Magdalena Posted June 5, 2025 Author Posted June 5, 2025 SEC-მა სტეიკინგის რეგულირება განმარტა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში სტეიკინგი არ არღვევს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობას. კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტი არ არის იურიდიულად სავალდებულო სახელმძღვანელო, არამედ წარმოადგენს მარეგულირებლის ანალიზს. ექსპერტებმა CoinDesk-ს განუცხადეს, რომ განცხადება ფაქტობრივად საშუალებას აძლევს კომპანიებს, უზრუნველყონ სტეიკინგის სერვისები, მათ შორის, პულები, ქონების შენახვა და სხვა დაკავშირებული სერვისები. SEC არ აპირებს ასეთ საქმიანობაში ჩართული პირების ან კომპანიების დევნას. განცხადების თანახმად, განმარტება მოიცავს ნოუდების ოპერატორებს, ვალიდატორებს, მეურვეებს, დელეგატებს, ნომინატორებს და ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ და სამომხმრებლო აქტივებს დებენ სტეიკინგში. Figment-ის აღმასრულებელ დირექტორ ლორიენ გეიბლის თქმით, დოკუმენტის მთავარი უპირატესობა სხვადასხვა ტიპის საქმიანობის ლეგალიზაციაა, რომელთა მიმართაც ამერიკულ კომპანიებს ადრე შეიძლება სიფრთხილე გამოეჩინათ. „მათ ჩართეს სტეიკინგის რამდენიმე დამხმარე აქტივობა. მაგალითად, ჩვენ გთავაზობთ სლეშინგისგან დაზღვევას, ასევე მოდიფიცირებულ განბლოკვის პერიოდებს. [SEC-ის წარმომადგენლების] თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ აქტივების მმართველი, როგორც სტეიკინგის პროვაიდერი“, - აღნიშნა მან. გეიბლმა აღნიშნა, რომ კომპანიებს ახლა უკვე შეუძლიათ მომხმარებლებს შესთავაზონ ასეთი სერვისები და სტეიკინგის პულებიც კი. ინოვაციების კრიპტო საბჭოს წარმომადგენელი ელისონ მანგიერო SEC-ის ნაბიჯს რეგულატორის მხრიდან ეტაპობრივ, მაგრამ მნიშვნელოვან განახლებად მიიჩნევს. „ეს ადასტურებს, რომ სტეიკერებს ისევე მოეპყრობიან, როგორც მაინერებს. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ [SEC-ის ყოფილი თავმჯდომარის, გერი] გენსლერის დროს, სტეიკინგის, როგორც სერვისის, მიმართ ბევრი აღსრულების ღონისძიება განხორციელდა“, - თქვა მან. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ განცხადება გაკეთდა SEC-ის მიერ Ethereum ETF-ებზე სტეიკინგის დამატების განაცხადების განხილვის ბოლო ვადამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე. გეიბლმა ივარაუდა, რომ ETF-პროვაიდერები, სავარაუდოდ, მაინც დამტკიცდებოდნენ სტეიკინგისთვის, მაგრამ რეგულატორის განცხადება, სავარაუდოდ, ამ პროცესს დააჩქარებს. ცალკე სქოლიოში მითითებულია, რომ დოკუმენტი ვიწროდ სპეციალიზებულია. ის არ ცვლის კომისრების მიერ განხორციელებულ წესების შემუშავებას და „არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს“. სხვა სქოლიოში განმარტებულია: „ეს განცხადება ეხება მხოლოდ გარკვეულ აქტივობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო კრიპტოაქტივებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ შინაგანი ეკონომიკური თვისებები ან უფლებები, როგორიცაა პასიური შემოსავლის გენერირება ან უფლებების გადაცემა კომერციული საწარმოს მომავალ შემოსავალზე, მოგებაზე ან აქტივებზე.“ შეგახსენებთ, იანვარში ConsenSys-ის დამფუძნებელმა ჯო ლუბინმა აღნიშნა, რომ აშშ-ში Ethereum ETF-ების სპოტ ემიტენტები იმედოვნებდნენ, რომ SEC „მალე“ დაამტკიცებდა სტეიკინგს. https://tinyurl.com/32s7h7jm Quote
Magdalena Posted June 19, 2025 Author Posted June 19, 2025 SEC-მა გენსლერის DeFi-რეგულირების ინიციატივები გააუქმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ოფიციალურად გააუქმა SEC-ის ყოფილ კომისარ გერი გენსლერის მიერ DeFi სექტორსაა და კრიპტოაქტივების შენახვასთან დაკავშირებული წესები, წერს The Block. სხვა საკითხებთან ერთად უარყოფილ იქნა ბირჟების შესახებ კანონის 3b-16 წესის 2023 წლის აპრილში წარდგენილი შესწორება. მასში შემოთავაზებული იყო „ბირჟის“ განმარტების გაფართოება „ტრადიციული“ რეგულირების დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე გავრცელების მიზნით. ინიციატივამ ინდუსტრიის წარმომადგენლების კრიტიკა დაიმსახურა. „DeFi-ს რეგულირებისადმი სიცოცხლისუნარიანი მიდგომის შემუშავების ერთადერთი გზა შემოთავაზებული ცვლილებების უკან გაწვევა და ნულიდან დაწყებაა: წესების შემუშავების შეტყობინებით, რომელიც ნათლად განსაზღვრავს მარეგულირებელ პოზიციას ინდუსტრიასთან რეალური დიალოგის შემდეგ“, - განაცხადეს იმ დროს Paradigm-ის ექსპერტებმა. ასევე უკან იქნა გაწვეული კანონპროექტი, რომელიც კრიპტოაქტივების შენახვის მოთხოვნებს გაამკაცრებდა. იგი საინვესტიციო მრჩევლებს მხოლოდ კვალიფიციური მეურვეების გამოყენებას ავალდებულებდა და დამატებით დაცვას უზრუნველყოფდა. ინდუსტრია შიშობდა, რომ ეს ციფრულ აქტივებთან მუშაობის მსურველი ბანკების რაოდენობას შეამცირებდა. სხვა გაუქმებული ინიციატივები მოიცავს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მოთხოვნებს და საინვესტიციო კომპანიებისთის ESG პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას. გენსლერი SEC-ს 2021 წლიდან 2025 წლის დასაწყისამდე ხელმძღვანელობდა. მისი „რეგულირების აღსრულების გზით“ მოქმესი პოლიტიკა ხშირად ფართო კრიტიკის საგანი ხდებოდა და კრიპტო ინდუსტრიაში გაურკვევლობას ქმნიდა. შეგახსენებთ, რომ კომისიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა პოლ ატკინსმა, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა სააგენტოს ახალი მიდგომის შესახებ კრიპტოვალუტების არასამეურვეო შენახვის მიმართ. მან ამ უფლებას „ფუნდამენტური ამერიკული ღირებულება“ უწოდა. https://tinyurl.com/2hpf89m9 Quote
Magdalena Posted June 23, 2025 Author Posted June 23, 2025 აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი GENIUS – Stablecoin-ების რეგულირებისთვის აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც დოლართან პირდაპირ კავშირში მყოფი კრიპტოვალუტების მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზას განსაზღვრავს. შემდეგ ეტაპზე კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრისთვის წარადგენენ. კანონპროექტი, რომელსაც GENIUS Act ეწოდება, თანაავტორობით წარადგინეს როგორც დემოკრატებმა, ასევე რესპუბლიკელებმა და 68 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღეს. ახლა კანონპროექტი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სანამ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. სენატის მიერ GENIUS Act-ის დამტკიცება შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტების რეგულირების მნიშვნელოვანი ეტაპია და შეესაბამება ტრამპის დაპირებას, რომ მიიღებს კრიპტო მეგობრულ კანონმდებლობას. Stablecoin - ეს არის კრიპტოვალუტის ტიპი, რომელიც მხარდაჭერილია ძირითადი ვალუტით, როგორც წესი - დოლარით. ის ძირითადად გამოიყენება კრიპტო ტრანზაქციების გასაადვილებლად და ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა. მომხრეები ასევე აცხადებენ, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია გადახდების მყისიერად გასაგზავნად. ამჟამად Circle-ის USDC და Tether-ის USDT ბაზარზე არსებული უდიდესი Stablecoin-ებია. GENIUS აქტის მიღების შემთხვევაში Stablecoin-ების ემიტენტებს მოეთხოვებათ თავიანთი ვალუტები უზრუნველყონ ლიკვიდური აქტივებით, როგორიცაა დოლარი და მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციები. ემიტენტები ასევე ვალდებულნი იქნებიან ყოველთვიურად საჯაროდ გაამჟღავნონ თავიანთი რეზერვების შემადგენლობა. თუმცა, კანონპროექტში დადებითი ცვლილებების მიუხედავად, კრიპტო ბაზრები კვლავ არახელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა. Bitcoin-ის ფასი 2.1%-ით შემცირდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ბოლო დროს მომხდარი დანაკარგები, რადგან ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაციამ რისკისადმი მადა შეამცირა. https://tinyurl.com/3utw54v7 Quote
Magdalena Posted June 30, 2025 Author Posted June 30, 2025 ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა მხარი დაუჭირა აშშ-ში Stablecoin-ების რეგულირებას ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა მხარი დაუჭირა კონგრესის მიერ განხილულ კრიპტოვალუტების შესახებ კანონპროექტებს. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩო. „შესანიშნავია, რომ კანონპროექტები წინ მიიწევს. ჩვენ გვჭირდება სტრუქტურა Stablecoin-ებისთვის - განაცხადა პაუელმა. გასულ კვირას სენატმა მიიღო GENIUS Act, რომელიც ადგენს Stablecoin-ების გამოშვებისა და ბრუნვის წესებს. დოკუმენტი ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში განხილვის მოლოდინშია. ასევე მიმდინარეობს მუშაობა CLARITY Act-ზე - კრიპტო ბაზრის სტრუქტურის შესახებ კანონპროექტზე. პაუელის მხარდაჭერა მოჰყვა ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას -ბანკების შემოწმებისას „რეპუტაციული რისკი“ აღარ გაითვალისწინოს. ადრე მარეგულირებლები ამ ფაქტორს კრიპტოინდუსტრიასთან მომუშავე ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ იყენებდნენ. მანამდე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის მოადგილემ უარყო ბრალდებები შეერთებულ შტატებში ციფრული აქტივების სექტორის დებანკირების შესახებ. მისი თქმით, სააგენტო კრიპტოკომპანიების საბანკო მომსახურებაზე წვდომის საკითხთან დაკავშირებით დაბალანსებულ მიდგომას ინარჩუნებს. „ჩვენ გვჯერა, რომ ბანკებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ არიან მათი მომხმარებლები. მათ ასევე შეუძლიათ კრიპტოვალუტით ტრანზაქციების განხორციელება, თუ ეს მათ უსაფრთხოებასა და სიმტკიცეს საფრთხეს არ შეუქმნის“, - აღნიშნა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა. პაუელმა ასევე აღნიშნა გარკვეული სექტორების, მათ შორის კრიპტო კომპანიებისთვის მომსახურების უარყოფის პრობლემა. მისი თქმით, „2024 წლის განმავლობაში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გააცნობიერა ამ სიტუაციის სერიოზულობა“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უოლ სტრიტის დამოკიდებულება ტექნოლოგიების მიმართ შეიცვალა. ის ციფრული აქტივების სექტორში აქტივობის ზრდას ელის. შეგახსენებთ, რომ აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაუელის გადადგომა მოითხოვა ძირითადი განაკვეთის ნელი ტემპით შემცირების გამო. https://tinyurl.com/87md3sxd Quote
Magdalena Posted July 19, 2025 Author Posted July 19, 2025 კრიპტოვალუტების შესახებ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ დაბრკოლების წინაშე დგას კრიპტოვალუტების კანონმდებლობის მომავალი კონგრესში გაურკვეველი გახდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა უარყვეს პროცედურული კენჭისყრა, რომელიც რამდენიმე ციფრული აქტივის კანონპროექტის წარდგენის საშუალებას უზრუნველყოფდა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა „კრიპტო კვირეული“ გამოაცხადეს და გეგმავენ რამდენიმე კანონპროექტის წარდგენას, რომლებიც მიზნად ისახავს კრიპტო ინდუსტრიისთვის მარეგულირებელი სიცხადისა და ლეგიტიმურობის უზრუნველყოფას. ძალისხმევას სირთულე შეექმნა, როდესაც რამდენიმე კონსერვატორი რესპუბლიკელი შეუერთდა დემოკრატებს და დაბლოკეს კრიპტოვალუტის შესახებ სამ კანონპროექტზე პროცედურული კენჭისყრა. წინააღმდეგობა გამოწვეული იყო იმ უთანხმოებით, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო და განხილულიყო ეს ზომები. წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ გააგრძელებს კანონმდებლობასთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის წევრებთან დისკუსიებს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. https://tinyurl.com/465uwe8s Quote
Magdalena Posted July 23, 2025 Author Posted July 23, 2025 დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა GENIUS აქტს აშშ-ში Stablecoin-ების რეგულირებისთვის GENIUS აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 306 ხმით მიიღო. ეს გახდა თეთრი სახლის ახალი, პრო-კრიპტოვალუტების ადმინისტრაციის პირველი მნიშვნელოვანი ეროვნული კანონი, რომელიც განსაზღვრავს ციფრული აქტივების ბაზრის ფედერალურ დონეზე რეგულირების წესებს. „დღეს ჩვენ გიგანტურ ნაბიჯს ვდგამთ წინ, რათა უზრუნველვყოთ ამერიკის ლიდერობა გლობალურ ფინანსებსა და კრიპტოტექნოლოგიებში. GENIUS ახლა კანონია“, - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიაზე. კანონი აშშ-ის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის კერძო Stablecoin-ების გამოშვების შესაძლებლობას იძლევა და ასევე მოითხოვს, რომ ამ ციფრული აქტივების ემიტენტებმა უზრუნველყონ 100%-იანი რეზერვი ისეთ აქტივებში, როგორიცაა აშშ დოლარი ან სახაზინო ობლიგაციები აუდიტსა და რეგისტრაციასთან ერთად ფედერალურ ან შტატის მარეგულირებლებთან. თეთრ სახლში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ მსხვილი კრიპტო კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის Coinbase-ის (NASDAQ:COIN) აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგი, Circle-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯერემი ალერი, Robinhood-ის (NASDAQ:HOOD) აღმასრულებელი დირექტორი ვლად ტენევი, Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო, Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ რიპლი, Gemini-ის აღმასრულებელი დირექტორები ტაილერ და კამერონ უინკლუოსები და Ripple-ის იურიდიული დირექტორი სტიუარტ ალდეროტი. მანამდე პლატფორმა CoinGecko-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ დადებითი მოვლენების ფონზე კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გარკვეულ მომენტში 4 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. https://tinyurl.com/2teywdvh Quote
Magdalena Posted July 28, 2025 Author Posted July 28, 2025 Tether-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა აშშ-ის სტრატეგიაზე ტრამპის მიერ კრიპტოვალუტების შესახებ კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ Tether Holdings SA აშშ-ის ბაზარზე დაბრუნების გეგმებს ამზადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კრიპტოვალუტების შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღებას. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აშშ-ის შიდა ბაზრისთვის ჩვენი სტრატეგიის შემუშავებაზე“, - განაცხადა Tether-ის გენერალურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ Bloomberg Television-თან ინტერვიუში. „იგი ფოკუსირებული იქნება აშშ-ის ინსტიტუციურ ბაზრებზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტური Stablecoin-ის შეთავაზებას გადახდებისთვის, ასევე ბანკთაშორისი ანგარიშსწორებისა და ვაჭრობისთვის“. კომპანია გოუშვებს USDT-ს, ვაჭრობის მოცულობით ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას, რომელიც შექმნილია აშშ დოლართან მიბმული სტაბილური ღირებულების შესანარჩუნებლად. კანონმა, რომელიც ცნობილია, როგორც Genius Act, შეიძლება გააფართოვოს Stablecoin-ების გამოყენების მასშტაბი კრიპტო ბაზრის ტრანზაქციების მიღმა და ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვართშორისი გადარიცხვები და ბიზნეს-გადახდები. ახალ კანონს ასევე შეუძლია შექმნას შესაძლებლობები ბანკებისთვის, საგადახდო სისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - გამოუშვან საკუთარი Stablecoin-ები. https://tinyurl.com/2ktuj6jx Quote
Magdalena Posted August 5, 2025 Author Posted August 5, 2025 SEC უხელმძღვანელებს „კრიპტოპროექტს“, რათა აშშ კრიპტო დედაქალაქად აქციოს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) იწყებს „კრიპტოპროექტს“, გეგმას, რომლის მიზანია აშშ-ის მსოფლიოს კრიპტო დედაქალაქად გადაქცევა, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე პოლ ატკინსმა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ პროექტი „გზამკვლევი შუქურა“ იქნება პრეზიდენტ ტრამპის მხარდასაჭერად მის ისტორიულ მცდელობებში - ამერიკა „მსოფლიოს კრიპტო დედაქალაქად“ აქციოს. პოლ ატკინსმა თავის კოლეგას, SEC-ის კომისარ ჰესტერ პირსს და მის სამუშაო ჯგუფს დაავალა პრეზიდენტის კრიპტოვალუტის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე წინადადებები შეიმუშაონ. სააგენტოს თანამშრომლები იმუშავებენ კრიპტოვალუტების განაწილების, შენახვისა და ვაჭრობის წესების შემუშავებაზე, რომლებიც საჯაროდ იქნება განხილული. ატკინსის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის რეალიზებისთვის, რომელიც ამერიკას მსოფლიოს კრიპტოვალუტის დედაქალაქად აქცევს, SEC-მა სრულად უნდა შეაფასოს ბაზრების off-chain გარემოდან on-chain გარემოში გადატანის პოტენციური სარგებელი და რისკები. დეცენტრალიზებული ფინანსები და ქსელური პროგრამული სისტემების სხვა ფორმები ფასიანი ქაღალდების ბაზრების ნაწილი გახდება და არ იქნება შეზღუდული დუბლირებული ან არასაჭირო რეგულაციებით. SEC-მა უკვე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით და მომავალში გეგმავს წინა შეზღუდვების შემსუბუქებას. https://tinyurl.com/34w35cwf Quote
Magdalena Posted August 9, 2025 Author Posted August 9, 2025 აშშ-ის ხელისუფლებას სურს კრიპტო ვაჭრობის დაშვება ყველა ბირჟაზე აშშ-ის ხელისუფლებას სურს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დაშვება ყველა რეგისტრირებულ ბირჟაზე, რომლებზეც ფიუჩერსებია წარმოდგენილი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი ციფრული აქტივების სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შემდეგ სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) წამოაყენა ინიციატივა, რათა დაამტკიცოს ვირტუალური ვალუტების შესყიდვის კონტრაქტების ლისტინგი სპოტ ბაზარზე დაფიქსირებულ ფასად. ანუ, ეს დერივატივები საშუალებას მისცემს ტრეიდერებს ეფექტურად ივაჭრონ ტოკენებითა და მონეტებით. CFTC სწრაფად მუშაობს ციფრული აქტივებით ვაჭრობის ფედერალურ დონეზე სამოქმედოდ და კოორდინაციისთვის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის კრიპტო პროექტთან. არსებობს მკაფიო და მარტივი გადაწყვეტა, რომლის განხორციელებაც CFTC-ს ახლავე შეუძლია, განაცხადა CFTC-ის კომისარმა კეროლაინ ფამმა. CFTC-მ კრიპტო შესყიდვის კონტრაქტების გამოყენების ჭკვიანური სქემა აირჩია იმით, რომ სააგენტოს უფლება აქვს არეგულიროს დერივატივები, ხოლო ციფრული აქტივები კლასიფიცირდება როგორც საქონელი ან ფასიანი ქაღალდები. შესაბამისად, ოფიციალური პირების მიერ შემოთავაზებული კონტრაქტები, ჩვეულებრივი ფიუჩერსების მსგავსად, კომისიას საშუალებას მისცემს ბირჟებზე მათი ვაჭრობა აკონტროლოს. შესაბამისმა სამუშაო ჯგუფმა CFTC-ს 18 რეკომენდაცია წარუდგინა, მათ შორის იყო მოთხოვნები, უფრო ნათლად აღეწერათ საქონლად მიჩნეული კრიპტოვალუტების თვისებები, შეექმნათ წესების ნაკრები ციფრული აქტივების კომპანიებისთვის და შეეცვალათ ფინანსური ინსტრუმენტების რეგულაციები ბლოკჩეინზე გამოშვებულ დერივატივებზეც. https://tinyurl.com/as7892hv Quote
Magdalena Posted August 11, 2025 Author Posted August 11, 2025 აშშ-ის მარეგულირებელი Stablecoin-ებს ფულის ეკვივალენტებს უწოდებს ასეთი Stablecoin-ები მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ისინი მუდმივად უნდა იყოს მიბმული აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით და ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ გამოსყიდვის გარანტირებული უფლება. Stablecoin-ების ემიტენტებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ტოკენები სრულად იყოს უზრუნველყოფილი ნაღდი ფულით ან სახაზინო ობლიგაციებით. ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ პირობების დაცვა Stablecoin-ებს რისკის პროფილით ტრადიციული ფულადი ეკვივალენტების მსგავსად აქცევს. SEC-ის მოთხოვნები არ ვრცელდება ალგორითმულ Stablecoin-ებზე, შემოსავლიანობის გენერირების ტოკენებზე და ნებისმიერ კრიპტოაქტივზე, რომელიც არ არის დაკავშირებული აშშ დოლართან. SEC-ის აზრით თუ Stablecoin-ები ნაღდი ფულის ეკვივალენტებად ჩაითვლება, შედეგად გაიზრდება კორპორატიული ანგარიშგების გამჭვირვალობა და გაამარტივებს კრიპტოვალუტებით მომუშავე კომპანიების აღრიცხვას. SEC-ის რეკომენდაციები ავსებს შეერთებულ შტატებში Stablecoin-ების რეგულირების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ GENIUS Act-ს. ეს კანონი ემიტენტებს ავალდებულებს რეგულარულად ჩაატარონ დამოუკიდებელი აუდიტები და თავიანთი Stablecoin-ები რეზერვებით უზრუნველყონ. SEC-მა დაადასტურა, რომ რეკომენდაციები დროებითია. ვადის გასვლის თარიღი არ გამოცხადებულა. აპრილში SEC-მა გამოაცხადა, რომ ფიატ-ვალუტებით დაფინანსებულ Stablecoin-ებს ფასიან ქაღალდებად არ მიიჩნევს. სააგენტომ მემეკოინები ასევე არ ჩათვალა ფასიან ქაღალდებად, მაგრამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ მომხმარებლები მათში ინვესტირებას საკუთარი რისკის ქვეშ ახორციელებენ. https://tinyurl.com/3btyx79e Quote
Magdalena Posted August 13, 2025 Author Posted August 13, 2025 SEC წარადგენს Project Crypto-ს - ეს იქნება “მარეგულირებელი გადატვირთვა“ კრიპტო რბოლაში აშშ-ის ლიდერობისთვის SEC-ის Project Crypto-მ უოლ სტრიტის ციფრული მომავალი გამოწვევად აქცია, როდესაც ციფრული აქტივების აღმავლოლბის მიზნით აშშ-ის ფასიანი ქაღალდების რეგულაციების ყველაზე ტრანსფორმაციული რეფორმა წარმოადგინა. თავმჯდომარე ატკინსის ხელმძღვანელობით მისია ნათელია: უარი თქვას კრიპტოვალუტების შემაფერხებელ ძველ წესებზე და ტოკენიზაცია ამერიკული ინოვაციების მამოძრავებელ ძალად იქცეს. „ჩვენი მარეგულირებელი სტრუქტურა არ უნდა იყოს მიბმული ანალოგურ წარსულზე, რომელიც ახალი საზღვრების მიმართ არამეგობრული იყო. მომავალი სრული სისწრაფით მოდის და მსოფლიო არ იცდის. ეს არის მომენტი, რომელიც ამერიკულ ამბიციას მოითხოვს და აშშ-მ უბრალოდ ტემპის შენარჩუნების ნაცვლად უნდა უხელმძღვანელოს მას პროექტით, რომელიც მის პოტენციალს გამოავლენს: ეს იქნება Project Crypto, - განაცხადა ატკინსმა Bernstein-ის კვლევითი ჩანაწერის თანახმად, რომელიც აანალიზებს პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს. კრიპტო ინოვაციების სამშობლოში დაბრუნება: რეპატრიაცია და წესების გადაწერა კრიპტო ემიგრაციის ეპოქის დასასრული - გენსლერის მიერ წლების განმავლობაში ზედმეტი რეგულირების მემკვიდრეობა იწყება ამერიკაში ინოვაციების დაბრუნებით. SEC აპირებს გამოიყენოს თავისი ინტერპრეტაციული და გამათავისუფლებელი უფლებამოსილებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოძველებული კანონები არ ჩაახშობს შიდა მეწარმეობას. ატკინსის თქმით 1933 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონს, რომელიც ადრე ციფრული აქტივების უმეტესობის წინააღმდეგ კანონის უხეში ინსტრუმენტის სახით გამოიყენებოდა, აღარ ექნება ამ ტიპის კონტროლი. SEC-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავიდან აიცილოს „არქაული ფასიანი ქაღალდების წესებით“ შიდა ინოვაციების ჩახშობა. „იმისგან განსხვავებით, რაც SEC-მა წარსულში განაცხადა, კრიპტოაქტივების უმეტესობა ფასიანი ქაღალდები არ არის“, - აღნიშნა ატკინსმა. ახალი სტრუქტურა მიზნად ისახავს მკაფიო კატეგორიების შექმნას - ციფრული საქონელი, Stablecoin-ები და ციფრული კოლექციონირება - რათა პროექტები განვითარდეს. კომისია შეიმუშავებს გამჭვირვალე სახელმძღვანელო პრინციპებს იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს ფასიან ქაღალდს ციფრულ აქტივებში, რაც აშშ-ს კომპანიებს მისცემს ნათელ წარმოდგენას, თუ როგორ მოახდინონ აქციებისა და ობლიგაციების ტოკენიზაცია. ატკინსი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივები, ბიუროკრატიის შემცირებასთან ერთად, დაეხმარება აშშ-ს ბლოკჩეინზე მსოფლიოში უდიდესი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნაში. მოდელი Super App: ერთი ლიცენზია ყველას სამართავად მარეგულირებელი ორგანოების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში SEC გეგმავს მრავალშტატიანი ლიცენზიების ძველი, ჩახლართული სისტემის გაუქმებას. „Reg-Super App“-ის ფარგლებში ბროკერ-დილერებს შეეძლებათ მომხმარებლებს შესთავაზონ პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის კრიპტოაქტივები, ტრადიციული ფასიანი ქაღალდები, Stablecoin-ები, სტეიკინგი, სესხების გაცემა და სხვა ერთ ჭერქვეშ, ერთი ფედერალური ლიცენზიით. ზოგიერთი ამ იდეას სიჩქარისა და მასშტაბურობისთვის შექმნილ უოლ სტრიტის ციფრულ სუპერმარკეტს ადარებს. ბლოკჩეინ-პროგრამების უზრუნველყოფის პოტენციალის გამოვლენა და კონკურენცია Project Crypto ასევე ითვალისწინებს ბლოკჩეინის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას - დეცენტრალიზებული ბირჟების, სესხების პროტოკოლების და სხვა. SEC-ის მიზანია ბლოკჩეინზე ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გამარტივება, რაც უზრუნველყოფს 24/7 რეჟიმში მყისიერ ანგარიშსწორებას, ხარჯების შემცირებას და მოქმედ და ფინტექ კონკურენტებს შორის უფრო თავისუფალ კონკურენციას. ეს საშუალებას მისცემს სავაჭრო პლატფორმებს, როგორიცაა Coinbase Global Inc (NASDAQ:COIN) და Robinhood (NASDAQ:HOOD), დაამატონ ტრადიციული და ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები, ან გამოიყენონ Circle-ის (NYSE:CRCL) Stablecoinები, რათა უზრუნველყონ ჯვარედინად უზრუნველყოფილი პროდუქტები როგორც საცალო, ასევე ინსტიტუციური მომხმარებლებისთვის. „დროა, ფინანსური სისტემა ონლაინიდან ბლოკჩეინზე გადავიყვანოთ“, - ამბობს ატკინსი, რაც ამერიკული კაპიტალის ბაზრების ფუნდამენტურ გადატვირთვას ნიშნავს. Bernstein-ის ანალიტიკოსების აზრით ეს ახალი ხედვა, შესაძლოა ყველაზე ტრანსფორმაციული კრიპტო ხედვაა, რაც კი ოდესმე SEC-ის მოქმედ თავმჯდომარეს კაპიტალის ბაზრების ისტორიაში წაარმოუდგენია. იმისათვის, რომ მომავალს ფეხდაფეხ მივყვეთ, ინოვატორებისთვის წითელი ხალიჩა უნდა გაიშალოს, მარეგულირებელი ბარიერები უნდა მოიხსნას და ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ ბაზრის ინფრასტრუქტურა უნდა გარდაქმნას. კრიპტო სტარტაპებისა და უოლ სტრიტის გიგანტებისთვის გზავნილი ნათელია: არქაული რეგულაციების გზით კრიპტოვალუტების კაპიტალის ბაზრების ჩრდილში გადაყვანის ერა დასრულდა. ფინანსური დომინირებისთვის შემდეგი ბრძოლა ამერიკულ ციფრულ ნიადაგზე გაიმართება. https://tinyurl.com/5zrd6ucs Quote
Magdalena Posted August 14, 2025 Author Posted August 14, 2025 ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აფართოებს 401(k) შესაძლებლობებს კრიპტოვალუტებისა და კერძო ინვესტიციების ჩათვლით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 401(k) ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ალტერნატიული აქტივებით, როგორიცაა კერძო კაპიტალი, უძრავი ქონება და ციფრული აქტივები. ბრძანება შრომის მინისტრს ავალებს, გადახედოს 401(k) გეგმებსა და ERISA-ს მიერ მართულ სხვა განსაზღვრული შენატანების გეგმებში ალტერნატიულ აქტივებში ინვესტიციებთან დაკავშირებული ფიდუციური მოვალეობების შესახებ მითითებებს. ის ასევე ავალდებულებს შრომის სამინისტროს, დააზუსტოს თავისი პოზიცია ალტერნატიულ აქტივებსა და ამ ინვესტიციების შემცველი აქტივების განაწილების ფონდების შეთავაზების მასთან დაკავშირებულ ფიდუციურ პროცესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ბრძანება მოითხოვს, რომ შრომის მინისტრმა კონსულტაციები გაიაროს ფინანსთა მინისტრთან, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან და სხვა ფედერალურ მარეგულირებლებთან ბრძანების მიზნის მხარდასაჭერად შესაძლო პარალელური მარეგულირებელი ცვლილებების შესახებ. 90 მილიონზე მეტი ამერიკელი მონაწილეობს დამსაქმებლის მიერ დაფინანსებულ განსაზღვრული შენატანების გეგმებში, რომელთა უმეტესობას ამჟამად ეკრძალება ინვესტირება მდიდარი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ ალტერნატიულ აქტივებსა და საჯარო მოხელეთა საპენსიო გეგმებში. თეთრი სახლის განცხადებით ზედმეტმა რეგულირებამ და სასამართლო დავების რისკებმა შეზღუდა ERISA-ს მიერ რეგულირებადი გეგმების ფიდუციარების შესაძლებლობა - ჩართონ ალტერნატიული აქტივები საინვესტიციო პორტფელებში, რამაც პოტენციურად შეაფერხა მუშაკთა საპენსიო დანაზოგების ზრდა. ტრამპის პიროობებში შრომის სამინისტრომ უკვე გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის ციფრული აქტივების შესახებ რეკომენდაციები. პრეზიდენტი ადრე დაპირდა შეერთებულ შტატებს „მსოფლიოს კრიპტოვალუტის დედაქალაქად“ გადაქცევას და ხაზი გაუსვა ციფრული აქტივების დანერგვის აუცილებლობას ეკონომიკური ზრდისა და ტექნოლოგიური ლიდერობის ხელშეწყობის მიზნით. https://tinyurl.com/2tm76ps8 Quote
Magdalena Posted September 3, 2025 Author Posted September 3, 2025 აშშ-ის ხელისუფლება უცხოურ კრიპტო ბირჟებს ქვეყანაში დაბრუნების უფლებას მისცემს მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ საგარეო ვაჭრობის საბჭოს (FBOT) რეგისტრაციის სისტემა ვრცელდება ყველა ბაზარზე, როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულზე, აქტივების კლასის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ კრიპტო ბირჟები, როგორიცაა Binance, KuCoin, Bybit, OKX და HTX, რომლებიც ადრე დაბლოკილი იყო რეგისტრაციის არარსებობის გამო, შეძლებენ აშშ-ს ბაზარზე დაბრუნებას. რეგისტრაციის მისაღებად უცხოურმა ბირჟამ უნდა დაამტკიცოს, რომ აკმაყოფილებს რამდენიმე მოთხოვნას. მაგალითად, კრიპტო პლატფორმა უნდა იყოს ავტორიზებული, ლიცენზირებული ან რეგისტრირებული თავის ადგილობრივ იურისდიქციაში, როგორც რეგულირებადი ბირჟა. ამავდროულად, ადგილობრივი მარეგულირებლის ზედამხედველობა უნდა იყოს ყოვლისმომცველი და CFTC-ის მიდგომებთან შესაბამისი. გარდა ამისა, ციფრულ პლატფორმას მოეთხოვება ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულების დადება CFTC-თან, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ტრანზაქციების კლირინგული ანგარიშსწორება განხორციელდეს რეგულატორთან რეგისტრირებული კლირინგული ორგანიზაციების (DCO) მეშვეობით, რომლებიც გახდებიან ტრანზაქციების მონაწილეთა კონტრაგენტები. მანამდე CFTC-ის მოვალეობის შემსრულებელმა თავმჯდომარე კეროლაინ ფემმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო მზად არის, აშშ-ში რეგისტრირებულ დერივატივების ბირჟებზე კრიპტოვალუტებით სპოტ ვაჭრობა დაუშვას. https://tinyurl.com/mwp579be Quote
Magdalena Posted September 9, 2025 Author Posted September 9, 2025 SEC და CFTC სპოტ კრიპტო ბაზრების ამოქმედებას გაამარტივებენ SEC და CFTC აპირებენ კოორდინაცია გაუწიონ კრიპტოვალუტებით სპოტ ვაჭრობის დაწყებას რეგულირებად პლატფორმებზე. ამის შესახებ სააგენტოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ინიციატივის მიზანია აშშ-ს ლიდერობის გაძლიერება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სფეროში. მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს საფონდო და სასაქონლო ბირჟებს კრიპტოპროდუქტების ლისტინგს. სააგენტოების კოორდინაცია ბაზრის მონაწილეებს ქვეყნის შიგნით სავაჭრო კომპანიების უფრო ფართო არჩევანს მისცემს, ნათქვამია განცხადებაში. სააგენტოები მზად არიან სწრაფად განიხილონ სავაჭრო პლატფორმებიდან მიღებული განაცხადები. ბაზრის მონაწილეებს შესთავაზეს რეგისტრაციისა და წინადადებების წარდგენის შესახებ კონსულტაციის მიღება. რეგულატორები განიხილავენ მარჟასთან, კლირინგსას და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სააგენტოები ასევე მზად არიან განიხილონ ბაზრის მონიტორინგის ორგანიზება, ტრანზაქციების მონაცემების საჯაროდ გამჟღავნება და სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველყოფა. მიზანია ტექნოლოგიური ინოვაციების ინვესტორების დაცვასთან შერწყმა. ინიციატივა SEC-ის Project Crypto-ს და CFTC-ის Crypto Sprint-ის ნაწილია. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარე პოლ ატკინსმა ერთობლივ განცხადებას „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაზრის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სავაჭრო პლატფორმების არჩევის თავისუფლება და სააგენტოები მზად არიან მხარი დაუჭირონ ინოვაციებს. VanEck-ის წარმომადგენელ მეთიუ სიგელის თქმით ისეთმა პლატფორმებმა, როგორიცაა NYSE, Nasdaq და CME, შესაძლოა მალე დაიწყონ Bitcoin-ის, Ethereum-ის და სხვა აქტივების მეშვეობით სპოტ ვაჭრობა. შეგახსენებთ, აგვისტოში CFTC-მ წამოაყეა ინიციატივა კრიპტოვალუტების სპოტ ვაჭრობის ლეგალიზაციის შესახებ რეგისტრირებულ ბირჟებზე. ხოლო SEC-მა განაახლა თავისი სახელმძღვანელო პრინციპები Stablecoin-ების აღრიცხვის წესების შესახებ. https://tinyurl.com/mpsjetum Quote
Magdalena Posted September 10, 2025 Author Posted September 10, 2025 SEC კრიპტორეგულირებაში შესწორებების შეტანას გეგმავს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარე პოლ ატკინსმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ინფორმაციისა და მარეგულირებელი საკითხების ოფისმა გამოაქვეყნა ერთიანი დღის წესრიგი რეგულირებისა და დერეგულირებისთვის - “Spring 2025“. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში 2025 წლის გაზაფხული უკვე დასრულდა, SEC-მა დასახელება სამხრეთ ამერიკის გაზაფხულიდან ისესხა, რომელიც სექტემბერში იწყება, რათა კრიპტო ინდუსტრიისთვის ახალი განთიადის სიმბოლოდ გამოეყენებინა. ატკინსმა განმარტა: „ეს დღის წესრიგი ასახავს კომისიის მუშაობის ახალ ფაზას. ჩემი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კრიპტოაქტივების გამოშვების, შენახვისა და ვაჭრობის მკაფიო წესების დადგენა, ასევე არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების მიერ კანონის დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ SEC ახალი ინიციატივებით მიიწევს წინ და ამავდროულად, უკან წევს წინა ადმინისტრაციის რიგ წინადადებებს, რომლებიც, მისი თქმით, ეფექტური ზედამხედველობის პრინციპებთან შეუსაბამო იყო. გადამწყვეტი იქნება ორი ინიციატივა: • SEC-ის კორპორატიული ფინანსების განყოფილება დააწესებს წესებს ციფრული აქტივების შეთავაზებისა და გაყიდვისთვის, პოტენციურად „უსაფრთხო ნავსაყუდლების“ ჩათვლით. • ვაჭრობისა და ბაზრების განყოფილება ცვლილებებს შეიტანს ბირჟების შესახებ კანონში, რათა კრიპტოაქტივებით ვაჭრობა ალტერნატიულ სავაჭრო სისტემებსა და ეროვნულ ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე იყოს გათვალისწინებული. კრიპტოვალუტების გარდა, SEC-ის დღის წესრიგში შედის დერეგულაციური ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისობის ხარჯების შემცირებას, ინვესტორებისთვის კერძო ბიზნესებზე წვდომის გაფართოებას და ინფორმაციის გასაჯაროვების მოძველებული მოთხოვნების მოდერნიზაციას. მარეგულირებელი ასევე განიხილავს საზოგადოების კომენტარის მოთხოვნას კონსოლიდირებული აუდიტის კვალის (CAT) პროექტთან დაკავშირებით - იგი წარმოადგენს ბაზრის ზედამხედველობის პროექტს, რომელიც გააკრიტიკეს მონაცემთა კონცენტრირებულ შენახვასთან დაკავშირებული მზარდი ხარჯებისა და რისკების გამო, განსაკუთრებით აშშ-ის მეთერთმეტე ოლქის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. https://tinyurl.com/2vhd55u9 Quote
Magdalena Posted September 11, 2025 Author Posted September 11, 2025 კრიპტოვალუტების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრავს SEC-ისა და CFTC-ის უფლებამოსილებებს აშშ-ის სენატორებმა გამოაქვეყნეს 2025 წლის „პასუხისმგებლიანი ფინანსური ინოვაციების შესახებ“ კანონის ახალი პროექტი, რომელიც განმარტავს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსული ვაჭრობის კომისიის (CFTC) პასუხისმგებლობებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) დეველოპერებისა და ახალი ბლოკჩეინ სექტორების, როგორიცაა DePIN, დაცვის მექანიზმებს. გარდა ამისა, კანონპროექტი გვთავაზობს ციფრული აქტივების ერთობლივი საკონსულტაციო კომიტეტის შექმნას, რომელშიც შევლენ SEC-ისა და CFTC-ის წარმომადგენლები. SEC-მა და CFTC-მ აუცილებლად ერთი მიმართულებით უნდა იმუშაონ ორივე სააგენტო ასევე გეგმავს საჯარო მრგვალი მაგიდის ჩატარებას 29 სექტემბერს, რათა შემდგომ განიხილონ მარეგულირებელი ჰარმონიზაციის ძალისხმევა. SEC-ის თავმჯდომარე პოლ ს. ატკინსმა და CFTC-ის მოვალეობის შემსრულებელმა თავმჯდომარე კეროლაინ დ. ფამმა აღნიშნეს: „ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციაზე ჩვენი ერთობლივი მუშაობით SEC-ს და CFTC-ს შეუძლიათ ზედმეტი ბარიერების მოხსნა, ბაზრის ეფექტურობის გაუმჯობესება და ინოვაციების აყვავებისთვის სივრცის შექმნა. ჩვენი საერთო მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ამერიკა გლობალურ კაპიტალის ბაზრებზე ლიდერად დარჩეს“. დეველოპერებისა და ინფრასტრუქტურის მონაწილეების დაცვა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეცენტრალიზებული პროტოკოლის შემქმნელები, ვალიდატორები, ლიკვიდურობის მიმწოდებლები, საფულის შემქმნელები და ინფრასტრუქტურის მონაწილეები ავტომატურად არ დაექვემდებარებიან ტრადიციულ ფინანსურ რეგულაციებს, თუ პროტოკოლი ცენტრალიზებულად არ კონტროლდება. კანონპროექტი პასუხობს სასამართლო საქმეების შემდგომ მზარდ შეშფოთებას, მათ შორის Tornado Cash-ის თანადამფუძნებელ რომან შტორმის გამამტყუნებელ განაჩენს, რაც კრიტიკოსების აზრით ბუნდოვანს ხდის საზღვარს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შორის. დოკუმენტი განმარტავს, რომ Airdrop-ები და სტეიკინგის ჯილდოები ითვლება „უსასყიდლო განაწილებად“ და არ კვალიფიცირდება, როგორც ფასიანი ქაღალდები. ეს ამცირებს იურიდიულ რისკებს მომხმარებლებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის. https://tinyurl.com/2saafchp Quote
Magdalena Posted September 19, 2025 Author Posted September 19, 2025 პოლ ატკინსმა ისაუბრა აშშ-ის კრიპტო ბაზრისადმი მარეგულირებელი მიდგომის ცვლილებაზე ატკინსმა აღნიშნა, რომ კრიპტოაქტივების დიდი უმრავლესობა არ უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც ფასიანი ქაღალდები. ბაზრის რეგულირება ისე უნდა იყოს სტრუქტურირებული, რომ კომპანიებს შეეძლოთ თავიანთი ტოკენიზებული აქციებითა და ობლიგაციებით ვაჭრობა ბლოკჩეინის გამოყენებით 24 საათის განმავლობაში. „SEC-ს სამართლიანად აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით ბოლო წლებში. მარეგულირებელი ხშირად მოქმედებდა პრეცედენტზე ან პროგნოზირებადობაზე დაყრდნობის გარეშე - “ჯერ ისროდა, შემდეგ კი ერკვეოდა საქმეში”. მარეგულირებლებმა უნდა უზრუნველყონ ინვესტორების დასაცავად საჭირო რეგულირების მინიმალური ეფექტური დოზა და არა მეტი.“ SEC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის გეგმავს ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ კრიპტოინდუსტრია აღარ აღიქვამდეს სააგენტოს, როგორც დახურულ და მიკერძოებულ ინსტიტუტს. ატკინსმა ასევე შეაქო კრიპტოაქტივების რეგულირების ევროპული სტრუქტურა და მოუწოდა საერთაშორისო თანამშრომლობისკენ ინოვაციური ბაზრების განვითარების ხელშესაწყობად. ადრე პოლ ატკინსმა განაცხადა, რომ სააგენტო მუშაობს ზომების ერთობლიობაზე, რათა გაათავისუფლოს დეცენტრალიზებული ფინანსური (DeFi) პლატფორმები მარეგულირებელი ბარიერებისგან. https://tinyurl.com/58a5kmv6 Quote
Magdalena Posted September 22, 2025 Author Posted September 22, 2025 SEC-მ გაამარტივა კრიპტო ETF-ების ლისტინგის წესები • SEC-მა დაამტკიცა Nasdaq-ზე, Cboe-სა და NYSE Arca-ზე სპოტ კრიპტო ETF-ების ერთიანი ლისტინგის სტანდარტები. • ბირჟებს შეეძლებათ კრიპტო ETF-ების ლისტინგში განთავსება ინდივიდუალური განაცხადების გარეშე, რაც დააჩქარებს დამტკიცების პროცესს. • ახალი სტანდარტები ვრცელდება Solana-ს, XRP-ის, Litecoin-ის, Dogecoin-ის და სხვა პოპულარული კრიპტოაქტივების ETF-ებზე. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) მიიღო ახალი წესები, რომლებიც ამარტივებს სპოტ კრიპტო ETF-ების ლისტინგის პროცესს. გადაწყვეტილება ვრცელდება მსხვილ ბირჟებზე, როგორებიცაა Nasdaq, Cboe BZX და NYSE Arca. მათ აღარ სჭირდებათ თითოეული პროდუქტისთვის ინდივიდუალური განაცხადების წარდგენა; მათ უბრალოდ უნდა დაიცვან საერთო სტანდარტები. SEC-ის თავმჯდომარე პოლ ატკინსმა განაცხადა, რომ ახალი წესები „ამცირებს ციფრული აქტივების პროდუქტების მოქმედებაში შესვლის ბარიერებს და აფართოებს ინვესტორების არჩევანს“. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეინარჩუნებს აშშ-ის ბაზრების კონკურენტუნარიანობას და დააჩქარებს ახალი ETF-ების გაშვებას. SEC-ის დოკუმენტი (Release No. 34-103995) ადგენს კრიპტოვალუტების საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე ფონდების (ETF) ლისტინგის ერთიან სტანდარტებს. ისინი განისაზღვრება, როგორც ტრასტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს ერთი ან მეტი ძირითადი აქტივის - კრიპტოვალუტების, ფიუჩერსების ან ფონდების - ღირებულებას. წყარო: www.sec.gov ბირჟებს ახლა შეუძლიათ ასეთი ETF-ების ლისტინგი 19b-4(e) წესის შესაბამისად, SEC-ის მიერ ცალკე განხილვის გარეშე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს დამტკიცების პროცესს, რომელიც ადრე თვეებს საჭიროებდა. ETF დამტკიცდება, თუ აქტივი დალისტულია პლატფორმაზე, რომელიც Intermarket Surveillance Group-ის ნაწილია ან გამოიყენება ფიუჩერსებში, რომლებსაც მინიმუმ ექვსთვიანი სავაჭრო ისტორია აქვთ. მთავარი მოთხოვნაა ერთობლივი ზედამხედველობის შეთანხმებების არსებობა. ბირჟები ვალდებულნი არიან საჯაროდ გაამჟღავნონ ფონდის სტრუქტურა და გამოსყიდვის წესები. ახალი სტანდარტების თანახმად, ისეთ აქტივებთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ETF-ების განაცხადები, როგორიცაა Solana, Ripple, Litecoin და Dogecoin, დაჩქარებული წესით დაამტკიცეს. Avalanche-ზე, Chainlink-ზე, Polkadot-სა და BNB-ზე დაფუძნებული პროდუქტები დამტკიცების მოლოდინშია. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა SEC-ის გადაწყვეტილებას უწოდა „ზუსტად ის პლატფორმა კრიპტო ETP-ებისთვის, რომელსაც ბაზრები ელოდნენ“. იგი ახალი საინვესტიციო პროდუქტების ტალღის გაჩენას ელის. ცვლილებებს კომისიის ყველა წევრმა არ დაუჭირა მხარი. კომისარმა კეროლაინ კრენშოუმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ახალმა სტანდარტებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პროდუქტების შემოდინება, რომლებმაც ინვესტორების დასაცავად საკმარისი სათანადო შემოწმება არ გაიარეს. მან აღნიშნა, რომ SEC-მა რისკის შეფასების პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ბირჟებზე გადაიტანა და გაშვების სიჩქარეზე გაამახვილა ყურადღება. https://tinyurl.com/yabpj3p5 Quote
Magdalena Posted September 29, 2025 Author Posted September 29, 2025 CFTC მზადაა დაუშვას ტოკენიზებული აქტივების გამოყენება დერივატივებში CFTC განიხილავს Stablecoin-ებისა და ტოკენიზებული აქტივების გამოყენებას დერივატივების ბაზრებზე უზრუნველყოფის სახით. USDC და USDT შეიძლება ჩაითვალოს მსგავს ტრადიციულ გირაოდ. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს Circle-მა, Tether-მა, Ripple-მა, Coinbase-მა და Crypto.com-მა. აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსული ვაჭრობის კომისია (CFTC) განიხილავს ტოკენიზებული აქტივების, მათ შორის სტაბილური Stablecoin-ების, გამოყენებას დერივატივების ბაზრებზე უზრუნველყოფის სახით. ამ ნაბიჯს მხარს უჭერენ კრიპტო ინდუსტრიის ლიდერები. CFTC-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კეროლაინ ფემმა განაცხადა, რომ სააგენტო „მჭიდროდ ითანამშრომლებს დაინტერესებულ მხარეებთან“ ამ სქემაზე და მოუწოდებს მხარეებს, 20 ოქტომბრამდე მიაწოდონ გამოხმაურება ტოკენიზებული გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით დერივატივების ბაზრებზე. მან აღნიშნა: „საზოგადოებამ უკვე გამოხატა აზრი: ტოკენიზებული ბაზრები არსებობს და ისინი მომავალია. წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ უზრუნველყოფის მართვა ბაზრებზე Stablecoin-ებისთვის „გამანადგურებელი დამატებაა“. თუ გადაწყვეტილება განხორციელდება, USDC-სა და Tether-ს ტრადიციული უზრუნველყოფის - ნაღდი ფულის ან აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების - მსგავსად მოეპყრობიან. კონგრესმა უკვე მიიღო Stablecoin-ების მარეგულირებელი კანონები, რამაც გაზარდა მათი მიმზიდველობა ფინანსურ ინსტიტუტებში. კრიპტოინდუსტრიამ მხარი დაუჭირა ინიციატივას Stablecoin-ების ემიტენტი კომპანიების, Circle Internet Group-ის, Tether-ის, Ripple Labs-ის, ასევე კრიპტო ბირჟების, Coinbase-ისა და Crypto.com-ის ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს CFTC-ის ქმედებებს. Circle-ის პრეზიდენტმა ჰით ტარბერტმა აღნიშნა: „კანონი GENIUS ქმნის სამყაროს, სადაც აშშ-ის ლიცენზირებული სუბიექტების მიერ გამოშვებული საგადახდო Stablecoin-ები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უზრუნველყოფა დერივატივებსა და სხვა ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე“. Coinbase-ის მთავარმა იურისტმა პოლ გრევალმაც მხარი დაუჭირა ინიციატივას. იგი მიიჩნევს, რომ ტოკენიზებული გირაო და Stablecoin-ები აშშ-ის დერივატივების ბაზრებზე წვდომას გახსნის და პლატფორმას კონკურენტებს შორის წამყვან პოზიციაზე აიყვანს. https://tinyurl.com/yvs2bmft Quote
Magdalena Posted September 30, 2025 Author Posted September 30, 2025 SEC წლის ბოლომდე კრიპტოპროექტებისთვის წამახალისებელ გამონაკლისებს შექმნის აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) მუშაობს „ინოვაციური გამონაკლისის“ შექმნაზე, რომელიც წლის ბოლომდე ციფრული აქტივების პროდუქტების დამტკიცების პროცესს გაამარტივებს, განაცხადა SEC-ის თავმჯდომარე პოლ ატკინსმა. Fox Business-თან ინტერვიუში ატკინსმა აღნიშნა, რომ SEC „წესების შემუშავებაზე“ იმუშავებს მომდევნო თვეებში. სააგენტო ავითარებს „ინოვაციური გამონაკლისის“ პაკეტს, რომელიც კრიპტოპროექტებისთვის ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს მოხსნის. რეფორმები მოიცავს აქტივების ტოკენიზაციას, DeFi პროტოკოლებს და ინსტიტუციურ ინვესტიციებს. ატკინსის თქმით, „ინოვაციური გამონაკლისი“ კრიპტო კომპანიებს ფასიანი ქაღალდების ძველი რეგულაციებისგან დროებით შემსუბუქებას მიანიჭებს, რათა ახალი პროდუქტები უფრო რბილი ზედამხედველობის ქვეშ გამოუშვან, სანამ SEC ახალ წესებს შეიმუშავებს. ატკინსის ციფრული აქტივების მომხრე რიტორიკა შეესაბამება მის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის განხორციელებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებების შესაბამისად. მიმდინარე თვის დასაწყისში SEC-მა და სასაქონლო ფიუჩერსული ვაჭრობის კომისიამ (CFTC) განაცხადეს, რომ მოუწოდებენ მოქმედ კომპანიებს, გააგრძელონ მუშაობა კრიპტოვალუტებთან და რომ მათ უნდა დაუკავშირდნენ მათ შემდგომი ქმედებების შესახებ ნებისმიერი შეკითხვით. SEC-მა ასევე გამოაქვეყნა დღის წესრიგი, რომელშიც აღწერილია კრიპტოვალუტების ფასიანი ქაღალდების შეთავაზებისა და გაყიდვის დაგეგმილი წესები, მათ შორის გამონაკლისები და „უსაფრთხო თავშესაფრები“. ატკინსმა აღნიშნა: „ჩვენ ვცდილობთ, ბაზარს შევთავაზოთ სტაბილური პლატფორმა ახალი პროდუქტების დასანერგად. ჩვენ წესებს უახლოეს თვეებში შევიმუშავებთ - ვეძებთ ინოვაციურ გამონაკლისებს წლის ბოლომდე განსახორციელებლად“. სააგენტომ ბირჟებს უფლება მისცა სააგენტოს მიერ ინდივიდუალური განხილვის გარეშე ბირჟაზე მოვაჭრე პროდუქტები (ETP) განეთავსებინათ, რომლებიც შეიცავდა სპოტურ საქონელს, მათ შორის კრიპტოვალუტებს. ეს არის საერთო ლისტინგის სტანდარტი, რომელიც შეამცირებს ახალი პროდუქტების შექმნის და ამოქმედების ბარიერებს. https://tinyurl.com/3dyn8fyr Quote
Magdalena Posted October 2, 2025 Author Posted October 2, 2025 SEC და FINRA კრიპტოვალუტის შეძენამდე აქციებით ვაჭრობით დაინტერესდნენ აშშის მარეგულირებლები დაინტერესდნენ საფონდო ბირჟის აქტივობით, რომელიც კომპანიების მიერ კრიპტოვალუტის შესყიდვის შესახებ განცხადებებს წინ უძღოდა. SEC-მა და FINRA-მ რამდენიმე ემიტენტს მიმართეს, რომელთა აქციების ფასები კრიპტოვალუტის სახაზინო სტრატეგიების საჯაროდ გამოცხადებამდე გაიზარდა. რას იძიებენ მარეგულირებლები? Wall Street Journal-ის ცნობით ეს არის სამართლიანი გამჟღავნების რეგულაციის (Reg FD) პოტენციური დარღვევები. ეს რეგულაცია უკრძალავს კომპანიებს ინვესტორებთან შერჩევით გაზიარებას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აქციების ფასებზე. FINRA-მ უკვე გაგზავნა წერილები, რომლებიც, როგორც წესი, შესაძლო ინსაიდერული ვაჭრობის გამოძიების დაწყებას აღნიშნავს. SEC-ის ყოფილმა იურისტმა, დევიდ ჩეისმა, განმარტა, რომ ეს შეიძლება იყოს კომპანიებისა და ინვესტორების ქმედებების უფრო ფართო მიმოხილვის პირველი ეტაპი. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, გამოძიებები კონკრეტულად ჩართულ პირებს მიმართავს თუ არა. კორპორატიული კრიპტო რეზერვების ზრდის ტენდენცია გამოიწვია MicroStrategy-მ, რომელმაც 2020 წელს თავის სტრატეგიაში Bitcoin ჩართო. ამის შემდეგ, 212 ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა აქციების ან ობლიგაციების გამოშვებით თანხების მოზიდვის გეგმები და მათი კრიპტოვალუტის შესაძენად გამოყენება. Architect Partners-ის ცნობით, დაგეგმილი ინვესტიციების საერთო მოცულობამ 100 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბევრი კომპანია ინვესტორებთან დახურულ კონსულტაციებს ატარებს ეროვნული საიდუმლოების შესახებ შეთანხმებების ფარგლებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაციამ ვადაზე ადრე გაჟონა, რამაც აქციების ფასების ზრდა ოფიციალურ ანონსამდეც კი გამოიწვია. https://tinyurl.com/52rmt5zr Quote
Magdalena Posted October 16, 2025 Author Posted October 16, 2025 SEC-მა შესაძლოა 18-დან 24 ოქტომბრამდე პერიოდში ექვს XRP ETF-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) 18-დან 24 ოქტომბრამდე ექვსი XRP სპოტური ETF-ის დამტკიცების შესახებ გამოაცხადებს. განმცხადებლებს შორის არიან Grayscale, 21Shares, Bitwise, CanaryCapital, CoinShares და WisdomTree. დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება პირველი XRP სპოტ ETF აშშ-ში. 17 სექტემბერს SEC-მა წარმოადგინა სასაქონლო ნიშნით უზრუნველყოფილი ტრასტის ფონდების აქციების ახალი ზოგადი ლისტინგის სტანდარტები. ეს გადაწყვეტილება ამარტივებს დამტკიცების პროცესს და ხელს უწყობს ინოვაციებს. ეს ნაბიჯი შეესაბამება SEC-ის ახალ პროკრიპტოვალუტის პოზიციას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობის დაკავების შემდეგ. SEC, სავარაუდოდ, წელს სულ მცირე ერთ XRP ETF-ს დაამტკიცებს. SEC-ის თავმჯდომარე პოლ ატკინსმა ისაუბრა აშშ-ში კრიპტოინდუსტრიის განვითარების სტიმულირებისადმი თავის ერთგულებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის გლობალურ კრიპტო ცენტრად გადაქცევის პირობაც დადო. XRP-ს, როგორც ამერიკულ კრიპტოპროექტს, შეუძლია ისარგებლოს ამჟამინდელი ადმინისტრაციის პროამერიკული შეხედულებებით. Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა წელს პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვახშამი გამართა, რამაც შესაძლოა ახალი საბირჟო ვაჭრობადი პროდუქტის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყოს ხელი. ETF-ების დამტკიცებამ შესაძლოა XRP-ში ინსტიტუციური კაპიტალის მასიური შემოდინება გამოიწვიოს. Bitcoin (BTC) და Ethereum-მა (ETH) ETF-ებში ინსტიტუციური კაპიტალის სტაბილური შემოდინების წყალობით ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწიეს. XRP-ის ფასმა შესაძლოა მსგავსი ტენდენცია განავითაროს. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ SEC-მა გადადოს გადაწყვეტილება ან საერთოდ უარი თქვას დამტკიცებაზე, რადგან სააგენტო ამჟამად მინიმალური პერსონალით მუშაობს აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო. https://tinyurl.com/mu4rjmyx 1 Quote
Magdalena Posted October 28, 2025 Author Posted October 28, 2025 ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფინტექ კომპანიებსა და Stablecoin-ების ემიტენტებს თავის საგადახდო სისტემაზე პირდაპირი წვდომა შესთავაზა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შესთავაზა Stablecoin-ების ემიტენტებსა და ფინტექ კომპანიებს თავის გადახდების ინფრასტრუქტურაზე პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფა ტრადიციული ბანკების ჩარევის გარეშე. თავმჯდომარე კრისტოფერ უოლერმა ამის შესახებ გადახდების ინოვაციების პირველ კონფერენციაზე განაცხადა. მან შესაბამისი ინსტიტუტებისთვის „გადახდის ანგარიშების“ (ან „თხელი მასტერ ანგარიშების“) კონცეფცია წარადგინა. ზოგიერთმა კომპანიამ, როგორიცაა Custodia Bank და Kraken, სასამართლოს მეშვეობით სცადეს ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარ ანგარიშებთან დაკავშირება და მათ გაცილებით სწრაფად შეუძლიათ წვდომის მიღება, წინა ბიუროკრატიული პროცესის გვერდის ავლით. შემოთავაზებული ანგარიშები უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ფედერალური სარეზერვო გადახდის სისტემებთან. თუმცა, თავად ანგარიშებს ექნება რიგი შეზღუდვები ტრადიციული მთავარი ანგარიშებისგან განსხვავებით. უოლერმა აღნიშნა: „ეს გადახდის ანგარიშის კონცეფცია შექმნილი იქნება ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი სერვისების მიწოდებისთვის იურიდიულად უფლებამოსილი ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ამჟამად გადახდის მომსახურებას ძირითადად გარე მხარის ბანკის მეშვეობით ახორციელებენ“. კომპანიებს, რომლებიც ასეთ ანგარიშებს იღებენ, მოეთხოვებათ დაიცვან ოპერაციული შეზღუდვები, რომლებიც მიზნად ისახავს ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსის რისკების შემცირებას. გარდა ამისა, ამ ანგარიშებზე პროცენტები არ დაირიცხება და მათი მოცულობის გასაკონტროლებლად შესაძლოა სავალდებულო ბალანსის ლიმიტები დაწესდეს. Ripple-მა და Anchorage Digital-მა, რომლებმაც „მასტერ-ანგარიშების“ შესახებ განაცხადი 2025 წელს შეიტანეს, შესაძლოა, შემოთავაზებული სტრუქტურის ფარგლებში დაჩქარებული წესით დამტკიცება მიიღონ. https://tinyurl.com/yadpeayw Quote
Magdalena Posted November 6, 2025 Author Posted November 6, 2025 ლაგარდი: ციფრული ევრო ტექნიკური მზადყოფნის ეტაპზე გადავიდა ციფრული ევროს პროექტი მოსამზადებელი ფაზიდან, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, ტექნიკური მზადყოფნის ფაზაში გადავიდა. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდის თქმით დეველოპერები ახლა ინფრასტრუქტურაზე, ბაზრებთან ურთიერთქმედებასა და საკანონმდებლო მხარდაჭერაზე გაამახვილებენ ყურადღებას. მან ასევე განაცხადა, რომ პირველი ციფრული ევრო 2029 წელს გამოვა, იმ პირობით, რომ ევროკავშირი საჭირო კანონმდებლობას 2026 წელს მიიღებს. ECB ასევე გეგმავს საპილოტე ფაზის ჩატარებას, რომელიც 2027 წლის შუა რიცხვებში დაიწყება. ციფრული ევრო მხოლოდ ერთ-ერთია მრავალ დაგეგმილ CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა) შორის. ატლანტიკური საბჭოს მონაცემებით 130-ზე მეტი ქვეყანა, რომლებიც გლობალური მშპ-ს 98%-ზე მეტს წარმოადგენენ, ამჟამად ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობას იკვლევენ. ჩინეთმა ყველაზე მეტი პროგრესი განიცადა: ციფრული იუანი უკვე ტესტირებას გადის 30-ზე მეტ ქალაქში და გამოიყენება ისეთ პოპულარულ საგადახდო აპლიკაციებში, როგორიცაა WeChat. ინდოეთმა ასევე დააჩქარა საკუთარი ციფრული რუპიის ტესტირება, რომელშიც ამჟამად ჩვეულებრივი ბანკები და მომხმარებლები მონაწილეობენ. შეერთებულ შტატებში პროგრესი უფრო ნელია, რადგან ოფიციალური პირები განიხილავენ კონფიდენციალურობის საკითხებს და იმას, თუ როგორ იმოქმედებს ეს ტრადიციულ საბანკო სისტემაზე. თუმცა, კვლევები და საპილოტე ტესტირება გრძელდება. https://tinyurl.com/37xbdnw4 Quote
Magdalena Posted November 7, 2025 Author Posted November 7, 2025 ევროკავშირი გეგმავს ფინანსური ბაზრების ერთიან რეგულირებაზე გადასვლას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) შექმნა, მაგალითად, ESMA-ს უფლებამოსილებების გაფართოებით, შეიძლება იყოს ფინანსური ბაზრების ერთგვაროვანი რეგულირების ოპტიმალური გადაწყვეტილება“. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თქმით, ეს ESMA-ს საშუალებას მისცემს, პირდაპირ აკონტროლოს კრიპტო ბირჟები, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები და მასთან დაკავშირებული სავაჭრო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, ეს მიდგომა გადაჭრის კრიპტო კომპანიების „პასპორტიზაციის“ პრობლემას და ხელს შეუშლის ევროკავშირის ქვეყნებში ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოყენებას. ევროკომისია დეკემბერში ESMA-ს უფლებამოსილებების გაფართოების შესახებ წინადადების პროექტის გამოქვეყნებას გეგმავს. ადრე ESMA-ს პრეზიდენტმა ვერენა როსმა განაცხადა, რომ მისი სააგენტო მზადაა, ევროკავშირის 27 ქვეყანაში ეროვნული მარეგულირებლის ფუნქციები შეასრულოს კრიპტო ბირჟებისა და ციფრული აქტივების მეურვეების ზედამხედველობის ცენტრალიზების მიზნით. https://tinyurl.com/2bt3nnz6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.