თან უწერია ips black. ბლექი კი არა მუქი ნაცრისფერი უფრო იყო. ნებისმიერ სხვა მონიტორს რაც იდგა მაღაზიაში გაცილებით უკეთესი შავი ფერი ქონდა. ამას შავი ხო არ ქონდა და რაღაც tint-ვით ქონდა. ძალიან არ მომეწონა მაგის ჩვენება. რავიცი რაღა ავიღო არ ვიცი. მოვნახავ აბა ერთი რამე მოდელს კიდე და დავწერ. 2k-ზე ჩამოვალ ალბათ რა. თუმცა მაღაზიაშიც რო ვნახე ნუ შედარებით ახლოდან ჩანდა კი პიქსელები, თუმცა 50+ სმ-დან არ ვიცი გამოჩნდება თუ არა პატარა წარწერებზე coding-ს დროს. Quote
მათე Posted May 24, 2025 Author Posted May 24, 2025 @George ეს ავიღე საბოლოოდ რაღა მექნა არ ვიცოდი უკვე. https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/lenovo-27-legion-y27qf-30-67a7gac3eu-raven-black.html ნორმალური მონიტორია, ნორმალური ჩვენებით. 240 hz თამაშებში კი მაგრად იგრძნობა ისე და სკროლინგის დროსაც მაგრად ასწორებს. თუმცა ცა და დედამიწაა პიქსელების ზომა. 109 ppi ძალიან ცოტაა. ხმა მიუხედავად იმისა რომ იმ წინა ლენოვოსაც 2 ცალი 3 W-იანი დინამიკები ეყენეა და ამასაც. 1.5-ჯერ მაღალი ხმა მაინც აქვს ამას. ეტყობა რომ უფრო მაღალი სერიისაა, თუმცა აი გარჩევადობა დაბალია რა. მოკლედ არავის გირჩევთ 27" ზე 4k-ზე ნაკლების აღებას. რისთვისაც არ უნდა გინდოდეთ. 4k-ს მიაწექით, 150 ppi-ზე დაბლა მონიტორებს არ გაეკაროთ არავინ. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.